მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » 2010 » მარტი » 11 » სარწმუნოების მხურვალე აღმსარებლობა
21:55
სარწმუნოების მხურვალე აღმსარებლობა


      მართლმადიდებელ სამღვდელოთა და მონაზონთა კრებისაგან სარწმუნოების მხურვალე აღმსარებლობა ეკუმენიზმის წინააღმდეგ. საეკლესიო ლიდერებს, რომლებიც მხარს უჭერენ ეკუმენისტურ უპასუხისმგებლობას, შფოთი შეაქვთ ხალხში და ამზადებენ განყოფასა და განხეთქილებას გაზეთი `ორთოდოქსოს ტიპოსი~, 2009 წლის 29 მაისი,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        ტექსტი `სარწმუნოების აღმსარებლობა ეკუმენიზმის წინააღმდეგ~ შეადგინეს და ხელი მოაწერეს სამღვდელოებმა და მონაზვნებმა აპრილში, ქ. ვოლოსში გამართულ კრებაზე. ეს დოკუმენტი წარუდგინეს წმ. მიტროპოლიებს იმ მიზნით, რათა მისთვის ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებსაც მოეწერათ ხელი. სარწმუნოების აღმსარებლობის ტექსტს უკვე მოაწერეს ხელი მიტროპოლიტებმა (პირეასის, კეთირიისა და ეტოლეაკარნანიისა), წმ. მონასტრების წინამძღვრებმა, მონაზვნებმა,  სამღვდელოებმა, ღვთისმეტყველებმა, მართლმადიდებლური საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. `აღმსარებლობის~ ტექსტი ფრთხილია, მისი დასკვნები - ღვთისმეტყველურად აწონილ-დაწონილი, აქ მხილებულია მართლმადიდებელი ეკუმენისტების განდრეკა წმ. მამათა მართლმადიდებლური გარდამოცემისგან. `სარწმუნოების აღმსარებლობის~ ტექსტში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკუმენისტები მხოლოდ მცდარ გზაზე აყენებენ მართლმადიდებელ მრევლს, ეჭვს თესავენ მათ შორის და აიძულებენ მერყეობა დაიწყონ, რითაც განყოფასა და განხეთქილებას ამზადებენ. `ისინი, ვინც ამ ეკუმენისტური უპასუხისმგებლობისკენ უბიძგებენ ადამიანებს, იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოთ მათ ეკლესიაში, ჩვენს წმ. მამათა გარდამოცემას უპირისპირდებიან და, შესაბამისად, მათი წინააღმდგომნი არიან. ამიტომ მათი ეს პოზიცია დაგმობილი და უარყოფილი უნდა იქნეს ყველა იერარქისა და მთელი მორწმუნე ერის მიერ~. ქვემოთ წარმოგიდგენთ `სარწმუნოების აღმსარებლობის~ სრულ ტექსტს ხელმოწერებთან ერთად. 2009 წლის აპრილი.                                                                                                            `ჩვენ, ვინც ღვთის მადლით, შევუდექით წმ. დოგმატებსა და ყველაფერს, რაც არის წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, გვწამს: ერთადერთი გზა კაცთა ცხონებისა არის წმ. სამების, უფალ იესო ქრისტეს საქმისა და სწავლების რწმენა - ეს საქმე და ეს სწავლება გრძელდება მის სხეულში, წმ. ეკლესიაში.                                                                             ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი ნათელია. არ არსებობს ჩვენი განმანათლებელი სხვა ნათელი, არ არსებობს ჩვენი მაცხოვნებელი სხვა სახელი. ყველა სხვა სარწმუნოებია, ყველა რელიგია, რომელიც არ აღიარებს ქრისტეს, ხორციელად მოსულს, კაცთა გამონაგონი და ეშმაკის საქმეა, მათ არ მივყავართ ღვთის ჭეშმარიტ შეცნობამდე და ნათლისღებით ღმერთში განახლებამდე, არამედ აცდუნებენ ადამიანებს და წარწყმედისაკენ მიუძღვიან მათ.                                                                                                 ჩვენ, ქრისტიანებს, ვისაც გვწამს წმ. სამება, არა გვყავს იგივე ღმერთი, რაც სხვა რელიგიებს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ მონოთეისტურ რელიგიებსაც - იუდაიზმსა და მაჰმადიანობას, რომლებიც არ აღიარებენ წმ. სამებას.                                                                                   ეკლესია, რომელიც ორი ათასი წლის წინ დააარსა ქრისტემ და რომელსაც სული წმიდა უძღვის წინ, მტკიცე და ურყვევი რჩება იმ მაცხოვნებელ ჭეშმარიტებაში, რომელიც ქრისტემ ასწავლა, მოციქულებმა გადასცეს და წმ. მამებმა დაიცვეს. ქრისტეს ეკლესია არ გატყდა სასტიკი დევნით, თავიდან იუდეველთაგან, შემდეგი სამი საუკუნის მანძილზე კი კერპთაყვანისმცემლებისგან რომ მოდიოდა. ეკლესიამ მრავალი მოწამე შვა და გამარჯვებული დარჩა, მან დაამტკიცა თავისი ღვთაებრიობა. შესანიშნავად ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: `არაფერია ეკლესიაზე ძლიერი... თუ კაცს ებრძვი, ან გაიმარჯვებ, ან დამარცხდები; ხოლო თუ ეკლესიას ებრძვი, აუცილებლად დამარცხდები, რადგანაც ღმერთი ყველაზე ძლიერია~.                     დევნის შეწყვეტისა და გარეშე მტრებზე (ანუ იუდეველებსა და კერპთაყვანისმცემლებზე) ეკლესიის გამარჯვების შემდეგ მომრავლდნენ და გაძლიერდნენ ეკლესიის შინაგანი მტრები. გაჩნდა მრავალრიცხოვანი მწვალებლობები, რომლებიც ცდილობდნენ შეერყვნათ და გაემრუდებინათ გადმოცემული სარწმუნოება. მათი მიზანი მორწმუნეთა შორის შფოთის შეტანა იყო, რათა მათში სახარებისეული ჭეშმარიტებისადმი ნდობა შერყეულიყო.                                                                                            მღვდელმთავარი ბასილი დიდი, აღწერს რა ეკლესიის მდგომარეობას არიოზის მწვალებლობის ორმოცწლიანი ბატონობის დროს, ამბობს: `მამათა დოგმატები უგულებელყოფილია, მოციქულთა გარდამოცემა ისპობა, ეკლესიებში ძალას იკრებს სიახლეების შემომტანთა მიერ დანერგილი გამონაგონი... ადამიანები მხოლოდ ცბიერი მეტყველებით არიან დაკავებულნი და არა ღვთისმეტყველებით... იმარჯვებს ამა სოფლის სიბრძნე და უარყოფილია ჯვარის მიერ ქება, ეკლესიის მწყემსები იდევნებიან, მათ ადგილს კი იჭერენ `მგელნი მძიმენი~  (საქმე, 20, 29), რომლებიც განაბნევენ ქრისტეს სამწყსოს~.                                                    რაც გარეშე მტრებთან, აღმსარებლობებთან დაკავშირებით მოხდა, იგივე მოხდა შინაგან მტრებთან, მწვალებლობებთან   მიმართებაშიც.                                                             ეკლესიამ დიდი და წმინდა მამების პირით განსაზღვრა და დაამტკიცა მართლმადიდებელი სარწმუნოება ადგილობრივსა და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე - არა მარტო კონკრეტულ სადავო სწავლებებთან, არამედ მთელ რიგ სარწმუნოებრივ საკითხებთან მიმართებაშიც, მამათა თანხმობის (ცონსენსუს Pატრუმ) საფუძველზე. ჩვენ უფრო უსაფრთხო გზას ვადგავართ, როდესაც წმ. მამებს მივდევთ და არ ვშლით მათ მიერ დადგენილ საზღვრებს. `წმ. მამებთან თანხმობისა~ და `ჩვენი მამების მიერ დადგენილი საზღვრების~ არმოშლა - აი, ესაა სწორი გზა მართლმადიდებელი სარწმუნოების ხელშეუხებლობის დასაცავად.                  შესაბამისად, ჩვენი `აღმსარებლობის~ ძირითადი დებულებებია: ჩვენ უცვლელად და შეურყვნელად ვიცავთ იმას, რაც კრებებმა და წმ. მამებმა დაგვიდგინეს. ჩვენ ვიწყნარებთ ყველაფერს, რაც მათ შეიწყნარეს და ვგმობთ ყველაფერს, რაც მათ დაგმეს, ვერიდებით ყოველგვარ ერთობას სარწმუნოებაში სიახლის შემომტანებთან. ჩვენ არც არაფერს ვუმატებთ, არც არაფერს ვაკლებთ რომელიმე სწავლებას, არ ვცვლით მას. ჯერ კიდევ წმ. მღვდელმოწამე ეგნაე ანტიოქიელი, ღმერთშემოსილი, პოლიკარპე სმირნელის მიმართ ეპისტოლეში წერს: `ყოველი, ვინც რაიმე დადგინებულის საწინააღმდეგოს ამბობს, თუნდაც ეს იყოს კაცი ღირსეული თავისი რწმენით, მმარხველი, ქალწულების დამცველი, სასწაულთმოქმედი ან წინასწარმეტყველი, დაე იყოს შენთვის როგორც მგელი, ცხვრის ტყავში გამოხვეული, რომელიც ცხვრებს დაღუპვას უქადის~. წმ. იოანე ოქროპირი, განმარტავს რა პავლე მოციქულის სიტყვებს: `გინა თუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ~  (გალ. 1, 8), ამბობს: `მოციქულს არ უთქვამს, თუ ვინმემ სახარების საწინააღმდეგო გიქადაგათ ან ყველაფერი უარყოო, არამედ, თუ ოდნავ მაინც განსხვავებულს გამცნებთ იმისგან, რაც მიიღეთ, და თუნდაც შემთხვევით შეგირყევთ სარწმუნოებას, მაშინაც კი შეაჩვენებს~. VII მსოფლიო კრება, რომელმაც ხატმებრძოლთა საწინააღმდეგო განჩინება გამოიტანა, კონსტანტინეპოლის სასმღვდელო პირებს სწერს: `ამგვარად, ჩვენ კათოლიკე ეკლესიის გარდამოცემას მივდევთ და არც არაფერი მიგვიმატებია მისთვის, არც გამოგვიკლია, არამედ, მოციქულის სიტყვის თანახმად, ვიცავთ გარდამოცემას, რომელიც მივიღეთ; ვიწყნარებთ ყველაფერს და ვეამბორებით ყველაფერს, რაც ეკლესიამ ზეპირად თუ წერილობით მიიღო... ყველაზე ჭეშმარიტი და მართალი საეკლესიო სამსჯავრო იმაში მდგომარეობს, რომ არ დავუშვათ მასში სიახლეების შემოტანა და არც არაფერი გამოვაკლოთ. ამგვარად, მივყვებით რა მამათა კანონებს და მივიღეთ რა მადლი სულისა წმიდისა, ყველაფერი, რაც ეკლესიას ეხება, უცვლელად და უკლებლივ დავიცავით~. წმ. მამებსა და კრებებთან ერთად ჩვენ უარვყოფთ და შევაჩვენებთ ყველა მწვალებლობას, რომელიც ქრისტეს ეკლესიის ისტორიულ გზაზე აღმოცენდა.                 ძველი მწვალებლობებიდან, დღეს რომ ცოცხლდებიან, ვგმობთ არიანელობას (რომელსაც იეღოვას ცრუმოწმეები ქადაგებენ) და მონოფიზიტობას; ევტიქის უკიდურეს შეხედულებებსაც და ზომიერ სევეროსსა და დიოსკორესაც, ასე ვიქცევით ქალკედონის IV მსოფლიო კრებისა და დიდ წმ. მამათა და მოძღვართა ქრისტოლოგიის თანახმად - ისეთების, როგორებიც არიან ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, ღირსი იოანე დამასკელი, მღვდელმთავარი ფოტიოს დიდი და სხვანი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ პაპიზმი ყოველი მწვალებლობისა და ცთომილების დედაა: სწავლება `ფილიოკვე~-ს,  ანუ იმის შესახებ, თითქოს სული წმიდა ძისაგანაც გამოდის, ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას სული წმიდაზე. წმ. მამათა მთელი დასი, როგორც კრებებზე, ისე ცალ-ცალკე, პაპიზმს მწვალებლობად აღიარებს, რადგან `ფილიოკვე~-ს გარდა, მან შვა მრავალი მწვალებლობა, როგორიცაა პაპის პირველობის პატივი (პაპის პრიმატი) და პაპის უცთომელობა, ღვთისმსახურების აღსრულება უფუარ ცომზე, სწავლება განმწმენდელი ცეცხლის, ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის, საღმრთო მადლის ქმნადობის, ინდულგენციების შესახებ, შეცვალა თითქმის მთელი სწავლება ნათლისღებაზე და მისი შესრულების პრაქტიკა; იგივე მოხდა მირონცხებასთან, წმ. ზიარებასთან და სხვა საიდუმლოებებთან მიმართებაში - ამრიგად, პაპიზმმა ეკლესია საერო სახელმწიფოდ აქცია. თანამედროვე პაპიზმმა თავის საეკლესიო სწავლებაში მნიშვნელოვნად გადაუხვია შუა საუკუნეების პაპიზმს, ამდენად, იგი აღარ გვევლინება დასავლეთის ძველი ეკლესიის მემკვიდრედ. პაპიზმმა შემოიღო უამრავი სიახლე `მარიოლოგიაში~, მაგალითად, სწავლება ღვთისმშობლის, როგორც კაცთა მოდგმის `თანაგამომსყიდველი~ (ცორრედემპტრიხ) შესახებ. პაპიზმმა მხარი დაუჭირა ორმოცდაათიანელთა `ქარიზმატულ მოძრაობას~, მის ორგანიზაციებს კი `სულიერი ცენტრები~ უწოდა. პაპიზმმა შეითვისა ლოცვისა და აზროვნების აღმოსავლური მეთოდები, შემოიღო სიახლეები ღვთისმსახურებაში, მაგალითად, ცეკვები და მუსიკალური საკრავები. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შეამოკლა და, არსებითად, დაანგრია საღმრთო ლიტურგია.                                                                                 ეკუმენისტური მოძრაობის სფეროში ვატიკანის II კრებაზე მან მოამზადა მსოფლიო რელიგიის შექმნა, აღიარა რა სხვა რელიგიებში `სულიერი ცხოვრების~ არსებობა. დოგმატურმა მინიმალიზმმა რომის კათოლიკური ეკლესია მორალურ მოთხოვნათა უკიდურეს შემცირებამდე მიიყვანა, რამაც მაღალი საეკლესიო ჩინების ზნეობრივ დაცემას, სასულიერო პირთა შორის ჰომოსექსუალიზმისა და პედოფილიის მომძლავრებას შეუწყო ხელი. ეწევა რა უნიატობის, მართლმადიდებლობის ამ კარიკატურის პროპაგანდას, პაპიზმი მას ტროას ცხენივით იყენებს - აცდუნებს მორწმუნეებს და ავითარებს პროზელიტიზმს; ახდენს დიალოგის წაქეზებას და გაერთიანებისაკენ მიმართული ვითომდა გულწრფელი წინადადებებით იზიდავს ადამიანებს.                                                                              ვატიკანის II კრების შემდეგ კარგად გამოჩნდა პაპიზმის არსებითი განსხვავებები და აშკარა გახდა მისი მიდრეკილება პროზელიტიზმისადმი, მაგალითად, ნიუ-ეიჯის სხვადასხვა `სულიერი~ მიმდინარეობების შეთვისება. წმ. სვიმეონ თესალონიკელის `მისტაგოგიის~ თანახმად, პაპიზმმა ეკლესიას უდიდესი ზიანი მიაყენა: მისგან იშვა ყველა მწვალებლობა და განხეთქილება. მართლმადიდებლებს აქვთ ერთობა სქიზმამდელ პაპებთან და ბევრი მათგანის, როგორც წმინდანის, ხსენებას დღესასწაულობს კიდეც. სქიზმის შემდეგ კი პაპები მწვალებლები არიან - მათ დაკარგეს უფლება, იყვნენ რომის კათედრის მემკვიდრეები, არ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობითობა, რადგანაც არ ფლობენ მოციქულთა და მამათა სწავლებას. ამიტომაცაა, რომ ჩვენ პაპთან `არა მარტო  ერთობა არა გვაქვს, არამედ მწვალებლებსაც ვუწოდებთ მათ~. `ფილიოკვე~-ში გამოთქმული სული წმიდის გმობის გამო სული წმიდის ყველა მოქმედება მათთან უმადლოა. წმ. სვიმეონ თესალონიკელის თანახმად, მათი საეკლესიო საიდუმლოები ბათილად ცხადდება.                          `შესაბამისად, ღმერთს გმობენ ისინი, ვისაც სიახლეები შემოაქვს სული წმიდის სწავლებაში - ესაა უდიდესი ღვთისგმობა სული წმიდის მიმართ.  მეტიც, მათ საერთოდ არა აქვთ სული წმიდა, რადგანაც მათში მადლს მოკლებულია ყველაფერი, რაც სული წმიდის მადლით არის დადგინებული; ისინი მას ამცირებენ, რადგანაც მათში სული არ არის წმიდა და მეტიც, საერთოდ არ გააჩნიათ სულიერება: საღმრთო გარდამოცემის წინააღმდეგ, იგი სრულიად გაუქმებული და განდევნილია მათი წიაღიდან~. ამავეს და უფრო დაჟინებითაც ვამტკიცებთ პროტესტანტიზმის შესახებ, რომელიც, იშვა რა პაპიზმისაგან, მრავალი მწვალებლობა მიიღო მემკვიდრეობად და კიდევ მეტი დაუმატა.                                                          პროტესტანტიზმი უარყოფს გარდამოცემას, ღებულობს მხოლოდ წმ. წერილს, რომელსაც სხვაგვარად განმარტავს, აუქმებს მღვდლობას, როგორც განსაკუთრებული საიდუმლო მადლით აღჭურვილს, აუქმებს წმინდანებისა და ხატების პატივისცემას, აკნინებს ღვთისმშობლის პიროვნებას, უარყოფს მონაზვნობას. წმ. საიდუმლოთა შორის პროტესტანტები მხოლოდ ნათლისღებას და საღმრთო ზიარებას ღებულობენ, მაგრამ მათთან მიმართებაშიც ცვლიან ეკლესიის სწავლებასა და პრაქტიკას. პროტესტანტიზმი ასწავლის აბსოლუტურ წინასწარგანსაზღვრულობას (კალვინიზმი) და მხოლოდ სარწმუნოებით გამართლებას, ბოლო ხანებში, კი, როგორც რაღაც `პროგრესული~, შემოიღო ქალთა მღვდლობა და ჰომოსექსუალისტების ქორწინება, ასევე უშვებს ამ უკანასკნელთა მღვდლობასაც. თუმცა მთავარი, რასაც პროტესტანტიზმი თავისი ეკლესიოლოგიით ამტკიცებს, ისაა, თითქოს არ არსებობდეს ეკლესიის ცნება იმ სახით, როგორითაც მას მართლმადიდებლური გარდამოცემა იმარხავს.  მწვალებლებთან ჩვენი ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი გზაა მათ მიერ თავიანთი ცთომილების უარყოფა და სინანული, რათა გაჩნდეს ნამდვილი ერთობა და მშვიდობა, მშვიდობა ჭეშმარიტების და არა ცთომილებისა და მწვალებლობის წიაღში. იმისათვის, რომ მწვალებლები ქრისტეს ეკლესიას შეუერთდნენ, კანონიკური აკრიბია მოითხოვს, რომ მათ ნათელ-იღონ. მათი უწინდელი `ნათლისღება~, რომელიც ეკლესიის გარეთ, არა სპეციალური ლოცვებით ნაკურთხ წყალში, არა მართლმადიდებელი მღვდლის მიერ შესრულდა, მოკლებულია სული წმიდის მადლს: ეს მადლი არ არის არც მწვალებლობებში, არც განხეთქილებებში, შესაბამისად, არ არსებობს არაფერი, რაც ჩვენ გაგვაერთიანებდა, როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს: `...მაგრამ ეკლესიისაგან განდგომილებს უკვე აღარ ჰქონდათ სული წმიდის მადლი, რამეთუ დაიშრიტა მადლის გადაცემა, შეწყდა სჯულიერი მემკვიდრეობა... განდგომილები იქცნენ ერისკაცებად, რომლებსაც არ გააჩნდათ არც ნათლობის, არც ხელდასხმის უფლება და არ შეეძლოთ სხვებისთვის მიენიჭებინათ სული წმიდის მადლი, რომელსაც თვითონვე განუდგნენ~. ამიტომ სრულიად უსაფუძვლო და ამაოა ეკუმენისტების მცდელობა ამტკიცონ, თითქოს ჩვენ და მწვალებლებს საერთო ნათლისღება გვაქვს. ეკლესიაში შემოსვლა და მის წევრად ქცევა ადამიანს შეუძლია არა რომელიღაც ნათლისღების, არამედ ერთადერთი ნათლისღების გზით, რომელიც სრულდება იმ ეკლესიის მღვდლის მიერ, რომელსაც ეკუთვნის მღვდლობა. ვინაიდან მწვალებლები კვლავაც რჩებიან თავიანთ ცთომილებაში, ჩვენ ვერიდებით მათთან ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ერთობლივ ლოცვას. წმ. კანონები გვიკრძალავენ არა მარტო ერთობლივ ღვთისმსახურებას და ერთობლივ ლოცვას ტაძრებში, არამედ ერთობლივი ლოცვის ყველაზე უბრალო სახეებსაც კი სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.                                                                                                  ეკლესიის მკაცრი პოზიცია მწვალებლებთან მიმართებაში განპირობებულია ჭეშმარიტი სიყვარულით და მათი ცხონების გულწრფელი სურვილით, ასევე მოძღვრების ზრუნვით, რომ მორწმუნენი მწვალებლობისკენ არ გადაიხარონ. ვისაც უყვარს, ის სხვებსაც ჭეშმარიტებას უცხადებს და არავითარ შემთხვევაში არ ტოვებს სიცრუის ტყვეობაში. სხვაგვარი სიყვარული, სხვაგვარი თანხმობა და ერთობა ყალბია და მოჩვენებითი. არსებობს კეთილი ომი და ბოროტი მშვიდობა. `რამეთუ სანაქებო ომი (ბრძოლა) სჯობს მშვიდობას, რომელიც ღმერთისგან განგვაშორებს~ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი? (მიეთითოს გამოთქმის ავტორი).                                                                                                  წმ. იოანე ოქროპირიც გვარიგებს: `... თუ დაინახავ, რომ ღვთისმსახურება ირღვევა, თანხმობას ჭეშმარიტებაზე მაღლა ნუ დააყენებ. მტკიცედ იდექი, ვიდრე სიკვდილამდე... ოღონდ მცირედშიც კი ნუ უღალატებ ჭეშმარიტებას~. სხვა ადგილას იგი განსაკუთრებული სიცხადით გვირჩევს, რომ `არ მივიღოთ სიყვარულის სახით მოვლენილი ცრუ სწავლება~. წმ. მამათა ეს პოზიცია შეითვისა ლათინთა წინააღმდეგ დიდმა მებრძოლმა, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელმა მარკოზ ეფესელმაც (ევგენიკოსმა), რომელიც ფლორენციაში წარმოთქმულ თავის სიტყვაში ამბობს: `ეკლესიის ყველა მოძღვარი, ყველა კრება და მთელი წმ. წერილი გვამცნებს, გავექცეთ სხვაგვარად აღმსარებლებს და განვეშოროთ მათთან ერთობას. მაშ, ნუთუ ყველა ეს აზრი უნდა უგულებელვყოთ და შევუდგეთ მათ, ვინც ცრუ ერთიანობის სახელით გვთავაზობს უნიის შეკვრას იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხელყვეს წმინდა და ჭეშმარიტი სიმბოლო, რომლებიც ქადაგებენ, რომ სული წმიდა ძისაგანაც გამოდის? ხოლო სხვა უაზრობებს - მათგან ერთ-ერთიც საკმარისი იქნებოდა ამ ადამიანებისგან გამოსაყოფად - ამჯერად აღარც კი შევეხები. ნუ იყოფინ, ჰოი,

          ნუგეშინისმცემელო სახიერო! ნუ იყოფინ, ამ ზომამდე ვუღალატო საკუთარ თავსა და საღ აზრს, არამედ, მაქვს რა შენი და შენი სული წმიდით შემოსილი მამების სწავლება, დაე შევერთო მამათა ჩემთა, რათა, ამა სოფლით გასულმა, სხვა თუ არაფერი, კეთილმსახურება (ანუ მართლმადიდებლობა) მაინც გავიყოლო თან~.

           XX საუკუნემდე ეკლესია მტკიცედ და უცვლელად იცავდა უარყოფით დამოკიდებულებას ყველა მწვალებლობის მიმართ და გმობდა მათ, როგორც ეს მართლმადიდებლობის სინოდიკონი, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკეს იკითხება. მასში ანათემასაა გადაცემული მწვალებლობები და მწვალებლები, ყოველგვარი განყოფა, და რათა არც ერთი მათგანი არ იქნეს გამოტოვებული, ბოლოს მთავარი ანათემატიზმა ცხადდება: `შეჩვენებულ იყოს ყველა მწვალებელი~. სამწუხაროდ, ეს გაგება, ეკლესიის ეს მტკიცე და ურყევი პოზიცია XX საუკუნიდან თანდათან შეირყა. ეს მოხდა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოცემული საზოგადო ეპისტოლეს შემდეგ: `ქრისტეს ყველა ეკლესიას მსოფლიოს ყველა კუთხეში~. აქ ოფიციალურად პირველად ეწოდა მწვალებლობებს ეკლესიები, რომლებიც ეკლესიისთვის უცხონი კი არა, მისი მსგავსნი არიან. ეს ეპისტოლე რეკომენდაციას იძლევა, რომ `პირველ ყოვლისა დავნერგოთ და განვამტკიცოთ სიყვარული ეკლესიებს შორის, არ მივიჩნიოთ სხვა ეკლესიები უცხოდ და სხვად, არამედ ქრისტეს მიერ მონათესავეებად, როგორც თანამკვიდრნი და ეკლესიის ერთი სხეულის წევრები~. ყოველივე ამან გზა გაუხსნა მართლმადიდებლობის მიერ პროტესტანტული სულისკვეთების შეთვისებას, პაპის აღიარებას, ეკუმენიზმის, ამ საყოველთაო მწვალებლობის აღიარებას, რომელიც იწყნარებს და აკანონებს ყველა მწვალებლობას, როგორც ეკლესიას, და ამით შეურაცხყოფს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის დოგმატს. პატრიარქები და ეპისკოპოსები კიდევ უფრო ავითარებენ და ნერგავენ ახალ დოგმატს ეკლესიის შესახებ, ახალ ეკლესიოლოგიას. ამ დოგმატის თანახმად, არც ერთ ეკლესიას არა აქვს უფლება ჰქონდეს განსაკუთრებულობის პრეტენზია, არა აქვს უფლება განიხილავდეს თავის თავს მსოფლიო, კათოლიკე, სამოციქულო, ჭეშმარიტ  ეკლესიად; ყოველი მათგანი რაღაც ნამსხვრევად, ნაწილად გვევლინება, ოღონდ არა ეკლესიად, და მხოლოდ ყველა ერთად შეადგენს ეკლესიას. ამით იშლება წმ. მამათა მიერ დადგენილი ყველა ზღვარი, ქრება რეალური მიჯნა მწვალებლობებსა და ეკლესიას, ჭეშმარიტებასა და ცთომილებას შორის. გამოდის, რომ მწვალებლებიც ეკლესიები არიან და, ცხადია, პაპისტური ეკლესიაც, ყველა მათგანს ეწოდება და-ეკლესია და, ჩვენს ეკლესიასთან ერთად, ღმერთმა ყველას კაცთა ცხონებაზე ზრუნვა დააკისრა. ამავე ეკლესიოლოგიის თანახმად, სული წმიდა მწვალებლობებშიც მყოფობს, ამიტომ მათი ნათლისღება, ისევე როგორც სხვა საიდუმლოებები, ჭეშმარიტია; ვინც მონათლულია, რომელ მწვალებლობასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, ქრისტეს სხეულის, ეკლესიის წევრები არიან. კრებათა წყევლებს და ანათემატიზმებს დღეს ძალა ვითომდა დაკარგული აქვთ და აუცილებელია საღვთისმსახურო წიგნებიდან მათი ამოღება. `ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს~ ჭერქვეშ შეფარებულნი, ჩვენი იქ ყოფნით, არსებითად, ვღალატობთ ჩვენს ეკლესიოლოგიურ თვითშემეცნებას; ვაუქმებთ დოგმატს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ, სარწმუნოების დოგმატს `ერთი უფლის, ერთი სარწმუნოების, ერთი ნათლისღების~ შესახებ.

  ეს უკვე ისტორიული ხასიათის სინკრეტიზმია, იგი დღეს რელიგიათაშორის სინკრეტიზმში გადაიზარდა, რომელიც ყველა რელიგიას ათანაბრებს და ქრისტეს მიერ მონიჭებული კეთილმსახურების, ღვთის შემეცნებისა და ქრისტესმიერი ცხოვრების მქონედ აღიარებს. შესაბამისად, ისპობა არა მარტო დოგმატი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ, არამედ ფუნდამენტური დოგმატი მსოფლიოში უნიკალური გამოცხადებისა და კაცთა ცხონებისა იესო ქრისტეს მიერ. ესაა უსაზარლესი ცთომილება, ყოველი დროის უდიდესი მწვალებლობა.  ჩვენ გვწამს და ვაღიარებთ, რომ მხოლოდ ქრისტეშია ცხონების შესაძლებლობა. მართლმადიდებელი ეკლესია არის არა მარტო ჭეშმარიტი ეკლესია. მხოლოდ მასშია სახარებისეული სარწმუნოება, კრებებისა და წმ. მამების მიერ გადმოცემული, და შესაბამისად, მხოლოდ იგი წარმოადგენს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას.

       ღირსი იუსტინე პოპოვიჩის თანახმად, ეკუმენიზმი დასავლეთ ევროპის ცრუეკლესიათა საერთო სახელია, და ესაა საყოველთაო მწვალებლობა. და ეს საყოველთაო მწვალებლობა შეიწყნარა მრავალმა მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ასევე მთავარეპისკოპოსებმა, ეპისკოპოსებმა, სასულიერო პირებმა, მონაზვნებმა და ერისკაცებმა. მას, ამ `უთავო~ მწვალებლობას, ასწავლიან, იყენებენ და პრაქტიკულადაც ნერგავენ ისინი, ვინც მწვალებლებთან ერთობას ამყარებს ერთობლივი ლოცვებით, ერთმანეთთან ვიზიტებით, სამღვდელმსახურო თანამშრომლობით, რითაც საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ აყენებენ. ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს საეკლესიო კრებათა კანონიკური განჩინებებიდან და წმინდანთა მაგალითებიდან, და იგი სრულიად ნათელია. ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა იტვირთოს თავისი პასუხისმგებლობა. a)   თუმცა, ცხადია, არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობაც. უმთავრესად ეს ეხება ეკუმენისტურად მოაზროვნე ჩვენს იერარქებსა და ღვთისმეტყველებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ მართლმადიდებლურ სავსებასა და საკუთარი სამწყსოსთან მიმართებაში. b)  ამიტომ შიშითა ღვთისათა და სიყვარულით ვაცხადებთ, რომ მათი ამგვარი პოზიცია და ეკუმენისტური საქმიანობისათვის მზადყოფნა ყოველმხრივ დასაგმობია, რამეთუ: g)  არსებითად ისინი სადავოდ ხდიან წმ. მამათა გარდამოცემასა და სარწმუნოებას; ეჭვს თესავენ მორწმუნეთა გულებში და მრავალს აიძულებენ მერყეობა დაიწყონ, რაც განყოფასა და სქიზმას (განხეთქილებას) იწვევს; მრევლის ნაწილს აცდუნებენ და ამით სულის წარწყმედას უმზადებენ. ამრიგად, ვაცხადებთ, რომ ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო, ისინი, ვინც ამ ეკუმენისტური უპასუხისმგებლობისკენ უბიძგებენ ადამიანებს, იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოთ მათ ეკლესიაში, ჩვენს წმ. მამათა გარდამოცემას უპირისპირდებიან და, შესაბამისად, მათი წინააღმდგომნი არიან. ამიტომ მათი ეს პოზიცია დაგმობილი და უარყოფილი უნდა იქნეს ყველა იერარქისა და მთელი მორწმუნე ერის მიერ.                                                                              `სარწმუნოების აღმსარებლობას~ ხელი მოაწერეს მისმა ერთგულმა მომხრეებმა. `სარწმუნოების აღმსარებლობას~ ბევრმა უკვე მოაწერა ხელი და ძალიან ბევრიც შემდგომში მოაწერს.                 

Last update: 15 OCTOBER 2009

Metropolitan Panteleimon of Antinoes
Metropolitan Seraphim of Kythira and Antikythira
Metropolitan Kosmas of Etolia and Akarnania
Metropolitan Seraphim of Piraeus
Metropolitan Artemios of Raskas and Prizrenis, Kossovo and Metohia.
Bishop George (Schaefer) of Mayfield, Abbot of Holy Cross Monastery, Wayne, West Virginia


Archim. Christodoulos, Abbot of the Holy Monastery of Koutloumousiou, Holy Mountain
Archim. Joseph, Abbot of the Holy Monastery of Xeropotamou, Holy Mountain
Archim. Philotheos, Abbot of the Holy Monastery of Karakalou, Holy Mountain
Archim. Agathon, Abbot of the Holy Monastery of Constamonitou, Holy Mountain.
Archim. Nikodemos, Abbot of the Holy Monastery of Filotheou, Holy Mountain

Protopr. George Metallinos, Peer Professor, School of Theology, University of Athens
Protopr. Theodoros Zisis, Peer Professor, School of Theology, University of Thessaloniki
Archim. Markos Manolis, Spiritual Head of "Pan-Hellenic Orthodox Union"
Archim. Athanasios, Abbot of the Holy Monastery of Stavrovouniou, Cyprus.
Archim. Timotheos Sakkas, Abbot of the Holy Monastery Paraklhtou, Oropos
Archim. Kyrill Kehagioglou, Abbot of the Holy Monastery of Pantokratoros Melissohoriou Langada
Archim. Sarantis Sarantos, Priest of the Dormition of the Theotokos,Amarousio, Attica.
Archim. Maximos Karavas, Abbot of the Holy Monastery of Saint Paraskevi, Milohoriou, Ptolemaidas
Archim. Gregory Hadjinikolaou, Abbot of the Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas Volou.
Archim. Athanasios Anastasiou, Abbot of the Hily Monastery of Great Meteorou.
Archim.Theoklitos Bolkas, Abbot of Holy Isihastirio of Saint Arsenio the Kapadocian, Halkidiki
Archim. Chrysostomos, Abbot of the Holy Community of Saint Nikodemos, Pentalofos, Goumenitcha.
Archim. Theodore Diamantis, Abbot of the Holy Monastery of the Theotokos, Molyskepastou, Konitsa.
Archim. Palamas Kyrillidis, Abbot of the Holy Monastery of the Nativity of the Theotokos, Kallipetra, Veria.
Archim. Eudokimos, Spiritual Father of the Holy Lavra of Savva the Sanctified, Jerusalem.
Archim. Chrysostomos, Abbot of the Holy Monastery of Saint Gerasimos the Jordanian, Jerusalem.
Archim. Laurentios Gratsias, Holy Metropolis of Florina, Prespon and Eordeas.
Archim. Meletios Vadrahanis, Holy Metropolis of Florina, Prespon and Eordeas.
Archim. Paul Demetracopoulos, Holy Monastery of the Transfiguration of the Lord, Moutsialis, Veria.
Archim. Ignatios Kalaitzopoulos, Holy Monastery of Saint Paraskevi, Melohoriou, Ptolemaidas.
Archim. Symeon Georgiadis, Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas, Volos
Archim. Augustine Siarras, Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas, Volos
Archim. Ambrosios Gionis, Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas, Volos
Archim. Benedict, Abbot of the Holy Monastery of the Holy Archangels, Prizreni, with following.
Archim. Gerasimos, Abbot of the Holy Monastery of Saint George, Jourgevi Stoupovi, with following.
Archim. Nicholaos, Abbot of the Holy Monastery of the Holy Archangels, Mavropotami, with following.
Archim. Romylos, Abbot of the Holy Monastery of the Entry of the Theotokos, Doumboki Potok, with following.
Archim. Symeon, Abbot of the Holy Monastery of Saint Stephen, Baniska, with following.
Archim. Stephanos, Abbot of the Holy Monastery of the Saints Anargyron Zotsitse, with following.
Archim. Ioannikios Kotsonis, Abbot of the Holy Monastery of the Transfiguration of the Lord, Sohos, Thessaloniki
Archim. Paul Danas, Hieropreacher of the Holy Monastery of Etolias and Akarnanias.
Archim. Constantine Paleologopoulos, retired priest of the Holy Monastery of Kalavriton and Egalias Egio.
Archim. Paisios Papadopoulos, Abbot of the Holy Monastery of Saint Gregory Palamas, Filota, Metropolis of Florina.
Archim. Epiphanios Hadjigiagou, Head Metropolitan of the Church of Florina, Florina.
Archim. Athanasios Siamakis, Hieropreacher of the Holy Monastery of Florina
Archim. Anargyros Afthonidis, Military Priest, Florina
Archim. Augustine Andritsopoulos, Abbot of the Holy Monastery of Myrtias of the Holy Monastery of Etolia and Akarnania.
Archim. Theodosis Kyprianou, Holy Monastery of Saint Filotheou, Skete Saint George, Karyes, Holy Mountain.
Archim. Ignatios Kalaitzopoulos, Holy Monastery of Saint Paraskevi, Milohoriou, Ptolemaidas.
Archim. Ierotheos Skiadas, Abbot of the Holy Monastery of the Dormition of the Theotokos, Vlohou, Agriniou.
Archim. Ioasaph Makris, Holy Monastery of Meteora.
Archim.Kosmas Paleogiannis, Cell of Saint John the Theologian of the Holy Monastery of Dohiariou, Holy Mountain.
Archim. Sevastianos Amantidis, Abbot of the Holy Monastery of Saint Paraskevis Vasiliados, Kastoria.
Archim.Christos Kyriazopoulos, past Educational Adviser, Thessaloniki
Archim. Nektarios Ziombolas, Military Priest
Archim. Joseph Aivazoglou, Holy Church of the Theotokos Ahiropiitou (not made by hand) Thessaloniki.
Elder Gregory, HieromonkHoly IsyhastirionDanieleon, Katounakia, Holy Mountain.
Elder Efstratios, Hiermonk, Holy Monastery of Great Lavvra, Holy Mountain.
Elder Fillipos, Hieromonk, Kalyvi of Great Athanasiou, Mikra Agia Anna, Holy Mountain.
Hieromonk Athanasios, Holy Isyhastirion Danieleon, Katounakia, Holy Mountain.
Hieromonk Nikodemos, Holy Isyhastirion Danieleon, Katounakia, Holy Mountain.
Hieromonk Nephon, Holy Isyhastirion Danieleon, Katounakia, Holy Mountain.
Hieromonk Chrysostom Kartsonas, Kalyvi of Saint George, Holy Skete of Saint Anna, Holy Mountain.
Hieromonk Onoufrios, Kalyvi of the Holy Forerunner, Holy Skete of Saint Anna, Holy Mountain.
Hieromonk Chrysanthos, Kalyvi of the Holy Forerunner, Holy Skete of Saint Anna , Holy Mountain.
Hieromonk Azarias, Kalyvi of the Holy Forerunner, Holy Skete of Saint Anna, Holy Mountain.
Hieromonk Gabriel, Holy Cell of the Theotokos Gorgoepikoou, Holy Monastery of Pantokratoros, Holy Mountain.
Hieromonk Panteleimon, Holy Cell of Saint Panteleimon, Holy Monastery of Saint Pantokratoros, Holy Mountain.
Hieromonk Basil, Abbot of the Holy Monastery of Saints Anargyron, Vratsevo, with following.
Hieromonk Efthimios, Abbot of the Holy Monastery of the Holy Forerunner, Sotsanitsa, with following.
Hieromonk Theoktistos, Abbot of the Holy Monastery of the Holy Trinity, Sopotsani, with following.
Hieromonk Tychon, Holy Isyhastirion of Pantokratoros, Melissohorion
Hieromonk Chariton, Hily Cell of Ascension, Karyes, Holy Mountain.
Hieromonk Nestor.
Hieromonk Augustine, Holy Monastery of All Saints and Saint Savva the Sanctified, Jerusalem.
Hieromonk Modestos Diasakis, Holy Monastery of Saint Paraskevi, Kastoria.
Hieromonk Raphael Kyriakou, Holy Monastery of Saint Raphael-Marina, Larnaka, Cyprus.
Hieromonk Photios Georgiou, Holy Monastery of Kastorias.

Protopr. Lambros Photopoulos, Officiating priest, Holy Church of Saint Kosma Etolos, Amarousio, Attica.
Protopr. John Photopoulos, Officiating priest, Holy Church of Saint Paraskevi, Attica.
Protopr. Athanasios Minas, Loutraki Korinthias.
Protopr. Eleftherios Palamas, Saints Christophori (God-bearers) Ptolemaid.
Protopr. Constantine Mygdalis, In Charge of the Holy Church of Saint Constantine, Volos.
Protopr. Photios Vezynias, Teacher, Holy Metropolis of Langada.
Protopr. Anthony Bousdekis, Abbot of the Holy Monastery of Saint Nicholas of Nicea.
Protopr. Demetrios Vasiliadis, Holy Metropolis of Maronia and Komotini
Protopr. Vasilios E. Voloudakis, Officiating priest, Holy Church of Saint Nicholas Pefkakion, Athens.
Pro

ნანახია: 1224 | დაამატა: paterzaqaria | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz