მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

სქემ მონაზონი საბა.სატანის თესლი და სიყვარული ქრისტესი
15.03.2010, 11:30

 

A სატანის თესლი და ქრისტესმიერი სიყვარული

სიამაყისა და მთავარი ქრისტიანული სათნოებების შესახებ

                                                     შესავალი

 

ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი (იხ. დაბად. 1:26) მიწიერ ცხოვრებაშიც მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან ცხოველი, უშუალო ურთიერთობისათვის არის მოხმობილი. უკლებლივ ყველამ, როგორც მონაზვნებმა, ისე ერისკაცებმა, ამ გზით უნდა იარონ, მაგრამ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ეს ყველას არ ძალუძს. რა უშლის ხელს ადამიანებს, ჰქონდეთ ცოცხალი ურთიერთობა უფალთან და განიცადონ გამოუთქმელი ნუგეში?

 

ძირითადი მიზეზია გულის თქუმაÁ თუალთაÁ და სილაღე ამის ცხორებისაÁ (1 ინ. 2:16). უფალი ებრძვის ამპარტავანთ და მხოლოდ მდაბალთ ანიჭებს მადლს, მხოლოდ მათ ევლინება და არასდროს განეშორება. მაგრამ ჭეშმარიტად თავმდაბალნი, რომლებიც არა თავისი, არამედ ღვთის ნებით ცხოვრობენ, ძალზე ცოტანი თუ არიან.

ადამიანთა უმრავლესობა ყურს არ უდგებს ღვთის ხმას საკუთარ გულში; ვინც ამას ცდილობს, მათგანსაც ბევრ არ ესმის, ამიტომ თავიანთ ნებისამებრ ცხოვრობენ და ვნების ხმას მისდევენ. ჩვენს დროში ადამიანთა გადარჩენა ძირითადად სნეულებებითა და განსაცდელებით ხდება. თუ კაცს ნებაყოფლობით არ სურს დამდაბლება და ღვთის ნებით ცხოვრება, მაშინ იძულებით უწევს დამდაბლება ტანჯვის გზით. აქ ვლინდება ღვთის გულმოწყალება და კაცთმოყვარება.

სულიერი და ზნეობრივი სრულყოფილების მისაღწევად ყველამ, მათ შორის შენც, ჩემო მეგობარო, უნდა ისწავლოს ღვთის ნების შეცნობა, ყური მიუგდოს მის ხმას, რომლის სწორად გასაგებადაც უნდა უარყოს საკუთარი უმნიშვნელო ნება და მოემზადოს ყოველგვარი მსხვერპლის გასაღებად, მიჰბაძოს იესო ქრისტეს, რომელიც სიკვდილამდე მამის მორჩილი იყო (იხ. ფლპ. 2:8). ქრისტიანის ცხოვრების მიზანია სულიწმიდის შეძენა, ღმერთთან მუდმივი ურთიერთობა, ღვთის ნების შეცნობა და აღსრულება. უამისოდ კაცის ცხოვრება, ქრისტიანული თვალსაზრისით, უმიზნო, უაზრო და ამაოა. სულიწმიდის შესაძენად გული უნდა განიწმინდოს ვნებათაგან, უპირველესად კი სიამაყისგან, რაც ყველა მანკიერიებისა და ცოდვის დედაა.

დაუშვებელია `მე~-თი თავმომწონეობის უმცირესი ნიშანწყალიც კი - თავმოთნეობის ეს ყველაზე ღრმა ფორმა კაცის გულში სულიწმიდის დავანებას აბრკოლებს. სხვისი პიროვნების ოდნავი დამიცირებაც კი განიხილება, როგორც სიყვარულისა და ადამიანში ღვთის ხატის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. სულიწმიდა ამ ცოდვას განეშორება, რადგან განსაკუთრებით სძაგს იგი.

ყველას გვევალება მუდმივი მოწამებრივი და სამოღვაწეო ბრძოლა ჩვენი და ჩვენს ირგვლივ არსებულ ცოდვებთან; მუდმივი მოთმინება და თავშეკავება ყველაფერში, რომ გულიდან ადვილად აღმოვფხვრათ ვნებები და მანკიერებები და ქრისტიანულ სათნოებათა თესლი ჩავთესოთ.

ვიყოთ სრულყოფილნი სულიერ ცხოვრებაში, ამის მისაღწევად კი უნდა ვიტვირთოთ სხვადასხვა ღვაწლი, ჩვენი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით.

უმაღლესი ღვაწლია საკუთარი სურვილების, ნების უარყოფა და ქრისტესთვის მსხვერპლად შეწირვა. თუ სრულად მივენდობით ღვთის ნებას, თუ განახლებას, განათლებასა და განკურნებას მხოლოდ ღვთისგან მოველით, თუ აღარ გვექნება საკუთარი ძალების იმედი, არამედ მთელი სასოებით მივენდობით ღმერთს, აუცილებლად მივიღებთ სათხოვარს. სულიწმიდა დაივანებს ჩვენს გულში და ღვთის სასუფეველს შევიგრძნობთ.

ვიაზროვნოთ მტკიცედ, დინჯად და უშფოთველად. ქრისტეს სიყვარულითა და სიმშვიდით აღსავსე ფიქრები არ გაგვეფანტება - მათ ვერ ააფორიაქებს ამაო გულისსიტყვები.

სწორედ ღვთის ნებას მინდობილ და მორჩილ ადამიანებს ეხება ქრისტეს სიტყვები: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტÂრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ (მთ. 11:28).

ძვირფასო მეგობარო, ნეტარებას ვეზიარებით მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე გავიმარჯვებთ: დავემორჩილებით ღვთის ნებას და ჭეშმარიტად შევიყვარებთ ყველას.

ვიდრე გესაუბრები ძირითად სათნოებებზე, რასაც სულიერ და ზნეობრივ სრულყოფილებამდე მივყავართ, შევჩერდები მთავარ დაბრკოლებაზე, რომელიც განსაკუთრებით ეწინააღმდეგება გადარჩენის გზაზე წინსვლას სიამაყეზე.

 

 

 

სიმაყე

სიამაყის არსი

 

სიამაყე ძალზე ძნელად განკურნებადი, საშინელი სულიერი დაავადებაა. არ არსებობს უფრო საძაგელი ცოდვა ღვთის წინაშე, ვიდრე სიამაყეა. წმინდა მამები მას `სატანის თესლს უწოდებენ~.

სიამაყე ეს არის უკიდურესი თავდაჯერებულობა, უარყოფა ყველაფრისა, რაც შენგან არ მოდის; მრისხანების, სისასტიკისა და ბოროტების წყარო; ღვთის შემწეობაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამაყს სჭირდება ღმერთი, რადგან როცა სნეულება უკანსაკნელ სტადიას აღწევს, ადამიანებს მისი გადარჩენა არ შეუძლიათ.

ცოდვის მამა - ბნელეთის დაცემული ანგელოზი, რომელმაც თავად შესცოდა ღმერთს ურჩობით ანუ სიამაყით, მთელ კაცთა მოდგმას უბიძგებს ამ დამღუპველი ვნებისკენ.

ყოველი ცოდვილი, რომელიც საკუთარ ვნებებს ემონება, ებრძვის ღმერთს, როგორც სატანა, რომელმაც ოდესღაც ზეცაში ამბოხი და ომი წამოიწყო ღვთის წინააღმდეგ, რათა მის ქვემდგომობაზე უარი ეთქვა და თავის ნებაზე ეარსება.

როდესაც ამაყი, პატივმოყვარე, თავმოთნე, დიდებისმოყვარე, უფლებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, ქედმაღალი, მზვაობარი და ურჩი ადამიანები ვნებების დასაკმაყოფილებლად სხვებს შეურაცხყოფენ, ამით თითქოს ღმერთზე მახვილს აღმართავენ და ქრისტეს ეუბნებიან: `არ გვსურს შენ მაგალითს მივბაძოთ, არ ვიქნებით მშვიდნი და უბოროტონი! არ მოგვწონს შენი რჯული! დაე, სხვები დაგვემორჩილონ და გვემსახურონ ჩვენ და არა პირიქით!~

უფალმა დაგვიფაროს ამგვარი უგუნურებისგან! ეს საშინელებაა! ნუ ფიქრობ, ჩემო მეგობარო, რომ რაიმეს ვაჭარბებ. ამაყ ადამიანებს, ჩვეულებრივ, ასე ემართებათ: თუ დროზე არ მოეგებიან გონს და არ შეინანებენ, ღვთისმბრძოლნი ხდებიან.

ყველა ცოდვა, უმცირესიც კი, სულში ასუსტებს ღვთის მადლს, მომაკვდინებელი ცოდვის ჩამდენნი კი საერთოდ კარგავენ მას და მარადიული ტანჯვის ღირსნი ხდებიან.

ამაყნი საღვთო რჯულს აღარ ემორჩილებიან, თავად ისპობენ ღვთის შემწეობასა და მფარველობას, ამიტომაც ყველგან მარცხდებიან. სხეულით ცოცხალნი სულიერად უკვე მკვდარნი არიან და ამ ცხოვრებაშივე განიცდიან გეჰენიას ტანჯვას: მარტოობას, მოწყინებას, სასოწარკვეთილებას, უნაყოფობას; ახრჩობთ ბოღმა, სიძულვილი, დარდი, წყვდიადი...

 

სნეულების ნიშნები და განვითარება

 

სიამაყის ცოდვა პატივმოყვარებიდან იწყება და რამდენიმე სტადიად ვითარდება.

პატივმოყვარების ნიშნებია: შექების წყურვილი, მხილების, საყვედურებისა და შეგონებების შეუწყნარებლობა, უნდობლობა, ეჭვიანობა, ძვირისხსენება, სხვათა განკითხვა; პატივმოყვარე ადამიანს უჭირს შენდობის თხოვნა, ეძებს იოლ გზებს, მუდმივად თამაშობს, როგორც სცენაზე, რომ უცხო ადამიანებს გულმოდგინედ დაუმალოს ვნებები და მანკიერებანი და თავი ღვთისმოსავად მოაჩვენოს.

ადამიანი ვეღარ ამჩნევს თავის ცოდვებსა და ნაკლოვანებებს, იწყებს საკუთარი დანაშაულის შემსუბუქებას ან სულაც უარყოფას, ზოგჯერ სხვებზე გადაბრალებასაც კი. გადაჭარბებით აფასებს თავის ცოდნას, გამოცდილებას, ნიჭსა და სათნოებას. პატივმოყვარების სნეულების გაღრმავებასთან ერთად ადამიანის წარმოდგენა იქამდე იზრდება, რომ თავი პატივისა და ქება-დიდების ღირსი პიროვნება ჰგონია. ამიტომ ეწოდება ამ დაავადებას განდიდების მანია.

ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არა მხოლოდ განიკითხავს სხვებს, არამედ სძულს და არაფრად აგდებს, არც ბოროტ საქმეებს ერიდება მათ წინააღმდეგ. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!

როდესაც სნეულს ჰგონია, რომ მისი არავის ესმის, არავის უყვარს, ყველა სდევნის და ცდილობს, რაიმე დაუშაოს, მაშინ ამ სნეულებას დევნის მანია ეწოდება.

სულიერი სნეულების ყველაზე გავრცელებული ფორმები - განდიდების მანია და დევნის მანია - უკავშირდება საკუთარი ღირსებების გადაჭარბებულ თვითშეფასებას, რაც სხვებისადმი სიძულვილსა და მტრობას იწვევს.

ამპარტავანი მუდამ უკმაყოფილოა გარშემო მყოფი ადამიანებითა და ცხოვრების პირობებით, ამიტომაც ზოგჯერ ვარდება სასოწარკვეთილებასა და ხიბლში, მიდის ღვთისმგმობელობასა  და თვითმკვლელობამდე.

საწყის სტადიაზე სიამაყე ძნელი ამოსაცნობია. მხოლოდ გამოცდილ მოძღვარსა და ფსიქოლოგს შეუძლიათ, შეუცდომლად დაადგინონ ამ ვნებით გამოწვეული სნეულების დასაწყისი.

გამოცდილ თვალს დაავადების დაწყება არ გამოეპარება: ადამიანი თითქოს ჩვეულებრივად იქცევა, თვითკმაყოფილი ჩანს, კარგ გუნებაზეა, ღიღინებს, იღიმება, ხშირად იცინის და ზოგჯერ უმიზეზოდ ხარხარებს; ცდილობს, ყველასგან გამოირჩეოდეს, მახვილსიტყვაობს, თავისებურად იქცევა, რათა ირგვლივ მყოფთა ყურადღებას მიიპყროს; უყვარს ბევრი ლაპარაკი თავისთავზე, მაგრამ საკმარისია ერთი კრიტიკული შენიშვნა და გუნება სწრაფად ეცვლება, დუნდება; შექების შემდეგი კი ისევ მაისის ვარდივით იფურჩქნება. საერთოდ, ამ სტადიაზე ადამიანი ხალისიან განწყობას ინარჩუნებს.

შემდეგ თუ ადამიანი ვერ გააცნობიერებს თავის ცოდვილობას, არ შეინანებს და გამოსწორებას არ შეეცდება, სნეულება გაღრმავდება და გამძაფრდება.

სნეული თანდათან გულწრფელად იჯერებს თავის უპირატესობას სხვებთან შედარებით. ეს რწმენა სწრაფად გადაეზრდება მბრძანებლობის ვნებაში და ისიც სხვათა ყურადღების, დროისა და ძალების საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას იწყებს. ხდება უტიფარი და თავხედი: ყველა საქმეს ხელს ჰკიდებს, თუნდაც გააფუჭოს, ყველაფერში ერევა, უცხო ოჯახის ურთიერთობებშიც კი.

ამ სტადიაზე ამაყ ადამიანს განწყობა უფუჭდება, რადგან ხშირად კიცხავენ. თანდათან უფრო გაღიზიანებული, ჯიუტი, ანჩხლი და ყველასთვის აუტანელი ხდება. ბუნებრივია, მას გაურბიან, ის კი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ მისი არავის ესმის, ამიტომაც ყველასთან წყვეტს ურთიერთობას. მის გულში ბოღმა და სიძულვილი, ზიზღი და ქედმაღლობა იდგამს ფესვებს. სული ბნელი და ცივი აქვს, გონება - დაბინდული. ადამიანი ყოველგვარ ქვემდგომობაზე უარს ამბობს. მისი მიზანი თავისი შეხედულების გატანა და სიმართლის დამტკიცება, სხვების დამცირება და შერცხვენაა. აი, ასეთი ამპარტავანნი ქმნიან ერესებსა და განხეთქილებებს.

სნეულების შემდეგ სტადიაზე ადამიანი წყვეტს ურთიერთობას ღმერთთან... ყველაფერს, რაც აქვს, მათ შორის ნიჭნი და სათნოებანი, თავის დამსახურებას მიაწერს. დარწმუნებულია, რომ ცხოვრებას სხვათა დაუხმარებლად მოიწყობს და თავად შეიძენს ყოველივე საჭიროს. სუსტი ჯანმრთელობის პატრონიც რომ იყოს, თავი გოლიათად მიაჩნია. ქედმაღლობს თავისი `სიბრძნითა~ და ცოდნით, თავს იწონებს ყველაფრით, რაც აქვს. ლოცულობს არაგულწრფელად, ზერელედ და გულშემუსვრილების გარეშე, შემდეგ კი საერთოდ თავს ანებებს. პირქუში და უიმედო სულიერი მდგომარეობის მიუხედავად მაინც გულწრფელად დარწმუნებულია თავის სიმართლეში და საკუთარი დაღუპვისკენ მიექანება.

 

როგორ შევიცნოთ საკუთარი სიამაყე?

 

შეკითხვაზე: `როგორ შევიცნოთ საკუთარი სიამაყე?~, ნიჟეგოროდის არქიეპისკოპოსი იაკობი პასუხად წერს შემდეგს:

`საკუთარ თავში სიამაყის შესაცნობად დააკვირდი, რას იგრძნობ, როცა გარშემო მყოფნი არ დაგიჯერებენ და შენი ნების საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. თუ არ დაგებადა სხვათა მიერ დაშვებული შეცდომის მშვიდად გამოსწორების სურვილი, არამედ იგრძენი უკმაყოფილება და მრისხანება, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ! თუ საქმეებში უმცირესი წარუმატებლობით დანაღვლიანდები, ხელს ჩაიქნევ და ჩვენთა საქმეთა წარმმართავ საღვთო განგებულებაზე ფიქრიც კი არ გაგამხნევებს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ! თუ საკუთარი გაჭირვება გულთან ახლოს მიგაქვს, სხვებისა კი არ გადარდებს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ! თუ სხვების, თუნდაც მტრების, სიდუხჭირე გახარებს, ახლობლების მოულოდნელი ბედნიერება კი გულს გწყვეტს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ!

თუ შენ ნაკლზე მოკრძალებული შენიშვნებსაც კი შეურაცხყოფად აღიქვამ, არარსებულ ღირსებათა შექება კი გსიამოვნებს, გახარებს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ!

კიდევ რა ნიშანი შეიძლება დაემატოს? მხოლოდ ერთი: თუ ადამიანს შიში იპყრობს, ესეც სიამაყის ნიშანია.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: `სული ამპარტავანი მონაი არს მოშიშებისა, რამეთუ ესავს ძალსა თვისსა, და ესმინ რა ხმა რაიმე, მეყვსეულად შეძრწუნდის... ამპარტავანნი მრავალნი შიშისაგან განცვიფრდის, რამეთუ სამართლად მისცემს უფალი ამპარტავანთა განსწავლად, რათამცა სხვანიცა შეშინდენ მათ მიერ და ისწაონ სიმდაბლე~ (21:4-5).

`უზესთაესი იგი ამპარტავნებისა საზღვარი არს, რომელი კაცი, კაცთა დიდებისათვის იჩემებდეს სათნოებათა მათ რომელნი არა აქუნდეს~ (25: 44).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

A

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 1309 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz