martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

დიდი მარხვის მეოთხე კვირიაკე

წმ. იოანე სინელის (კიბისაღმწერელის) ხსენება

 

ტროპარი
უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო იოვანე; მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე და ჰკურნებ უძლურთა სენთა, და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაჲ, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი
ვითარცა რაჲ დიდი მზე, მოძღურებითა სამარადისოდ განანათლებ სოფლისა სავსებასა, ზეცისა მესაიდუმლეო, ღირსო იოვანე.

 

მოვედით და ვიქმოდით საიდუმლოსა მას ვენახსა შინა სინანულისა ნაყოფთა, რამეთუ რომელნიცა მუშაკობენ ამას შინა, არათუ სმისა და ჭამისათვის მუშაკობენ, არამედ ცრემლთა და მარხვისა და ლოცვისა, და სათნოებათა ტკბილსა ნაყოფსა გამოსცემენ, რომელთაცა შრომასა მაცხოვარი ქრისტე შეიწირავს, და მისცემს დრაჰკანსა, ცოდვისა პატიჟთა დამხსნელსა სულთასა, ღმრთივბრწყინვალესა, მხოლო მრავალმოწყალე.

მარხვანი

 

როგორც თვალით ხედვა სიტყვით არ ისწავლება, რამეთუ ბუნებრივი ნიჭია იგი, ასევე არც ლოცვის მშვენიერება ისწავლება სხვისი სიტყვით... მისი მოძღვარი ღმერთია, "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ" (ფსალმ. 93,10) და "მოსცის ლოცვაჲ მლოცველსა და აკურთხნა წელიწადნი მართლისანი" (1 მეფ. 2,9).

 

როგორც თოვლში ცეცხლი არ იპოვება, ასევე არც მწვალებლებთან იპოვება სიმდაბლე. ეს სათნოება წმინდა და ღვთისმოყვარე მართლმორწმუნეთა კუთვნილებაა.

 

მართალი სარწმუნოების სამკვიდრებელი დაუტოვე უპირველესად შენს შვილებს, რომ არა მხოლოდ შვილნი, არამედ შვილიშვილნიც შესწირო უფალს მართლმადიდებლობით.

 

ვისაც მართალი სარწმუნოება არ უპყრია და მოღვაწეობს, იმ კაცის მსგავსია, რომელიც წყალს იღებს და გახვრეტილ ჭურჭელში ასხამს.

 

უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.

 

უფალმა ჩვენი დამდაბლებისთვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვმადლობდეთ.

 

ვინც სიყვარული მოიპოვა, მან საუნჯენი განაბნია; ხოლო ვინც ამბობს, ორივე მაქვსო, იგი თავს იტყუებს.

 

ყოველი კაცი, რომელსაც თავის გამოჩენა უყვარს, ცუდადმზვაობარია. მისი მარხვა უფასურია, ლოცვა – უსარგებლო, რამეთუ ორივეს კაცთამიერი ქებისათვის აღასრულებს.

 

მცოდველთა განკითხვას მოერიდები, თუკი ყოველთვის გეხსომება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა რიცხვში იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელების რიცხვში; მაგრამ ერთ წამში მოხდა მათი საოცარი ცვლილება.

წმ. იოანე სინელი, „კიბე“

 

რამდენად ცდებიან ისინი, ვინც ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ეძებს – უცხო ქვეყნებში და მოგზაურობებში, სიმდიდრესა და დიდებაში, დიდ სამფლობელოებში და სიტკბოებებში, სიამოვნებებში, სიუხვესა და  უსარგებლო საგნებში, რომელთაც მწარე დასასრული აქვთ. საკუთარი გულის გარეთ ბედნიერების კოშკის აგება იგივეა, რაც სახლის აშენება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრისგან მუდმივად ირყევა. ასეთი შენობა ძალიან მალე შეიმუსრება...

ძმებო და დებო! ბედნიერება ჩვენშია, და ნეტარია, ვინც მიხვდა ამას. გამოიკვლიეთ თქვენი გული და დაუკვირდით მის სულიერ მდგომარეობას. იქნებ ღვთის წინაშე კადნიერებაა დაკარგული? იქნებ სინდისი გვამხელს უფლის მცნებების დარღვევის გამო? იქნებ ის გვამხელს უსამართლობების, სიცრუის, ღვთისა და მოყვასის წინაშე მოვალეობების შეუსრულებლობის გამო? გამოიძიეთ, იქნებ ბოროტებამ და ვნებებმა აავსეს თქვენი გული; იქნებ ის მრუდე და გაუვალი გზებისკენ მიიდრიკა...

წმ. ნექტარიოს ეგინელი

 

მოწყალების გაცემისას დაე ნუ შეგვეშინდება, რომ გავღატაკდებით, რამეთუ ჩვენც გავიგონებთ ღვთისგან: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“. შევშინდეთ (სასჯელისაგან) და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უსულგულობის გამო ღვთის სიყვარულისგან გაუცხოებულნი არ აღმოვჩნდეთ, „რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (1 იოან. 4,20) – ამბობს მახარებელი; ხოლო ვისაც ღმერთი არ უყვარს, როგორ შესძლებს მასთან დამკვიდრებას? და ვინც მასთან არაა, ის განეშორება მას; ხოლო მისგან განშორებული, ცხადია, გეენაში მოხვდება.

 

თუკი ჩვენ ყოველი საქმის დაწყებამდე წინასწარ გავაძლიერებთ ჩვენს სულს ღმერთის ქებითა და ლოცვებით, სუპოსტატი (ეშმაკი) ვერ ჰპოვებს ჩვენში ადგილს; მასთან ერთადვე განიდევნება მისი გარემომცველი ბოროტება. შესაბამისად, უბიწოება, ასევე სიმართლე და სიმშვიდე და სიმდაბლე განაშვენებენ ჩვენს სულებს, და ერთმანეთთან სიყვარულით შეერთებულნი, ვიცხოვრებთ მშვიდი და შინაბრძოლებით დაურღვეველი ცხოვრებით, რამეთუ ჩვენ შორის იქნება მეუფე მშვიდობისა, ქრისტე, მასთან განუწყვეტელი ურთიერთობის შედეგად.

წმ. გრიგოლ პალამა

 

მტკიცედ აღვიბეჭდოთ მეხსიერებაში: როდესაც სხვები დამორჩილდნენ და სულით დაეცნენ, მატათია მამაცურად იცავდა უფლის სჯულს (I მაკაბ., თავი 2); როდესაც ებრაელები დაიფანტნენ და ღმერთის რწმენისაგან განდგომა დაიწყეს, ილიამ გასძლო თავის დიად ბრძოლაში; დანიელი ვერ შეაშინა ვერც მარტოობამ უცხო ქვეყანაში, ვერც უმოწყალო დევნამ და მან არაერთგზის ვაჟკაცურად დაამტკიცა თავისი სარწმუნოება; სამი ყრმა მუქარამ ვერ გასტეხა, ბაბილონის ცეცხლს მათ თავიანთი სარწმუნოება დაუპირისპირეს და ტყვეებმა გამარჯვებული მეფე დაამარცხეს. თუმცა არიან ამჟამად ორპირნი და გამცემელნი, რომელნიც ეკლესიაში იმყოფებიან და ეკლესიას აღუდგებიან, არყევენ სარწმუნოებასა და სიმართლეს, მაგრამ უმეტესობა იმარხავს საღ გონებას, წმიდა რელიგიას და სულს – მხოლოდ თავისი ღმრთის ერთგულს. სხვისი ორგულება ვერ არღვევს მათ ქრისტიანულ რწმენას და უფრო მეტადაც განაცხოველებს მას, წარმართავს ზეციური დიდებისაკენ, თანახმად ნეტარი მოციქულის სიტყვებისა, რომელიც გვარწმუნებს და გვეუბნება: "არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ! იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ" (რომ. 3.3-4). თუკი ყოველი კაცი ცრუა და სიმართლე მხოლოდ ღმერთთანაა, მაშ ღმრთის მონებმა და განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა რა უნდა აკეთონ? – დაუტეონ კაცობრივი სიცრუე და გზააბნეულობა, დაიცვან უფლის დანაბარები და ღმრთის სიმართლე შეიმოსონ (წერილი 67).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი

 

უფლის მცნებაა – არ დავდუმდეთ, როდესაც სარწმუნოებაა საფრთხეში. თქვი, – ამბობს უფალი, – ნუ გაჩუმდები. "და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა" (ებრ. 10,38); და კვლავ: "დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე" (ლუკ. 19,40). ამგვარად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ გვაქვს უფლება ვთქვათ: "ვინ ვარ მე? – მღვდელი არა ვარ, არც მთავარი, არც მეომარი და არც მიწათმფლობელი. მე ერთი გლახაკი ვარ, ყოველდღიური საზრდელისთვის მშრომელი. მე არ მეხება სარწმუნოებაზე საუბარი და ზრუნვა". ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი სდუმხარ და არაფერს ზრუნავ?!

წმ. თეოდორე სტუდიელი

 

უფლის წინაშე არაფერს ისეთი ძალა არ აქვს, როგორც წყენათა მიტევებას, რადგან იგი არის მიბაძვა საღვთო გულმოწყალების ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მახლობელი ქმედებისა. ისე ადვილად არაფერი გვაცდუნებს, როგორც გაბრაზება და სურვილი სამაგიეროს გადახდისა ჯავრიანი სიტყვით, არცთუ იშვიათად კი საქმით. მაშასადამე, ნაცვლად იმისა, რომ შევიძინოთ ის, რაც თავად გვეძლევა ხელთ, ყოველ წუთში ვკარგავთ. თუ მიუტევებ, შეიძენ შინაგან სიმშვიდესა და უფლისგან შეწყალებას, არ მიუტევებ და გაგიძლიერდება შინაგანი შფოთი, უფლისგან წყალობას კი ნუღარ ელი.

რატომ არ მივუტევებთ ყოველთვის, უფრო ხშირად ავყვებით მრისხანების აფეთქებებს, ჯავრსა და აღშფოთებას? ვფიქრობ, ამის მიზეზია მიტევების ღირებულებისადმი უგულისყურო დამოკიდებულება. ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რაც მიტევებით გვეძლევა, წყენით მოყენებული დანაკლისი კი ასე თვალსაჩინოდ წარმოგვიდგება. თავისმოყვარე გული მსჯელობს: რატომ მივუტევო? და ჩვენც არ შევუნდობთ. წყენის წუთებში საკუთარ ფიქრებსა და გულში აღიდგინეთ უეჭველი აღთქმა, რაც მიმტევებელთ მიეცათ – აღთქმა, რომელიც შეუდარებლად უფრო ფასეულია, ვიდრე უდიდესი დანაკარგები, რაც კი ადამიანს ძალუძს წყენით მოგაყენოს. მაშინ რა წყენაც უნდა შეგვხვდეს, გულიდან ამოხეთქავს გამამხნევებელი ხმა: ღირს, ამისთვის მიუტევო – და ჩვენც შევუნდობთ.

მივუტევოთ და მოგვეტევება; კვლავ მივუტევებთ და კვლავ მოგვეტევება, და ასე განუწყვეტლივ. თავად მიმტევებლებზე გავრცელდება საღვთო ყოვლისმიმტევებლობა, ეს ადამიანი საღვთო გულმოწყალებითა და სიყვარულით იქნება გარემოცული. არის კი, რაც გვინდა, რომ მოგვიტეონ? მერედა რამდენი! ვიჩქაროთ, მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვეტეოს. და ამას მეტი მონდომებით გავაკეთებთ, როცა გვეცოდინება, რომ ის, რასაც ჩვენ მივუტევებთ, არაფერს ნიშნავს, ხოლო ის, რაც მოგვეტევება, შეუდარებლად უფრო ფასეულია.

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

ეს საუკუნე სინანულის საუკუნეა, ხოლო ის – მიგებისა; ეს – კეთებისა, ის – გადახდისა; ეს – მოთმინებისა, ის – ნუგეშისცემისა. აწ ღმერთი დამხმარეა მათი, ვინც ბოროტი გზიდან მოიქცევა, ხოლო მაშინ – საშინელი და მიუკერძოებელი გამომეძიებელი კაცთა საქმეებისა, სიტყვებისა და გულისსიტყვებისა. აწ ვსარგებლობთ სულგრძელებით, მაშინ შევიცნობთ მართლმსაჯულებას, როცა აღვდგებით – ერთნი მარადიული სასჯელისათვის, ხოლო სხვები მარადიული ცხოვრებისათვის, და ყველა მიიღებს საქმეების მიხედვით.

წმ. ბასილი დიდი

 

მზვაობარ ფარისეველს უფლის მადლობა და დიდება განუზრახავს: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ ცრუ და მემრუშე“ (ლუკ. 18,11) – ამბობს იგი. ის აშკარა შეცოდებებს ჩამოთვლის, რომლებიც ყველამ შეიძლება დაინახოს; მაგრამ სულიერ ვნებებზე – სიამაყეზე, მზაკვრობაზე, სიძულვილზე, შურზე, ორგულობაზე – სიტყვასაც არ ამბობს. არადა სწორედ მათგან შედგება ფარისეველი! სწორედ ისინი აბნელებენ, კლავენ სულს, სინანულის უნარს უკარგავენ! ისინი სპობენ მოყვასის სიყვარულს და შობენ (მოყვასის მიმართ) დაბრკოლებას – სიცივით, სიამაყით და სიძულვილით ავსებულს! მზვაობარ ფარისეველს განუზრახავს მადლობა შესწიროს ღმერთს საკუთარი კეთილი საქმეების გამო, მაგრამ ღმერთი პირს იბრუნებს მისგან; ღმერთს მის წინააღმდეგ საშინელი განაჩენი გამოაქვს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 18,14)“.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

თუკი უფალმა ვირი აალაპარაკა და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა [ებრაელებს]; თუკი, ამგვარად, ვირის უსიტყველი ბაგეებით და ბალაამის უწმინდური ენით უფალი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, ის ყველაფერს აღასრულებს, რაც საჭიროა, და სული წმიდას გარდამოავლენს, – თუნდაც რომ მღვდლები უკიდურესად ბიწიერნი იყვნენ.

წმ. იოანე ოქროპირი

 

თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.

წმ. პაისი ათონელ

 

თუკი გსურს იყო ტაძარი ღვთისა, მაშ შესწირე ღმერთს განუწყვეტელი მსხვერპლი – განუწყვეტელი ლოცვა.

წმ. ნილოს სინელი

 

სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.

წვ. ალექსი ბერი, შუშანია

 

ყველაზე საუკეთესო წამალი ჩვენი ნებისმიერი გასაჭირისთვის არის სხვა ადამიანთა უფრო დიდი გაჭირვებები, საკმარისია მხოლოდ მათი გახსენება.

წმ. პაისი მთაწმინდელი

 

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მოქმედებდა კრებების მეშვეობით. მართლმადიდებლური სული ის არის, რომ ეკლესიაში მოქმედებდეს კრება და მონასტრებში უხუცესთა კრება. იღუმენმა ან იღუმენიამ და იღუმენის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მთავარეპისკოპოსი პირველია თანასწორთა შორის, პატრიარქი კი პაპი არ არის. მას ისეთივე ხარისხი აქვს, როგორც დანარჩენ იერარქებს. თუმცა პაპს სხვა ხარისხი აქვს – ის ამაღლებულზე ზის და მას ფეხებს უკოცნიან! პატრიარქი ზის დანარჩენ იერარქებთან ერთად და თავმჯდომარეობს. ასევე იღუმენი და იღუმენია კრების წევრებთან მიმართებით პირველები არიან თანასწორთა შორის. მთავარეპისკოპოსს ან იღუმენს არ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. ღმერთი განანათლებს ერთ იერარქს ან კრების იქ მყოფ წევრს ერთ საკითხში, სხვას – სხვა საკითხში. ხომ ხედავთ, ოთხი მახარებელი ერთმანეთს ავსებს. ასევე აქაც, ყველა გამოთქვამს თავის აზრს, ხოლო როცა არსებობს საწინააღმდეგო აზრი, ის ფიქსირდება პროტოკოლში. რადგანაც, როცა საქმე მიდგება ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც სახარებისეული მცნებების საწინააღმდეგოა, და ადამიანი არ ეთანხმება, თუკი ის არ მოითხოვს, რომ მისი აზრი ჩაწერილ იქნეს, ისე გამოჩნდება, რომ ის თანახმაა. თუკი ის არაა თანახმა და ხელს აწერს თავისი აზრის დაფიქსირების გარეშე, ის კანონს არღვევს და პასუხისმგებელია, ის დამნაშავეა. მაგრამ თუკი ის გამოთქვამს თავის აზრს, ხოლო უმრავლესობა წინააღმდეგია, მაშინ ღვთის წინაშე ყველაფერი რიგზეა. თუკი ეკლესიაში კრება ან მონასტერში სინაქსის-კრება ვერ მოქმედებს როგორც საჭიროა, მაშინ შეიძლება გვეგონოს, რომ მართლმადიდებლური სული გვაქვს, მაგრამ გვქონდეს პაპისტური სული. მართლმადიდებლური სული ისაა, რომ თითოეულმა გამოთქვას და დააფიქსიროს თავისი აზრი, და არა ის, რომ არ ილაპარაკოს შიშისა და პირფერობის გამო, რათა კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მთავარეპისკოპოსთან ან იღუმენთან.

წმ. პაისი მთაწმინდელი, სიტყვები, ნაწ. 1, სუროტი, თესალონიკი, 1998, გვ. 329-330

 

ვინც ფიქრობს რაიმე სიკეთის გაკეთებას საკუთარი ნებით და არ ეკითხება მოძღვრებს, ის არ მისდევს სჯულს და არაფერი გაუკეთებია სჯულისმიერი. ხოლო ვინც მოქმედებს შეკითხვით, ის ასრულებს სჯულსა და წინასწარმეტყველებს; რამეთუ შეკითხვა სიმდაბლის ნიშანია და ასეთი კაცი ბაძავს ქრისტეს, რომელმაც დაიმდაბლა თავი თვისი და ხატი მონისა მიიღო (ფილიპ. 2,7-8). რჩევის გარეშე მცხოვრები კაცი თავის მტერია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „ყოველივეს რჩევით იქმოდეთ“ (ზირაქ. 32,21); და იოანე მოკლე ამბობს: „თუ დაინახავ თავისი ნებით ზეცად აღმავალ კაცს, დაიჭირე ფეხით და ძირს ჩამოაგდე“. უმჯობესია სიმდაბლით შეკითხვა, ვიდრე საკუთარი ნებით სვლა, რადგან იმას, ვისაც ეკითხებიან, თვით უფალი ასწავლის შემკითხველის სიმდაბლისა და მართალი გულის გამო.

წმ. ბარსანოფი დიდი

 

სიახლეები

15 აპრილი 2024

ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები

 

18 ნოემბერი 2023

ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები

 

2 ნოემბერი 2023

საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ

 

24 ივლისი 2023

მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)

 

8 დეკემბერი 2022

ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ

 

18 ივნისი 2022

განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ

 

15 აპრილი 2022

მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები

 

10 აპრილი, 2021

მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)

 

3 მარტი, 2021

ცხოვრება: წმ. მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი – რა უნდა ვქნათ ეპიდემიის ჟამს

 

12 დეკემბერი, 2020

პატერიკები: არა წადილი შენი, არამედ როგორც ინებებს ღმერთი

 

19 ნოემბერი, 2020

მოღვაწეობა: მოღვაწეობა: წმ. იოანე კრონშტადტელი – სულიერი ცხოვრების შესახებ, დღიურებიდან. ნაწილი მეორე

 
16 ნოემბერი, 2020 წ.

მოღვაწეობა: წმ. იოანე კრონშტადტელი – სულიერი ცხოვრების შესახებ, დღიურებიდან. ნაწილი პირველი

 

20 ოქტომბერი, 2020 წ.

განმარტება: განმარტება ფსალმუნის მუხლისა: ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისაჲ, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან.

 

14 ოქტომბერი, 2020 წ.

ცხოვრება: წმ. ეფრემ ასური – თუკი ღმერთს რაიმეს სთხოვ

 

28 აპრილი, 2020 წ.

პატერიკები: ათონელი ბერის უცნაური განსაცდელი

 

8 აპრილი, 2020 წ.

ცხოვრება: წმ. პაისი ველიჩკოვსკის პასუხი ცხონების შესახებ

 

6 აპრილი, 2020 წ.

ცხოვრება: წმ. იოანე კრონშტადტელი – რას დაგვმართებ, უფალო?

 

31 მარტი, 2020 წ.

ცხოვრება: წმ. მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი – სანუგეშო წერილი ეპიდემიის ჟამს

 

25 მარტი, 2020 წ.

ცხოვრება: წმ. ნილოს სინელის წერილი წმ. იოანე ოქროპირის ხილვების შესახებ

 

24 ოქტომბერი, 2019 წ.

გარდაცვალება: წმ. პაისი მთაწმინდელი (ათონელი) – კეთილი ძია იანისი

 

25 სექტემბერი 2019 წ.

ცხოვრება: წმ. ბარსანოფი ოპტინელი – სასუფეველში შესვლის უფლება

 

29 მაისი 2019 წ.

საცდურები: დეკანოზი ანასტასი გოცოპულოსი – თვითხელდასხმული ვიკენტი ჩეკალინი და უკრაინის ეკლესიის „ავტოკეფალია“

 

23 აპრილი 2019 წ.

მოღვაწეობა: წმ. პაისი მთაწმინდელი (ათონელი) – სწავლებები სულიერი ცხოვრების შესახებ

 

20 აპრილი 2019 წ.

მოღვაწეობა: წმ. ბარსანოფი ოპტინელი – იესოს ლოცვისათვის

 

19 აპრილი 2019 წ.

მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული

 

18 აპრილი 2019 წ.

ცხოვრება: წმ. ბარსანოფი ოპტინელი – საუბარი ნიკოლოზ გოგოლის შესახებ

 

17 აპრილი 2019 წ.

მოღვაწეობა: წმ. ეფრემ ასური – გამოკრებილი სწავლებები

 

16 აპრილი 2019 წ.

გარდაცვალება: თხოვნა საიქიოდან. პეტრე სტოლიპინის შვილის ნაამბობი

 

14 აპრილი 2019 წ.

პატერიკები: სიმდაბლის ძალა

 

20 ნოემბერი 2018 წ.

ცხოვრება: ღირსი ნიკონ ოპტინელის წერილი დედისადმი

 

10 აგვისტო 2018 წ.

პატერიკები: მისაბაძი მგალითი

 

20 ივლისი 2018 წ.

ცხოვრება: წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი – წერილები

 

22 ივნისი 2018 წ.

მოღვაწეობა: წმ. თეოფანე დაყუდებული – წმიდა მამათაგან გამოკრებილი სულიერი მარგალიტები

 

16 ივნისი 2018 წ.

ცოდვები: წმ. მამები სოდომური ცოდვის შესახებ

 

10 ივნისი 2018 წ.

მრწამსი: რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ. „აპოკატასტასისის“ განხილვა წმიდა მამათა სწავლებების მიხედვით

 

2 ივნისი 2018 წ.

საცდურები: რატომ არის ქრისტიანისთვის მიუღებელი ე.წ. ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა