მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

დიდმარხვა
29.03.2011, 08:11

                                    დიდმარხვა

    აი, უკვე სამი შვიდეულია, რაც ეკლესიის თაღქვეშ გაისმის ცოდვით დაღალული ადმიანური გულის შეძახილი: „სინანულისა ბჭენი განმიხვენ, ცხოვრებისმომცემელო!.." ხვალინდელი დღიდან ფართოდ იღება სინანულის წმინდა კარი... განსაკუთრებულად ღრმა და სერიოზული სიჩუმე შეიგრძნობა ჩვენსჩვეულებისაებრ ამაოცხოვრებაში... თავისი სულიერი შინაარსით დიდმარხვა საყოველთაო აღდგომამდე ადამიანის სიკვდილისშემდგომი მდგომარეობის წინასახეს წარმოადგენს... იგი ჩვენ გვასწავლის, თუ როგორ შეჰფერის მზადება სიკვდილისთვის... სიკვდილის სარეცელზე ადამიანს გადაულახავი სურვილი უჩნდება ყველასთან შერიგებისა; არ რჩება არც სიცრუე, არც თვალთმაქცობა. იგივე გულწრფელობა უნდა გვქონდეს ახლაც ვედრებისას... მომაკვდავზე არანაირი ზემოქმედება არა აქვს გარეგან შთაბეჭდილებებსიგივე გულგრილობა გვმართებს ჩვენც ყოველივე ამსოფლიურისადმი... დიდმარხვაში სული თითქოს სხეულისაგან დამოუკიდებლობასა და განშორებულობას ეჩვევა და თვითშეგნების უფრო მაღალ საფეხურზე ადის... სული სიკვდილის შემდგომ საზვერეებს გადის, სადაც გამოიცდება ყველა საქმეში, სიტყვასა და აზრში, რომელნიც მის ზნეობრივ შინაარს შეადგენენ, მის დანაშაულსა და ღირსებას. წმინდა დიდმარხვა ჟამია ჩვენი სინდისის გამოცდისა, რომელიც მაცხოვნებელ ღვთის შიშსა და სულის მონანულ შემუსვრილებას ბადებს... გადის რა საზვერეებში სამსჯავროს სული ღვთის წინაშე მოიყვანება თაყვანისცემისათვის და სჭვრეტს მის დიდებას... იგივე ხდება მარხვასთან დაკავშირებით... სრული ნეტარება ჩვენ მხოლოდ აღდგომის შემდგომ მოგვენიჭება, რომლის წინასახეცაა ჩვენი პასექი... ვდღესასწაულობთ რა ქრისტეს აღდგომას, ჩვენ იმავ დროს ჩვენს აღდგომასაც ვდღესასწაულობთ... არ შეეფერება განა ჩვენი სააღდგომო ურთიერთამბორება ჩვენს მომავალ შეხვედრას საყოველთაო აღდგომის ჟამს?.. მაგრამ ნათელ სიხარულს მანამ ვერ მისწვდები, სანამ მძიმე, მაგრამ მაცხოვნებელ მარხვას არ გაივლი.

 

კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 857 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz