და ამაზრზენი. შინაარსი კიდევ უფრო საშინელია, ვინაიდან თვითონ სიტუაციაა ბინძური და შოკისმომგვრელი... დედამიწის ზურგზე არსად, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ხალხში საკუთარი დედის მისამართით არ იგინებიან. გინების ეს სამარცხვინო (მკრეხელური) ფორმა მხოლოდ საქართველოში არსებობს. ოდნავ ზნეკეთილი კაცი არათუ საკუთარი დედის მისამართით, საერთოდაც არ უნდა იგინებოდეს, ვინაიდან არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება საგინებელი სიტყვა დედასთნ დააწყვილო დედა-შვილობის მადლისა ოდნავ მაინც თუ გცხია ან გესმის რამე... რა საშინელი წასაკითხიც არ უნდა იყოს ის, რასაც ახლა დავწერ, ეს მაინც ასეა. საკუთარი დედის გინებასა და საკუთარ დედასთან სქესობრივ კავშირს შორს მაინც არის პატარა განსხვავება, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ამ განსხვავების, ამ ზღვარის მოშლაც სურთ და, მერე, როგორც გენიალური დოსტოევსკი იტყოდა: "ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია!"
უღმერთოების მოსურნე ძალები ყოველთვის იყვნენ. ღმერთთან ბრძოლის თემა ბიბლიიდან მოდის და დღემდე გრძელდება, მაგრამ მას არასოდეს მიუღია ისეთი საშიში სახე, რ
... კითხვის გაგრძელება »