როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ა.წ. 1-2 სექტემბერს კონსტანტინოპოლში იწვევს სინაქსისს (კრებას), რომელზეც მიიწვია ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქები, ასევე კვიპროსის მთავარეპისკოპოსი. კრების მიზანია
მკვდარი წერტილიდან დაძრას იმ კომისიის მუშაობა, რომელიც VIII მსოფლიო კრების მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. ეკლესიის სწავლებით (წინასწარმეტყველებით)VIII მსოფლიო კრება ავაზაკთა კრება იქნება, რომელიც შემოიტანს ანტიმართლმადიდებლურ სიახლეებს ეკლესიაში და გამოიწვევს შფოთს, დაპარისპირებებსა და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, განხეთქილებებს ეკლესიაში http://www.peace.ge/pdf/Papisa_da_BarTlomes_antimarTlmadidebluri_qmedebani.pdf.
ბართლომეს ტაქტიკა შემდეგია: მას სურს რომ კრების მოწვევამდე ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან განიხილოს პრობლემატური საკითხები და შესთავაზოს მათთვის მისაღები ვარიანტი, ანდა შეძლებისდაგვარად გამოძებნოს კომპრომისული ვარიანტი. მაგალითად საქართველოს ადგილობრივ ეკლესიასთან ბართლომეს სავაჭროდ აქვს დიპტიხის საკითხი. <
... კითხვის გაგრძელება »