მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

არქ.რაფაელი. ეკლესიის გარეშე არ არსებობს ცხონება
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (410.1 Kb) ] 23.02.2010, 09:46
            გასული საუკუნის მეორე ნახევარში ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში უცნაური შემთხვევა მოხდა: პარლამენტის მრავალსართულიანმა შენობამ, ტექნიკის ყველა წესისა და კანონის დაცვით აგებულმა, უეცრად, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, ჩაწოლა დაიწყო.                                      თავიდან მეცნიერები ვერაფერს მიხვდნენ: ვერც გრუნტის წყლები აღ- მოაჩინეს, ვერც სეისმური რყევები, მაგრამ შენობა ნელნელა მაინც ინგრეოდა. ბოლოს გაირკვა, რომ მისი ფუნდამენტის ქვეშ ტერმიტების უზარმაზარი არმია დაბანაკებულიყო და მრავალი წლის მანძილზე ძირს უთხრიდა ნაგებობას                                                                                   .რაღაც ამდაგვარი ხდება ჩვენს ეკლესიურ სამყაროშიც. გამოჩნდნენ უხილავი ძალები, რომლებმაც მიზნად დაისახეს (შესაძლოა gaucnobierebladac კი) ნელ-ნელა ჯიუტად დაამახინჯონ და დისკრედიტაცია უყონ ეკლესიის სწავლებას _ ისინი შეუმჩნევლად ცვლიან და სხვა ფორმებს უნაცვლებენ მართლმადიდებლურ მენტალიტეტს. დამანგრეველი ძალები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ისინი პირდაპირ მართლმადიდებლობის დოგმატებსა და კანონებს კი არ ებრძვიან, არამედ ცდილობენ საკუთარი ინტერპრეტაცია მოახვიონ თავს, სხვა მნიშვნელობა მისცენ, შექმნან ადოგმატური რელიგია _ ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესია _ კანონების გარეშე; და თანდათანობით დაარწმუნონ ადამიანები, რომ მთელი მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველება მხოლოდ გვიანდელი ზედ- ნაშენებია სახარების სწავლებაზე, რომ მთავარი და ძირითა- დია სიკეთე და მოწყალება, სხვა ყველაფერი კი უმნიშვნელოა.                    ჩნდება რეალური შიში იმისა, რომ მთელ მსოფლიოში სურთ შექმნან ახალი, ლიბერალური ქრისტიანობა, რომელშიც თვით ქრისტე წარმოდგენილია არა როგორც სოფლის მაცხოვარი, არამედ ზნეობის მასწავლებელი, რომელმაც გოლგოთის მსხვერპლის გზით კაცთა ცოდვები კი არ გამოისყიდა, არამედ მხოლოდ თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენა.                      მათ სურთ თავ- ის ისტორიულ ფესვებს მოსწყვიტონ ქრისტიანობა, მოსპონ მისი მისტიკური სიღრმე და მთავარი მიზნის _ ღმერთთან თანაზიარების ნაცვლად სხვა მიზანი დაუსახონ: კაცთა მსახ- ურება, სინამდვილეში კი კაცთა ვნებების მსახურება.                                                        სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები, რომ არ არის საჭირო სახ- არების სიტყვასიტყვით გაგება, რომ ასკეტიზმი _ ესაა კაცის ბუნებაზე ძალადობა, საუკუნო სატანჯველისა და დემონების არსებობის რწმენა ავადმყოფური ფანტაზიის შედეგია; თვით სინანულსაც კი რაღაც გაუკუღმართებად, უაზრო თვითგვე- მად მიიჩნევენ, ხანგრძლივ ლოცვებს _ დროის დაკარგვად, რომლის გამოყენებაც მოყვასის სამსახურში შეიძლებოდა და ა. შ.                                                                                                   განსაკუთრებით მკვეთრად ეს ტენდენციები პროტესტან- ტიზმში გამოვლინდა. მისმა მწარე გაკვეთილმა მაინც უნდა გამოგვაფხიზლოს და გონს მოგვიყვანოს! მართლმადიდებლობა სულიერი ჭეშმარიტებაა. ლიბერა- ლებს არავითარი ჭეშმარიტება არ სჭირდებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანს უნდა შეუქმნან პირობები, რომლებშიც ყველაზე სრულად განხორციელდება მისი სურვილები, მათ შორის ვნებებიც. სახარება ის ნათელია, რომლის ატანაც უჭირთ გარყვნილებაში ჩაფლულ ადამიანებს, ამიტომ ისინი ცდილობენ ან ძალადობის გზით ჩააქრონ ეს ნათელი, ანდა ქრისტიანობის მნიშვნელობა გააუკუღმართონ.                                                      სანამ ქრისტეს სწავლება არსებობს, იგი ამა სოფლის მსაჯული და მამხი- ლებელი იქნება. და თუ ასეა, მაშ, რომელ ცოდვილს სურს სარკეში თავისი მახინჯი სახის დანახვა, ან იმის გაგება, რომ ამქვეყნიური ფილოსოფია საღორის ფილოსოფიაა, სადაც მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ღორს ჰქონდეს სალაფავიან ვარცლთან მიახლოების საშუალება?! იოანე ღმრთისმეტყველის ეპისტოლეში ნათქვამია, რომ `ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას~ (1 ინ. 5, 19).                                 ჭეშ- მარიტი ეკლესია და ჭეშმარიტი სარწმუნოება მუდამ დევ- ნილნი იქნებიან. წარმართებიც ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის პოზიციებიდან აწყობდნენ ქრისტიანების სისხლიან დევნას. ისინი ამბობდნენ, ქრისტიანები კაცთმოძულეები არიან _ საკუთარ თავსაც და სხვებსაც ცხოვრების სიხარულს უსპობენო.                                                                                    ქრისტიანების ერთგულებას დოგმატებისადმი წარმართები ფანატიზმად თვლიდნენ. ზოგიერთ წარმართ კეისარს სურდა ქრისტეს გამოსახულება პანთეონში (ყველა ღმერთის ტაძარში) შეეტანა და დაეწესებინა მისი თაყვანის- ცემა, როგორც ერთ-ერთი ღმერთისა _ ეს ქრისტიანობის წარმართობასთან შეერთების მცდელობა იყო. ყველაზე სას-ტიკი დევნის პერიოდში ქრისტიანების წინააღმდეგ, დიოკ- ლეტიანეს დროს, ბითვინიის მმართველმა, ფელიქსმა დაწერა წიგნი, სადაც ქრისტიანებს არწმუნებდა, რომ მათსა და წარმართებს შორის არც ისე დიდი განსხვავებაა და კომპრომისულ გადაწყვეტილებას სთავაზობდა: დაე ქრისტიანებმა თაყვანი სცენ ქრისტეს, ოღონდ მასთან ერთად _ სხვა ღმერ- თებსაც.                                                                                                    როდესაც ფელიქსი დარწმუნდა, რომ ამ წამოწყები- დან არაფერი გამოვიდოდა, მაშინ იგი ქრისტიანთა ერთ-ერთ ყველაზე მძვინვარე მდევნელად იქცა, იქამდე, რომ თვითონ იგონებდა წამების ახალ-ახალ, დახვეწილ სახეებს და დიოკლეტიანეს კიდევ უფრო მეტი სისასტიკისკენ აქეზებდა. მოწამეთა სისხლზე დაფუძნებულმა ეკლესიამ არამცთუ გა- უძლო დევნას, გამარჯვებულიც გამოვიდა. ამის შემდეგ ეკლე- სიის მთავარი მტრები გნოსტიკური მწვალებლობები გახდნენ.                                                ზოგი მათგანი უკიდურეს ასკეტიზმს მოითხოვდა, რომელიც კაცის სხეულს ბოროტ საწყისსა და დემონის ქმნილებასთან აიგივებდა, ზოგი კი მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა: ამ- ბობდა, რომ კაცის სული ღმრთაებრივია, ამიტომ ხორციელი ცოდვა ადამიანისთვის არსებითი არ არის. ეს იყო მოწოდება ყველაფრის ნებადართულობისკენ. ყოველგვარი სექტა მოციქულთა თავდაპირველი გარდამოცემის დამახინჯებაა, ესაა ახალი ქრისტიანობის აგების სურვილი საკუთარი წარმოდგენების საფუძველზე, სულიერის მშვინვიერში გადასვლა. რაციონალისტური სექტები თავი- ანთ შეზღუდულ გონებას წმ. გარდამოცემაზე მაღლა აყენებენ;                                ფსევდომისტიკური სექტები სული წმიდის მადლს მშვინვიერი, ემოციური მდგომარეობით, ფსიქიკური აღგზნებითა და ექსტაზით ანაცვლებენ. შემდეგ ჩნდება ახალი მტერი _ თეოსოფია, რომელიც ამბობს, რომ ყველა რელიგია ერთი ცენტრისაკენ მიმართული რადიუსებია. თეოსოფიისთვის არ არსებობს ერთი ჭეშმარიტე ბა და წარმართულ მრავალღმერთიანობას იმეორებს. ქრისტე ზარატუსტრასა და ბუდასთან ერთად ერთ რაკურსში განიხ- ილება; ქრისტიანობა ცხადდება რეგიონალურ რელიგიად და არა ჭეშმარიტებად ყველა ხალხისათვის.                                             თანამედროვე ეკუმენიზმი თეოსოფიის კერძო სახეა, სადაც ტოლობის პრინციპი ჯერჯერობით მხოლოდ კონფესიებზე ვრცელდება და არა ყველა რელიგიაზე. შეიძლება გვითხრან: `გნოსტიკოსებისა და თეოსოფოსების აზრები არ არის დამახასიათებელი ჩვენი ეკლესიისათვის; ჩვენ გვწამს ქრისტე, როგორც ძე ღმრთისა და სოფლის მაცხოვარი~. მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე გვინდა მივუთითოთ: ეკლესიის საძირკველქვეშ ტერმიტები აფუთფუთდნენ. ეკლესიური აზროვნების კორო- ზია უკვე დაიწყო და ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე შეიძლობა პერსპექტივად იქცეს _ ჯერჯერობით შორეულ, მაგრამ მაინც პერსპექტივად, რომელიც უკიდურეს პროტესტანტულ სექტებში უკვე რეალიზებულია.                                            როდესაც ტერმიტები შენობას ანგრევენ, თავი იმით არ უნდა დავიმშვიდოთ, რომ სრული დაქცევა ჯერ შორს არის, რომ ეს მწერები ძალიან პატარები არიან, ეკლესიის კედლები კი _ ძლიერი და ურყევი. დიახ, თვითონ ეკლესიას ტერმიტები ვერ მოერევიან, რადგანაც იგი ქრისტეს აღთქმებზეა დამყარე- ბული.                                                                      მაგრამ რამდენი საცთური მოვა მათი მეშვეობით ეკლე- სიაში? რატომ სურთ ლიბერალებს ასე დაჟინებით საეკლესიო ტრადიციის შეცვლა, გარდამოცემისგან გადახვევა, იმის შეერთება, რისი შეერთებაც შეუძლებელია: ქრისტეს სულისა და ამა სოფლის სულისა? თუ კედლიდან ერთი ქვა გადმო- ვარდა, უმჯობესია მეორეც გამოიღო. ამიტომ მართლმადიდებლობა არ შეიძლება შეიცვალოს ისეთ დეტალებშიც კი, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელოდ რომ გამოიყურება. მოდერნიზმი და ლიბერალიზმი ქრისტიანობის მტრები არ- იან, მათთან მორიგება შეუძლებელია. ყოველ დათმობას ისინი აღიქვამენ, როგორც გამარჯვებას და კიდევ უფრო გააძლიერებენ ეკლესიაზე ზეწოლას.                            ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ლიბერალური იდეების ქადაგება ანაფორებით შემოსილმა ადამიანებმაც დაიწყეს. უკვე თვით მართლმადიდებელ სამღვდელოთა შორის იწყება პოლემიკა იმის შესახებ, რომელი უმჯობესია _ მართლმადიდებლობა თუ კათოლიციზმი, ცხონდებიან თუ არა მაჰმადიანები, შეიძლება თუ არა ზეცათა სასუფევლის დამკვიდრება ნათლობის გარეშე და ა. შ. ეს იგივე თეოსოფიაა, ოღონდ უფრო შენიღბული ფორმით. ვინც `ა~უკვე თქვა, იმან ადრე თუ გვიან `ბ~-c უნდა მოაყოლოს; ვინც დღეს გაცხარებით ამტკიცებს, რომ ცხონება ნათლისღების გარეშეც შეიძლება, იმან ადრე თუ გვიან ისიც უნდა თქვას, რომ შესაძლებელია ცხონება ქრისტეს გარეშე, საკუთარი სათნოებების მეშვეობით. ასე ფარისევლებსაც მიაჩნდათ, თითქოს მათ უკვე გაიმზადეს ცხ- ონება თავიანთი კეთილი საქმეებისა და აბრაამისაგან წარმო- მავლობის გამო, ბოლოს კი იმით დაასრულეს, რომ არა მარტო უარყვეს, არამედ ჯვარს აცვეს კიდეც ქრისტე.
კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 1226 | რამოტვირთვები: 119 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz