მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » მღ.მოწამე ირინეოს ლეონელი
21:16
მღ.მოწამე ირინეოს ლეონელი

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელ

 

 ჭეშმარიტება მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაშია

 

არ ეგების სხვებთან ძიება ჭეშმარიტებისა, რისი შეძენაც იოლია ეკლესიაში, რადგან მოციქულებმა, როგორც მდიდარმა საგანძურს, სრულად შესძინეს მას ყოველივე, რაც ჭეშმარიტებას უკავშირდება; ასე რომ, ყველა მსურველი მისგან იღებს სასმელს ცხოვრებისას. სწორედ ის არის კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი `მასწავლებელი~ qurdi და ავაზაკია. ამიტომაც უნდა ვერიდოთ ამ უკანასკნელთ, უდიდესი გულმოდგინებით ავირჩიოთ ის, რაც ეხება ეკლესიას, და შევიწყნაროთ გადმოცემა ჭეშმარიტებისა. რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე დავის დროს ნუთუ არ გვმართებს, მივმართოთ უძველეს ეკლესიებს, _ მოციქულთა სამყოფელს _ და იქიდან მივიღოთ სარწმუნო და ცხადი პასუხი?!

 

მოციქულებს რომ არ დაეტოვებინათ ჩვენთვის ნაწერები, ნუთუ არ უნდა მივყოლოდით განაწესს გადმოცემისა, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ მათგან, ვისაც მოციქულებმა ანდეს ეკლესია?!

 

ეკლესიის ქადაგება ყველგან მუდმივია და უცვალებელი, იგი დამოწმებულია წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და ყველა მოწაფის მიერ თავდაპირველ, შუა და ბოლო ჟამს, ღვთის ყველა საქმესა და მის მტკიცე ქმედებაში, რაც ეხება ადამიანის გადარჩენას და რაც ჩვენს რწმენაში ძევს. ჩვენ მას ვიღებთ ეკლესიიდან და ვიცავთ, იგი მუდამ ღვთის სულისაგან გვეძლევა, როგორც უმშვენიერეს ჭურჭელში მოთავსებული უძვირფასესი საუნჯე. რადგან ღვთის ეს ძღვენი ჩაჰბარდა ეკლესიას ისე, ვითარცა სული სიცოცხლისა მიეცა პირველქმნილ ადამიანს, რათა განეცხოველებინა მისი მიმღები ყოველი ასო. აქ არის ქრისტეთან თანაზიარება.... რადგან, როგორც ამბობენ, უფალმა ეკლესიაში განაწესა მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, მასწავლებელნი და სულიწმიდის მოქმედების ყველა საშუალება. მათთან თანაზიარობას მოკლებულია ნებისმიერი, ვინც არ ეთანხმება ეკლესიას, და თავისი უკეთური სწავლებითა თუ ყოვლად უღირსი ქცევით თავადვე აკლდება სიცოცხლეს. რადგან, სადაც ეკლესიაა, იქვეა სული ღვთისა, და სადაც სულია ღვთისა, იქვეა ეკლესია და სრულად ყოველი მადლი; თავად სული კი არის ჭეშმარიტება!

 

ამიტომაც ისინი, რომლებიც ქრისტეს არ ეზიარებიან, არ საზრდოობენ დედის მაცოცხლებელი ძუძუთი, არ ეწაფებიან ქრისტეს სხეულიდან გამომდინარე უწმინდეს წყაროს; სამაგიეროდ, მიწაში თხრიან უბადრუკ ჭებს, სვამენ მის ტალახიან, აშმორებულ წყალს, მოუბრუნებლად განეშორებიან ეკლესიის რწმენას და უარყოფენ სულიწმიდას, რათა არა გულისხმაჰყონ... ჩვენ კი ვლოცულობთ, რომ ისინი არ ჩარჩნენ ორმოში, რაც თავადვე ამოითხარეს, არამედ დაუტევონ სიცარიელე და სიბნელე, რჯულიერად იშვან, მოიქცნენ ღვთის ეკლესიისკენ, რათა ქრისტე გამოისახოს მათში; რათა შეიცნონ შემოქმედი სრულიად სამყაროსი, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი ყოველთა.

 

ჩვენი ეს ვედრება მათთვის აღევლინება, გვიყვარს ისინი იმაზე მეტად, ვიდრე თავად განიზრახვენ საკუთარი თავის სიყვარულს. ჩვენი სიყვარული, ვითარცა ჭეშმარიტი, გადაარჩენს მათ, თუკი მას შეიწყნარებენ.

 

ნანახია: 1047 | დაამატა: paterzaqaria | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz