მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი)
22.03.2010, 16:41

მეუღლეთა თავშეკავების შესახებ მარხვის პერიოდში                                                                                                                                სულიერ საკითხზე მსჯელობისას სრული სიცხადე უნდა იყოს განსაზღვრებებში.  დაუშვებელია ერთის შენაცვლება მეორეთი  და ორი სხვადასხვა საგნის  აღრევა: მარხვისა, როგორც თავშეკავებისა (არამხოლოდ სტომაქისათვის არამედ სრული ადამიანის მთელი არსებისათვის) და სამწყემსო იკონომიისა _ შემწყნარებლობისა და პრაქტიკული სარგებლობის მოსაზრებებისა ეკლესიის ცალკეული წევრების სულიერი ცხოვრების საკითხთა გადაწყვეტისას.                                                               ის        რომ მარხვის პერიოდი _ მეუღლეობრივი თავშეკავების დროა, ცხადად არის ნათქვამი პავლე მოციქულთან:  "ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად, და კვალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქვენ ეშმაკმან უთმინოებითა თქვენითა (I კორ. 7, 5).                     ამ ადგილის გასაგებად  მივმართოთ  წმიდამამათამიერ კომენტარებს. მოვიყვან მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის განმარტებას. მისმიერი განმარტების მეთოდი გამოირჩევა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თავისებურებით: იგი ემყარება წმიდა მამების მთელს წინამავალ ეგზეგეტიკურ გამოცდილებას. მისი ეგზეტიკა შემაჯამებელია. გარდა ამისა, იგი დროის მხრივ  უფრო ახლოსაა ჩვენთან.                                                 სულიერი საკითხები, რომლებსაც იგი  ნათელ-ჰყოფს,ბევრით არ განსხვავდება ჩვენისაგან. მოხმობილი მუხლის განმარტებისას მღვდელმთავარი წერს: "(მოციქული) მცნებად დაგვიდებს თავშეკავებას მარხვის დროს უფრო გულმოდგინე ლოცვისათვის.  ეს შეეხება ყველა საეკლესიო მარხვას, განსაკუთრებით კი საგანგებო მზადებას ზიარებისათვის.                                                                                    ჩანს, რომ მოციქულის სურვილია კანონად (სჯულივით) ჰქონოდათ მეუღლეებს თავშეკავება, ხოლო შეერთებულიყვნენ  მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო, რომელიც ნდომით კი არაა გამოწვეული, არამედ _ ბუნებით, და თვით  ბუნებითაც კი არა, არამედ _ კეთილგონიერებით" (თეოფანე დაყუდებული მღვდელმთავარი. პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება. მოსკოვი, 2006, გვ. 322). მოციქული პავლე ამბობს: "ხოლო ამას ვიტყვი შენდობით (ანუ  რჩევის სახით), არა თუ ბრძანებით" (I კორ. 7,6). წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელსაც  თეოფანე იმოწმებდა ერთ-ერთი განმარტებისას, მხოლოდ  იმეორებდა ამ აზრს: "მხოლოდ ერთს გთხოვ: მიიღე ძღვენი  როგორც დამცველი ზღუდე, ხოლო ძღვენს შენგან სიწმინდე მიართვი დროებით, სანამ ლოცვისთვის დადგენილი დღეები გრძელდება, სადაგ დღეებზე უფრო პატიოსანნი, და ესეც (მეუღლესთან) ურთიერთშეთანხმებისა და თანხმობით (იხ. I კორ. 7,5), რამეთუ  კანონს კი არ განგიწესებთ, არანედ რჩევას გაძლევთ და გვსურს  ავიღოთ შენგან რაღაც შენთვისვე სასარგეგლო _ თქვენი საერთო უხიფათობისათვის" (გრიგოლ ღვთისმეტყველი  მღვდელმთავარი. ქმნილებანი. მოსკოვი, 2007. ტ.I, გვ. 469).                                                                                                          საზრდოსაგან განსხვავებით, მეუღლეობრივი  თავშეკავება ძალზე ფაქიზ და მყიფე სფეროს განეკუთვნება ცოლ-ქმრის ურთიერთობაში რომელნიც ხშირად (როგორც გამოცდილება  გვარწმუნებს), თავიანთი სულიერი განვითარებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომაც არ არსებობს თავშეკავების შესახებ პირდაპირი კანონიკური განწესება (და აქედან გამომდინარე, არც ეპიტიმია), მაგრამ მაინც თავშეკავება სულიერ-ზნეობრივი ნორმა რომლის შეუსრულებლობაც, შესაბამისი მიზეზის გარეშე, არის ცოდვა,  აღსარებაში რომ უნდა ვაღიაროთ.                                  ჩვენ განუხრელად უნდა ვადგეთ ეკლესიის სწავლებას მარხვის, როგორც აუცულებელი სასწავლებლის  შესახებ, ურომლისოდაც ჩვენ,  საეჭვოა, რომ სულიერი ნაყოფი გამოვიღოთ. "თავშეკავება საჭმელებისაგან  განშორებაში კი არ მდგომარეობს, რაც თავისთავად არაფერს ნიშნავს  და რისი შედეგიც არის ხოლმე მოციქულის მიერ დაგმობილი "ურიდება (დაუნდობლობა) ხორცთა" (იხ.კოლ. 2, 23), არამედ სრულ განდგომაში                 საკუთარი სურვილებისაგან" (მღვდელმთავარი ბასილი დიდი). ქრისტიანის მთელი ცხოვრება მაღალი იდეალისადმი მუდმივი სწრაფვა უნდა იყოს, რომლის მიღწევაც შეუძლებელია გარკვეული ღვაწლის გარეშე. თუკი ჩვენ საეკლესიო კანონებში რაღაც შესაძლებლობების მოძიებას შევუდგებით, რათა  მაცხოვნებელი ღვაწლის გარეშე ვიცხოვროთ, მაშინ თანდათან პროტესტანტებს მივემსგავსებით, რომლებმაც უკვე დიდი ხანია გააუქმეს მარხვები და ყველაფერს აკეთებენ დაცემული ადამიანური ბუნების საამებლად.                                                                                    ყოველივე თქმული  არათუ არ აუქმებს, არამედ, პირიქით, მოითხოვს მწყემსის გულისხმიერებასა და შემწყნარებლობას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქმე მეუღლეთა მარხვას ეხება, თუკი  ერთ-ერთი მათგანი სულიერად ჯერ კიდევ უძლურია. ერთ-ერთ კომენტარსი გახმიანებულ მტკიცებაზე, რომ, თითქოსდა, მე კურთხევას ვაძლევ ოჯახების დაშლაზე, ჩემთვის ძნელი არ არის ფაქტებით ვუპასუხო. ჩვენ გვაქვს პირადი წერილების არქივი.                                                         სამი წლისა და სამი  თვის განმავლობაში ჩვენ გამოგვიგზავნეს 11873 წერილი. გვიხდებოდა პასუხის გაცემა  შეკითხვებზე მეუღლეობრივი თავშეკავების შესახებაც. მოვიყვან  იმ პასუხებს, რომლებიც გაცემულია ჩემს მიერ: "ძვირფასო  დიონისე! ძალზე გითანაგრძობთ. თუ თქვენს მეუღლეს ჯერ კიდევ არ ესმის ქრისტიანული ცხოვრების აზრი, მათ შორის თაავშეკავებისა და მარხვის მნიშვნელობა, მაშინ თავს კი ნუ შეიკავებთ, არამედ დაუთმეთ მას. მშვიდობა ოჯახში აუცილებელია. ეს ცოდვა  არ იქნება. უმთავრესია თქვენი ქრიტიანობის ნაყოფები გამოავლინოთ: სიმშვიდე, სიხარული, სუგრძელება, მოთმინება, სიყვარული და სხვა. ყურადღებიანი იყავით ცოლის მიმართ".                                                                                             "ძვირფასო ანასტასია! ქმართან ურთიერთობები მარხვის დროს ბრძნულად და გულისხმიერებით უნდა წარმართოთ. თუკი ის ჯერ არ არის მზად მარხვისათვის, მაშინ შეიძლება დაუთმოთ, მაგრამ თანდათან წმიდა წესდებულებათა აღსრულებისაკენ წაიყვანეთ მისი ცხოვრება". "ძვირფასო ოლეგ ვაცნობიერებ თქვენი მდგომარეობის სიძნელეს. რაკი სიმშვიდე ოჯახში პირველ ადგილზეა, ამიტომ იმისთვის, რომ ურთიერთობები არ დაძაბოთ, დაუთმეთ მეუღლეს. ამავე დროს არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის ყვედრება და სინანული".      

                                                                    "ძვირფასო  ელენა გილოცავთ მაცხოვნებელი დიდმარხვის დაწყებას. მარხვა საზრდოს მიღებაში დაიცავით, მაგრამ ოჯახში მშვიდობის შესანარჩუნებლად (რაკი თქვენს ქმარს ჯერ არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება)   მეუღლეს უნდა დაუთმოთ. ასე თქვენ უფრო მალე მოიყვანთ მას ეკლესიაში. იგი დაინახავს თქვენს სიბრძნეს და სიყვარულს მისადმი. სხეულებრივი  მარხვის ნაკლულება სულიერი მარხვით შეავსეთ: ენის შეკრძალვით, გაუღიზიანებლობით, განუკითხველობით და  ა. შ."   აღარ გადაგღლით ამონაწერების მოხმობით. მოყვანილი ადგილებიდან ჩანს რომ აქ არანაირი "რიგორიზმი"* არ არის. მაგრამ ხაზს  ვუსვამ, რომ ეს სხვა თემაა.                სამწუხაროდ ზოგიერთმა მღვდელმსახურმა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავშეკავების პრობლემის განხილვაში, ერთი საკითხი სხვა საკითხით შეანაცვლეს. სულიერ ცხოვრებაში ამას ყოველთვის სერიოზულ შეცდომებამდე  მივყავართ.                                                                                                 * რიგორიზმი _ რაიმე პრინციპების, წესების წვრილმანურად მკაცრი, განუხრელი დაცვა, უპირატესად ზნეობრივ საკითხებში (ფრანგ. rigorisme <  ლათ. რიგორ_ სიმკაცრე).               _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _    .   _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      ვვ

კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 1457 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz