მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

რქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
23.03.2010, 20:51


  • არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)                            სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)                                                                                                                                                      ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ მოვლენად მე ვთვლი შეხვედრას სქემარქიმანდრიტ საბასთან (ოსტაპენკო). პირველად მე მას შევხვდი 1955 წელს წმიდა სამების სერგისეული ლავრის სამონასტრო კორპუსში, როცა ის მონასტრის წინამძღვრის მოსაყდრესთან, არქიმანდრიტ პიმენთან (სრულიად რუსეთის მომავალ პატრიარქთან) მიღებას ელოდებოდა. მამა საბა სავანეს უნდა განშორებოდა: მღვდელმონაზვნად ხელდასხმისთანავე იგი საერო ხელისუფალთაგან, ნაწილობრივ კი თავის თანამოძმეთაგან დევნილთა შორის აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ მამა საბას გამუდმებით ეხვია თავს მორწმუნე ერი; მონასტრის კარიბჭესთან ხშირად ნახავდით ბევრ მომლოცველს, რომელნიც საათობით ელოდებოდნენ, თუ როდის გამოვიდოდა იგი სენაკიდან, რათა კურთხევა აეღოთ მისგან, ანდა თავიანთთვის რაღაც მნივნელოვანი საგნის შესახებ შეჰკითხოდნენ. რა ძალა იზიდავდა მისკენ ადამიანებს? _ მე ვჰგონებ, განუწყვეტელი ლოცვის ძალა, რომელიც ადამიანს სულიერი ანდამატის მსგავსს ხდის. ხმები დიდი მლოცველის შესახებ მთელს რუსეთში იყო გავრცელებული და ყოველდღიურად სულ უფრო მეტ სულიერ შვილს შემოჰკრებდა მის გარშემო. ეს იყო ერთადერთი და ყველაზე მძიმე ბრალდება მის წინააღმდეგ საიდუმლო სამსჯავროსათვის. ასეთი სამსჯავროები რაღაცით მოგვაგონებდნენ ოცდაათიანი წლების "სამეულებს" და აღესრულებოდნენ დახურულ კარს მიღმა, უფლებამოსილ პირთა კაბინეტებში. მამა საბას დევნა რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა, თანაც სულ უფრო მზარდი ძალით. სიცრუე, მუქარა, შევიწროება, შეურაცხყოფა, ცილისწამება გამუდმებით ატყდებოდა მას თავს უროს დაცემასავით, ის კი შეუძრველი იყო როგორც გრდემლი. ბოლოს ხელისუფლებმა მოითხოვეს, რომ იგი რომელიმე მონასტერში გადაეყვანათ, შორს დედაქალაქისაგან. მამა საბას უკვე მიეღო ბრძანება ფსკოვ-პეჩორის სავანეში გაგზავნის შესახებ და ახლა წინამძღვრისაგან კურთხევის მიღებას ელოდებოდა გზაზე დასადგომად. წმიდა სამების სერგისეულ ლავრასთან იყო დაკავშირებული მისი სულიერი ცხოვრების დასაწყისი. ლავრის გახსნის შემდეგ იგი, ჯერ კიდევ ერში მყოფი ინჟინერ-მშენებელი, მონასტრის აღდგენაში მონაწილეობდა. შემდეგ აქვე სწავლობდა სემინარიაში, მაგრამ მისი სულიერი სკოლა ტაძარი იყო. ჰყვებიან, რომ საეკლესიო მსახურების დროს იგი ყოველივეს ივიწყებდა და ხშირად აგვიანებდა გაკვეთილებზე. როცა პედაგოგები კითხულობდნენ: "სად არის ოსტაპენკო?" _ მორიგე სტუდენტები პასუხობდნენ: "ღირს მამა სერგისთან (რადონეჟელთან!), პარაკლისზე!" ანდა: "მოსახსენიებლებს კითხულობს პანაშვიდზე". ზოგიერთ სტუდენტს ეს უცნაურად ეჩვენებოდა, და ისინი ჩემ-ჩუმად ხუმრობდნენ მასზე (რაზეც ის მხოლოდ ღიმილით პასუხობდა), მაგრამ როცა გამოცდები ახლოვდებოდა, ხუმარები პირველნი სთხოვდნენ მათთვის ლოცვას. ბევრნი შემდგომში მადლიერებით იხსენიებდნენ მამა საბას სწორედ იმისთვის, რომ იგი თავისი მაგალითით ასწავლიდა მათ, რომ უმთავრესი ქრისტიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მღვდელმსახურის ცხოვრებაში, არის განუწყვეტელი ლოცვა. ახლა მამა საბა უნდა განშორებოდა ლავრის მონაზონებს, თავის სულიერ ძმებსა და თანამოსამსახურეებს, აგრეთვე მრავალრიცხოვან სულიერ შვილებს, რომლებთანაც მას სიყვარულის გაუწყვეტელი ჯაჭვი (საკრველები) აკავშირებდა; მათ ვერ წარმოედგინათ ცხოვრება თავიანთი სულიერი მამის გარეშე. მონაზონი, რომელიც მონასტერს სტოვებს, იმ მეზღვაურს ჰგავს, თავისი მშობლიური ქალაქის ნავმისადგომს რომ შორდება, და მიემგზავრება რა უცნობი ნაპირებისაკენ, ზღვის სივრცეს მიანდობს თავს, ოღონდ მონაზონი ღმერთის განგებულებას მიენდობა, მიუწვდომელსა და ოკეანეზე უფრო ღრმას. რამ გამაოცა მე მამა საბაში იმ დღეს? _ იმან, რომ იგი სრულიად მშვიდი იყო, თითქოსდა ყოველივე, რაც ხდებოდა, მას არ ეხებოდა, ანუ მთელი მისი ცხოვრება კონცენტრირებული იყო იესო ქრისტეს სახელში, ხოლო დანარჩენი ნაკლებად აინტერესებდა. საკუთარი თავი და თავისი საუნჯე _ სულიერი შვილები მან ღმერთის ნებას და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველს მიანდო. მე მეჩვენებოდა, რომ პეჩორის მონასტერში კი არა, ყაზახეთის ტრამალებში ან იმიერპოლარეთის ტუნდრაში რომ გაეგზავნათ, ამასაც ასეთივე სულიერი სიმშვიდითა და მზადყოფნით მიიღებდა, როგორც ღმერთისაგან მოცემულ მორჩილებას. მე მივედი მასთან, კურთხევა ავიღე და ვთხოვე რამდენიმე წუთი დაეთმო ჩემთვის. ვკითხე, რა მიაჩნდა ყველაზე მთავრად: როგორ უნდა ვისწავლოთ იესოს ლოცვა. მამა საბამ ყურადღებით შემომხედა. ვგონებ, მოეწონა ჩემი შეკითხვა. მე გაოცებული ვიყავი იმით, რომ მას ზეპირად ახსოვდა მთელი გვერდები წმიდა მამათა ქმნილებებიდან. წმიდა მამების სიტყვები თითქოსდა გაცოცხლებული და გამთბარი იყო მისი პირადი ლოცვითი ღვაწლით. ადრე მე წამეკითხა "სათნოთმოყვარება" ("ფილოკალია"), მაგრამ მის ბაგეთაგან იგი ისე ჟღერდა, თითქოს პირველად ვისმენდი. ადრე, როცა ამ წიგნს გადავშლიდი ხოლმე, მე, თითქოს მხოლოდ ნოტებს ვხედავდი, ახლა კი მათ საკვირველ ჟღერადობას ვისმენდი. "სათნოთმოყვარების" გვერდები შინაგანი სინათლით აკიაფდნენ ჩემ წინაშე. მე მეჩვენებოდა, რომ ძველი დროის მამები _ ასკეტები მესიტყვებოდნენ მის ბაგეთაგან. რას განვიცდიდი მე ამ წუთებში? რაღაც უჩვეულო, ცხოველმყოფელ სითბოს ჩემს ცივ გულში. მაშინ მე ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს გულის სიცოცხლე და სიკვდილი. მე მთელი ჩემი არსებით მივხვდი, თუ რატომ მიდიოდნენ ადამიანები მონასტრებსა და უდაბნოებში, როგორ სულიერ საუნჯეს, მსგავსს ოქროს შემცველი ძარღვისა, პოულობდნენ ისინი იქ. და კიდევ, მე მეჩვენებოდა, მამა საბას რომ ეთქვა მაშინ ჩემთვის _ მიატოვე ყველაფერი და მე გამომყევიო, ქვეყნის დასალიერამდე გამოვეკიდებოდი. მერე მე ვკითხე მას: "რომელ მამას აქვს ყველაზე სრულად და ცხადად გადმოცემული სწავლება იესოს ლოცვის შესახებ, განსაკუთრებით ჩვენი დროისათვის?" მან მომიგო: რუს ბერს დოროთეს წიგნში, რომელსაც "ხელით წერილი ყვავილნარი" ჰქვია, მაგრამ დასძინა, რომ ეს წიგნი ძნელად საშოვარია და დაწერილია საეკლესიო-სლავურ ენაზე. იგი ისეთი ყურადღებითა და მონაწილეობით მესაუბრებოდა, თითქოს მალე სულაც არ უნდა დაეტოვებინა ლავრა და მონასტრის გალავანთან მისი სულიერი შვილებიც არ მდგარიყვნენ, რომელნიც მწარედ დასტიროდნენ კარსმომდგარ განშორებას თავიანთ სულიერ მამასთან. მეჩვენებოდა, რომ მას არაფერი აქვს, გარდა იესო ქრისტეს სახელისა და სწორედ ამ სახელშია მისთვის ყოველივე. ამქვეყნად მონაზონი უპოვარია, გლახაა, და ამავდროულად იგი მეფეა თავის სამფლობელოებში:: მისი კვერთხი _ ლოცვაა, გვირგვინი _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი, ტახტი _ მორჩილება ღმერთის ნებისადმი. მამა საბას სულიერი სიმშვიდე მეც გადმომედო. მე ვიგრძენი, რომ მას ვუყვარვარ, _ ვუყვარვარ ქრისტეს გულისთვის, და მეც, რა უცნაურიც არ უნდა იყოს ეს, დაცული ვარ ამ სიყვარულით და არ შეიძლება რაიმე საშინელი შემემთხვას. ეს მხოლოდ ჩემს სულსს კი არ ეხებოდა, არამედ მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებასაც: თითქოსდა ამ წუთიდან მე მისი ლოცვის უხილავი მფარველობის ქვეშ მოვექეცი. ამის ახსნა ძნელია: მე მოვიპოვე არა გარანტია იმისგან თავის დასაცავად, რასაც ქვეყანა ესე უბედურებად მიიჩნევს, არამედ დაჯერებულობა იმაში, რომ ყოველივე, რაც კი ადამიანის თავს ხდება მხოლოდ სხვადასხვა გარემოებები და სიტუაციებია, ცხოვრების ნაჭუჭი, და არა _ თვით ცხოვრება, და რომ არსებობს მხოლოდ ერთი ნამდვილი უბედურება _ Yღმერთის დაკარგვა. მე მთელის სიმძაფრით და უცხადესად შევიგრძენი, რომ ღმერთის მადლით ძნელი არ არის ყველა მწუხარების გადატანა ამქვეყნად, და რომ მთავარი ისაა, რითაც ადამიანის გული ცხოვრობს, სხვა ყველაფერი კი მხოლოდ გარეგანია, - ცხოვრების მხოლოდ გარსი. შეიძლება სულ მცირედი ხარისხით, მაგრამ მე ვიგრძენი ის, რაც წმიდანებს გამოეცხადა: "ღმერთთან ერთად ყველგან კარგია". უღმერთოდ შინაგანი ჰქრება, გარეგანი კი ადამიანისათვის მუდმივი ბრძოლის ასპარეზად იქცევა: მხეცივით იგი ყველგან სდევნის თავის მსხვერპლს და უფლეთს სულსა და სხეულს. მამა საბასთან შეხვედრისას მე არ მიგრძვნია არანაირი ემოციური განცდა, პირიქით, ისინი მიყუჩდნენ, როგორც ქარი, რომელსაც უფალმა უბრძანა ჩადგომა და დაწყნარება. მე ახლოს მივედი მამა საბასთან, და იმავდროულად მომეჩვენა, რომ სწორედ ის მოვიდა ჩემთან და თან მომიტანა ის, რაც ეგზომ მაკლდა ჴ მის გარშემო გიებული სული - არა ამქვეყნიური, არამედ რაღაც ღრმა, ყოვლისმომცველი სიწყნარის, მყუდროების სული. სწორედ ეს სიმყუდროვე შევიგრძენი გულში. საუბრები სხვა ღვთისმეტყველებთან, პირიქით, არყევდნენ ჩემს გონებას, თითქოსდა ტალღებზე რწეულ ნავში ვზივარო. აქ კი ყველაფერი მარტივი, ცხადი და გასაგები აღმოჩნდა. მიყუჩდნენ შინაგანი წინააღმდეგობებიც, უკან დაიხიეს შავბნელმა ძალებმა, რომლებიც კბილებით მიღრღნიდნენ გულს, და უბრალოდ კარგად გავხდი, თითქოსდა მზიან დილით გამღვიძებოდეს რაღაც მძიმე ძილისაგან. ეს იყო ღმერთის არსებობაში, მის აქმყოფობაში და ჩემზე მის კეთილ განგებულებაში სრული დარწმუნების მდგომარეობა, _ ასე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არსებობს დედამიწა და ცა. ამ მდგომარეობაში შეუძლებელია მსჯელობა რწმენაზე, როგორც შეუძლებელია და უაზრობაა იმის მტკიცება, რომ შენ არსებობ ამქვეყნად. მადლი შეიძლება იწოდოს "ღმერთის სრულ სიცხადედ". მოსაგრესთან შეხვედრისას ცეცხლის განსაკუთრებული მგზნებარება მოიცავს ხოლმე გულს. ეს ცეცხლი როდი წვავს, არც აღტაცების მდგომარეობაში მოჰყავს მას ადამიანი, არამედ გამოუცხადებს, რომ არსებობს კიდევ რაღაც საიდუმლო "გული გულში", სადაც უფალი მკვიდრობს. რა უცნაურია: მამა საბას მიერ წარმოთქმული სიტყვები მე რომ სხვა ადამიანებისაგან მომესმინა, ისინი გონების ხსოვნაში დამრჩებოდა, მამა საბას თქმული კი ორლესული მახვილივით შემოიჭრა ჩემი გულის სიღრმეში და სამუდამოდ დარჩა იქ. სქემიღუმენ საბასთან შეხვედრა ყველაზე მთავარ მოწმობად იქცა ჩემთვის იმისა, რომ არსებობს რაღაც დიადი და სიტყვით გამოუთქმელი ჭეშმარიტი ცხოვრება ღმერთთან, ურომლისოდაც ჩვეულებრივი ცხოვრება მხოლოდ გაჭიანურებული სიკვდილია. მე ხელზე ვეამბორე მამა საბას, და რაღაც გრძნობამ მიკარნახა, რომ ჩემი ცხოვრება განუყრელად იქნებოდა დაკავშირებული მასთან. *** უფალმა მომმადლა მე, ცოდვილს, ჩვენი დროის დიდი მოძღვარი ბერები მენახა. თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი სულიერი ნიჭები ჰქონდა. როგორადაც პრიზმაში გარდატეხილი სხივი იშლება ცისარტყელის ფერებად, ამგვარადვე ღმერთის მადლი მოქმედებდა ერთ მოსაგრეში როგორც სულიერი სიბრძნის ნიჭი, სხვებს ანიჭებდა უნარს მწუხარეთა ნუგეშისცემისა და ცოდვილთა თანალმობისა, ხოლო სქემიღუმენმა საბამ, როგორც მე ყოველთვის მეგონა, უფლისაგან მადლმოსილი ლოცვის უნარი მიიღო. თუმცა სიტყვა "მეგონა" აქ არც თუ მთლად ზუსტია: ვისაც კი ურთიერთობა ჰქონია მასთან, შეიგრძნობდა ამ მადლს. ისინი თავიანთი სულით გრძნობდნენ მისი ლოცვების ძალას, ამასთან არამხოლოდ მაშინ, როცა იგი ტაძარში თუ თავის სენაკში ლოცულობდა, არამედ მაშინაც, როცა იგი ესაუბრებოდა მათ ან უბრალოდ მდუმარედ უსმენდა. ეს იყო სწორედ ის განუწყვეტელი ლოცვა, რომელიც გულიდან გულისკენ მიემართება, ლოცვა, რომელიც არ ექვემდებარება მანძილისა და დროის ზემოქმედებას. ადამიანი გრძნობდა, რომ მოსაგრის ლოცვის უხილავ ნათელში შევიდა. იქნება იგი მამა საბას გვერდით თუ ათასი ვერსით შორს მისგან, ამქვეყნიური ცხოვრების გზაზე ივლის თუ უკვე დასრულებული ექნება იგი, ეს ნათელი არ ჩაქრება და არ მინავლდება არასდროს, მამა საბას სიყვარული არ დასტობებს ადამიანს მარტოსულად და მიტოვებულად. როცა მე მამა საბასთან მივემგზავრებოდი ხოლმე პეჩორის მონასტერში, მე მეჩვენებოდა, რომ მოძღვარი ბერი შორიდან მეგებება: მან იცის, რომ მე მისკენ მივემართები, და სულიერად იგი უკვე ჩემთანაა. ხოლო როცა მივემგზავრებოდი მამა საბასაგან, მაშინაც იგივე გრძნობას განვიცდიდი: რომ იგი თავისი ლოცვით მაცილებს მე, რომ ჩვენს შორის მანძილი იზრდება, ის კი კვლავ ისეთივე მახლობელი რჩება, როგორიც მაშინ იყო, როცა მე მის სენაკში ვიმყოფებოდი. ისეთი ძალის ლოცვა, როგორიც მამა საბას ჰქონდა, მე სხვასთან არავისთან შემხვედრია. იგი ყოველთვის სიხარულით იყო აღსავსე, თითქოს ეს-ესაა მისთვის რაღაც ძვირფასი ამბავი შეატყობინეს და ყველა ჩვენთაგანისთვის სურს მისი გაზიარებაო, მაგრამ განსაკუთრებულად გარდაიქმნებოდა ხოლმე იგი სატაძრო ლოცვისას. მე მახსოვს მისი მზერა: სხივმფინარი, ნათელი და ღრმა, რომელიც თითქოსდა შენი სულის სიღრმეებს აღწევდა. ეს თვალები კრისტალივით სუფთა იყო და მათ მეშვეობით მარადისობა გვინათებდა. და ასეთი საშინელი პარადოქსი: სანამ მე მამა საბას სულიერი შვილი გავხდებოდი, დროდადრო რაღაც გაუგებარი სიძულვილი მიჩნდებოდა მის მიმათ, თითქოსდა მისი ახლოს ყოფნა და ლოცვა აღამღვრევდა ჩემი სულის ბნელ ფსკერს, და მიჩნდებოდა ეშმაკეულობის მსგავსი სურვილი მისი შეურაცხყოფისა და დამცირებისა. ერთხელ მე ასეთი რამ შემემთხვა: ისეთი ავადმყოფობის ნიშნები გამომაჩნდა, რომლის განკუნვაც ქირურგიული გზით იყო შესაძლებელი, მაგრამ მე არ მინდოდა სხეულის გაშიშვლება და არ მივმართავდი ექიმს. და აი, ერთხელ, სნეულების მორიგი შემოტევის დროს და სქემონაზონ საბას წინააღმდეგ მძიმე საცთურის მოწევნისას მე რაღაც გაბოროტებით ვთქვი, როგორც საზიზღარ ხუმრობას იტყვიან ხოლმე, _ და ვთქვი ეს ჩემს გულში: "თუ შენ წმიდანი ხარ, მაშინ განმკურნე!" _ ამასთან მჯეროდა, რომ ვერ განმკურნავდა. და ანაზდად მოხდა ის, რასაც მე არ ველოდი: ჩემი მომკრეხელო სიტყვების პასუხად, ჩემდა გასაოცრად, მე კურნება მივიღე. ეს სნეულება მეტად აღარასოდეს განმმეორებია. რა ღრმაა ადამიანის სულის დაცემა! მხოლოდ იშვიათ წუთებში ხვდები, თუ რა ჯოჯოხეთია დაფარული გულის სიღრმეებში. და მხოლოდ ქრისტეს სისხლს შეეძლო გამოესყიდა და ცხოველ-ეყო ადამიანის ცოდვის ეს უფსკრული. ერთმა ქალმა სოხუმში მკითხა: "თუ იცნობ მამა საბას?" მე მივუგე: "დიახ". მან მითხრა: "არა, შენ არ იცნობ მას! მე მკერდის კიბო მქონდა. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ოპერაცია აუცილებელია. მე ვთხოვე მამა საბას ელოცა ჩემთვის. მან მომიგო: "ჯანსაღი იქნები". ამის შემდეგ სიმსივნემ გაწოვა დაიწყო, მერე კი სრულიად გაქრა. განა შენ იცოდი, რომ იგი ასეთ სასწაულებს აღასრულებდა?" მე ვკითხე: "მამა საბას თუ უთხარი ამის შესახებ?" მან ბავშვურად მიპასუხა: "მე ორი დიდი თევზი ვიყიდე, საუკეთესოები ბაზარში, მივიტანე იმ სახლში, სადაც ის იმყოფებოდა და ვთხოვე მიეღო ჩემგან ეს ძღვენი. მერე ეკლესიაში შევხვდი მას და როცა დავაპირე შემეტყობინებინა მისთვის ჩემი განკურნვის შესახებ, მან თითი მომადო ბაგეებზე და ჩუმად ყურში: "მე კი არა, _ უფალმა!" მამა საბა ხშირად იმეორებდა ღირსი მამის პიმენ დიდის სიტყვებს: "იმისთვის, რომ მშვიდობა გქონდეს სულში, შენს (მო)წოდებაში იყავი!" ეკლესია, ოჯახი, სამსახური _ ეს ყოველივე სტრუქტურებია, სადაც ადამიანმა თავი უნდა იპოვოს და თავისი ადგილი განისაზღვროს. მამა საბა არ იწონებდა იმ იღუმენთა და იღუმენიათა საქციელს, რომელთაც ცრუ-მორჩილების, ცრუ თავმდაბლობის საბაბით, ეშინიათ თავიანთი ხელმწიფების გამოვლენა: ამის გამო კი დაუწყობლობანი ხდება სამონასტრო ცხოვრებაში. იგი ასევე თვლიდა, რომ სულიერმა მამამ მოწყალების საბაბით არ უნდა "მიუშვას" თავისი შვილები და თავად არ უნდა იქცეს მათ მორჩილად. მას მოჰყავდა იოანე კიბისაღმწერელის სიტყვები მასზედ, რომ, მონაზონი, თავისი სიკვდილს ჟამს, წყევლა-კრულვას გაუგზავნის თავის ზედმეტად რბილ და შემწყნარებელ სულიერ მოძღვარს. ერთხელ მე ვუთხარი მამა საბას, რომ არა მყავს სულიერი შვილები, და მეგონა მომიწონებდა ამას. მაგრამ მან მკაცრად მითხრა, რომ მე, რაკი უარს ვეუბნები ადამიანებს რჩევის მიცემაზე და ურთიერთობაზე, ამით ვერ გავხდები ღირსი მამა ანტონი, და რომ ეს თავმდაბლობის ნაყოფი კი არ არის, არამედ მცონარების აღმონაცენია, და რომ მე იმით ვამაყობ, რისიც მღვდელს უნდა რცხვენოდეს. მაგრამ იქვე დასძინა, რომ საჭიროა იცოდე, თუ როგორ უწინამძღვრო სულიერ შვილებს, და სიყვარულის დაფარვით, გონივრული სიმკაცრით მოეპყრო მათ. მან მითხრა, რომ სულიერი საკითხების გადასაწყვეტად რამდენიმე წუთია საკმარისი და არ შეიძლება ადამიანებს ნება მისცე შენი დრო განკარგონ; რომ სწორი წინამძღვრობისათვის საჭიროა იშვიათად შეხვდე ადამიანს და ისიც მცირე ხნით, და თან ეს, მაგალითად, ასე უნდა აუხსნა: "მე შენთვის მხოლოდ ხუთი წუთი მაქვს, ამ დროში უნდა ჩაეტიო, _ შენ მარტო არა ხარ"; ანდა შეიძლება უთხრა ადამიანს, რომ მან ქაღალდზე დაწეროს აღსარება, ან თავისი შეკთხვები, ოღონდ არაუმეტეს ერთი გვერდისა. გამონაკლისს მამა საბა იმათთვის უშვებდა, ვინც შორიდან ჩამოდიოდა მასთან. ძალზე ხშირად ის არ პასუხობდა შეკითხვებზე და ეუბნებოდა მომსვლელს: "მე ვილოცებ შენთვის". და როგორც წესი, ადამიანი პასუხს იღებდა, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელსთავისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მამა საბას ურთიერთობა ჰქონდა ადამიანებთან ლოცვის მეშვეობით, საუბარი მხოლოდ დამხმარე საშუალება იყო. იგი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ სულიერ მამასთან შეხვედრა მთელი მოვლენა უნდა იყოს ადამიანისათვის და არა ჩვეულებრივი რამ; რომ სულიერი მამის არც ერთი სიტყვის, - ხუმრობით ნათქვამისაც კი! - დატოვება არ შეიძლება უყურადღებოდ. იგი ამბობდა, რომ ზოგიერთი სულიერი შვილი მასთან სამი წუთით ყოფნისას უფრო მეტს იღებს, ვიდრე სხვები მთელი კვირის განმავლობაში. M მე როგორღაც ვკითხე მას: "რომელი ვნებაა ყველაზე სახიფათო და რომელი_ყველაზე დამღუპველი?” მან მიპასუხა: "სიმხდალე და მშიშარობა. ასეთი ადამიანი ყოველთვის გაორებული, ცრუ ცხოვრებით ცხოვრობს, მას არც შეუძლია ბოლომდე მიიყვანოს კეთილი საქმე, ყოველთვის ფლიდობს და თითქოსდა ლავირებს ადამიანებს შორის. მშიშარას მახინჯი სული აქვს; თუ ის არ დაამარცხებს საკუთარ თავში ამ ვნებას, მაშინ თავისთვის მოულოდნელადაც, შიშის ზემოქმედებით, შეიძლება განდგომილი და განმცემი გახდეს.” როცა მე ვკითხე: " და როგორ დავძლიოთ ეს ვნება?”, მან მომიგო: "დასძლიე იგი მცირეში, ნუ გექნება ადამიანების იმედი, მათ შორის ნურც საკუთარი თავისა, არამედ ღმერთს სასოებდე. შიში ღმერთის წინაშე სპობს სხვა შიშს”. შემდეგ მითხრა: "ილოცე ღვთის დედის წინაშე იგი ჩვენი უძლეველი ზესთა მბრძოლია”. ერთმა მღვდელმონაზონმა, აბარებდა რა აღსარებას მამა საბას, ქაღალდის ფურცელზე ჩამოწერა თავისი ცოდვები, რომლებიც გაახსენდა; მათ შორის მძიმე ცოდვებიც იყო. მოძღვარმა ბერმა აიღო ფურცელი და ფანქარი და წაკითხვას შეუდგა. სახის გამომეტყველებით იგი იმ ექიმს ჰგავდა რომელიც ყურადღებით და დაძაბულად უსმენს ავადმყოფს, რათა მისი სნეულება დაადგინოს. Mმამა საბა ნელა და ყურადღებით კითხულობდა, თითქოს თავისი ხელის გულზე დადებულს სწონის თვითოეულ ცოდვასო. აღსარების მეშვეობით იგი თითქოსდა ისწრაფვოდა დაენახა ადამიანის სული, მისი სულიერი გზა და შეფარული შინაგანი ცხოვრება და ამით განესაზღვრა ცოდვების ჩადენის მიზეზები. Aანაზდად იგი წამოდგა და ფანქრის მკვეთრი მოძრაობით ხაზი გაუსვა ერთ ფრაზას, შემდეგ დაუბრუნა ფურცელი მღვდელმონაზონს: მას იქ იმის შესახებ ეწერა, თუ ადამიანის წინაშე შიშის გამო როგორ მოიქცა თავისი სინდისის საწინააღმდეგოდ. Mმამა საბამ უთხრა "ყურადღება მიაქციე ამას, სიმხდალე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვაა: იგი მრავალი სხვა ცოდვისა და დაცემის მიზეზია, აკი დევნულებათა დროსაც ადამიანები სიმხდალის გამო უარყოფდნენ ქრისტეს. აპოკალიპსში წერია, რომ მხდალნი ვერ ცხოვნდებიან და ვერ შევლენ ზეციურ იერუსალიმში. Eეცადე აღმოძირკვო ეს ცოდვა შენი გულიდან”. შემდეგ მან დასძინა: "დამიტოვე ეს ფურცელი, მე დავწვავ მას”. მღვდელმონაზონი მამა საბასაგან სიხარულით და იმის შეგრძნებით მიდიოდა, რომ მისი ცოდვები უხილავ ცეცხლში დაიწვა. Mმამა საბა თანა_ელმოდა (თანაუგრძნობდა) თვითოეულ ადამიანს, მაგრამ თავისი სულიერი შვილებისადმი მკაცრი იყო და ხშირად მალავდა ამ თანაგრძნობას გარეგანი სიმკაცრით. რაც უფრო მეტად უყვარდა მას ადამიანი, მით უდრო მეტი მომთხოვნელობით ექცეოდა მას: მისი სიტყვა ძალმოსილად გაისმოდა. Dდა, პირიქით, სულით სუსტებთან იგი შემწყნარებლობას ამჟღავნებდა და დამთმობიც იყო, როგორც ბავშვებისადმი ან ავადმყოფებისადმი. Mმამა საბა ამბობდა, რომ თვითოეულ ლითონს სიმტკიცის თავისი ზომა აქვს. როცა ის კურთხევას იძლეოდა რაიმე საქმეზე, მაშინ არ ითმენდა შეპასუხებასა და შეკამათებას. ხოლო თუ ხედავდა, რომ ადამიანი სულით უძლურია და ძალა ერთმევა, მაშინ თვითონვე უუქმებდა ან უმსუბუქებდა მას დანიშნულ მორჩილებას; ხოლო თუ თვლიდა, რომ მას შეუძლია მოთხოვნილის შესრულება, მაგრამ მერყეობს, მაშინ არ უსმენდა მის ახსნა_განმარტებებს, არც თავის სიტყვებს უმეორებდა, არამედ მკვეთრად აწყვეტინებდა სიტყვებს და თავისგან უშვებდა. Fფარისევლურად თავმდაბლურ სიტყვებს და სიცრუეს მამა საბა ამპარტავნების ყველაზე უარეს სახეობად თვლიდა. თუ ადამიანი მასთან გულწრფელი სინანულით მოდიოდა, მაშინ იგი არასდროს არ საყვედურობდა მას, როგორც ექიმი არ ჰკიცხავს ავადმყოფს მისი ჩირქიანი წყლულებისა და ჭრილობებისათვის, არამედ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს სნეულების მოსარჩენად. მოძღვარი ბერი თითქოს თავისი ლოცვის ცეცხლით სწვავდა სულიერი შვილების ცოდვებს. მაგრამ თუ ის ხედავდა ადამიანში პირმოთნეობასა და ფლიდობას, ურისხდებოდა, სიტყვით სჭრიდა, როგორც დანით და პირდაპირი მნიშვნელობით შეეძლო კინწისკვრით გაეგდო ასეთი ადამიანი თავისი სენაკიდან. Fფარისევლობის ცოდვას იგი ერთ-ერთ ყველაზე ძნელად განკურნებად ცოდვად მიიჩნევდა. Aამიტომ მისი ხილული სიმკაცრე და სიმკვახე იყო თითქოსდა უკანასკნელი საშუალება ადამიანში სინდისის გასაღვიძებლად. მოძღვარი ბერი მკაცრად ექცეოდა ამპარტავნებსა და ურჩებს. Mმაგრამ ქედმაღალსა და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც მასთან სენაკში მოდიოდა, აიძულებდა ზღურბლთან დამდგარიყო, ეუბნებოდა რა, რომ სენაკი ეს-ესაა დაალაგეს, ის კი თავისი ფეხებით დასვრის მას. სხვას მან უთხრა: "შენ შესაკითხად კი არ მოხვედი, არამედ ჩემს გამოსაცდელად, რათა მერე იმსჯელო _ ვის აქვს მეტი სიმართლე; მე თუ შენს მოძღვარ ბერს, რომელსაც შენ ასევე გამოსცდიდი შეკითხვებით, ახლა კი მისი მიტოვება გადაწყვიტია”. ზოგიერთებს მამა საბა ასე ეუბნებოდა; "ყოფილხარ ზოოპარკში? თუ საკვებით მიხვალ მხეცებთან, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან თვითოეულ შენს მოძრაობას, შენს მიერ მათთვის გადაგდებული საკვები მიწაზე დაცემასაც ვერ მოასწრებს, რომ ისინი ჰაერშივე სტაცებენ პირსს. შენც ასევე ჰაერში უნდა იჭერდე მოძღვარი ბერის თვითოეულ სიტყვას და იმახსოვრებდე მას”. სქემიღუმენი საბა ვერ იტანდა სიტყვამრავლობას. იგი ასწავლიდა თავის სულიერ შვილებს ესაუბრათ რაც შეიძლება მოკლედ. ზოგიერთებს იგი განუწესებდა დღეში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სიტყვები წარმოეთქვა. მოძღვარი ბერი ისწრაფვოდა დაეცვა გაფანტულობისაგან შინაგანი ლოცვა, ამიტომ ამჯობინებდა, რომ სულიერ შვილებს ჩაეწერათ თავიაანთი აღსარება არაუმეტეს ერთ ან ორ გვერდზე. მათ წინდაწინ უნდა აეწონ-დაეწონათ იგი, ამოერჩიათ უმთავრესი და განეგდოთ მეორეხარისხოვანი. Mამა საბა ამბობდა, რომ როცა ახსარებას ეუბნები სულიერ მამას, არ უნდა ახსნა ან მოჰყვე გარემოებები, არ უნდა შეუდგე ღრმა თვითანალიზს და საკუთარი ზრახვების დეტალურ განხილვას; საჭიროა მიუთითო ის ცოდვები, რომლებიც შენ ჩაიდინე, და არა ავტობიოგრაფია წერო. როცა მამ საბასთან ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად მოდიოდნენ, იგი ასევე აღკვეთდა მრავალსიტყვაობას: ითხოვდა მოკლედ და ნათლად გადმოეცად, რაში იყო საქმე და დალოდებოდნენ სულიერი მამის პასუხს. რაც ნაკლებია სიტყვები, მით უფრო გასაგებია საქმე და მით უფრო სწორი პასუხის მოცემა შეუძლია სულიერ მოძღვარს. სქემიღუმენი საბა თვლიდა რომ ადამიანს, რომელიც დიდხანს უხსნის მიძღვარ ბერს თავის პრობლემას, სურს დაარწმუნოს იგი დაეთანხმოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თავად უკვე მიუღია, და ერთგვარად აიძულებს კურთხევა მისცეს იმაზე, რაც თვითონ სურს. Aაქ რაღაც შინაგანი ბრძოლა ხდება შემკითხველსა და პასუხის გამცემს შორის: დამატებითი ახსნა_განმარტებების საფარველ ქვეშ ასეთი ადამიანი ახალ არგუმენტებს წარმოადგენს თავისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ და შინაგანად ზეწოლას ახდენს მოძღვარი ბერის ნებაზე. შედეგად ვიღებთ მოტყუებას ან თავის მოტყუებას. კურთხევის, როგორც მოძღვარი ბერისადმი ნდობის, საფუძველი აქ არ არის, და ამიტომ ღმერთის ნება არ შეიძლება გამოვლინდეს მოძღვარი ბერის მეშვეობით. ასეთ შემთხვევებში მამა საბა, ჩვეულებრივ, წყვეტდა საუბარს. იგი ყვებოდა "ერთხელ ქალი მოვიდა ჩემთან და კურთხევის თხოვნა უნდოდა რაღაც საქმეზე. დაიწყო გაუთავებელი ლაპარაკი. Mმე ვუთხარი რომ გავიგე. Mმაგრამ იგი ყურადღებას არ აქცევდა გარშემო მოყოფებს, არ მეშვებოდა და განაგრძობდა ლაპარაკს. მაშინ მე ქეჩოში მოვკიდე ხელი და სენაკიდან გავაძევე. Mმან ეს რატომღაც საწყენად მიიღო. Aასეც ხდება ხოლმე: Mმოდის ჩემთან ადამიანი და მეუბნება: "ილოცეთ ჩემთვის” მე თავს ვფუქნევ; იგი რამდენიმე ნაბიჯით მომცილდება, მერე ბრუნდება და ისევ მეუბნება "ილოცეთ ჩემთვის”, და ასე რამდენჯერმე. შეიძლება მე ვილოცო კიდეც მისთვის, მაგრამ ვპასუხობ: "თვითონვე ისწავლე ლოცვა საკუთარი თავისთვის”. ზოგიერთებს მამა საბა ეუბნებოდა "პირი მომუწე და მხოლოდ იმ შეკითხვებზე მიპასუხე, რომლებსაც მე დაგისვამ”. Mმრავალსიტყვაობას სულიერი მამის წინაშე იგი, თავაშვებულობად თვლიდა. "სულიერი მამა _ ცხონებისთვის არის, და არა მეგობრობისთვის, ამბობდა იგი. შენ კი ისე მელაპარაკები, როგორც მეზობელ ქალს, რომელსაც ქუჩაში შეხვდი”. თუკი ცხოვრებისეული საკითხები არ იყო დაკავშირებული სულიერ საკითხებთან, მაშინ მამა საბა ხშირად სულაც უარს ამბობდა ეპასუხა მათზე. მას მაცხოვრის სიტყვები მოჰყავდა პასუხად რომელმაც უარი თქვა შეზიარებოდა მამულის განაწილებაში, თქვა რა რომ ამისთვის როდი მოვიდა ამქვეყნად. ხალხში მყოფსაც მამა საბას შეეძლო შეენარჩუნებინა შინაგანი განმარტოვება და მდუმარება. მის გვერდით მყოფს მე მახსენდებოდა ღირსი მამის თეოდორეს სიტყვები: "ან განეშორე ადამიანებს, ან იყავი მათთვის როგორც მახვილი”.
კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 2755 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.4/7
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz