მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

წმიდა ეფრემ ასური – საშინელი სამსჯავრო
13.02.2010, 22:54
წმიდა ეფრემ ასური – საშინელი სამსჯავრო      მოვა დღე, ძმანო, აუცილებლად მოვა და არ აგვცდება დღე, როდესაც ადამიანი მიატოვებს ყველაფერს, მიატოვებს ყველას და მარტო წავა თავადაც ყველასაგან მიტოვებული, დამცირებული. გაშიშვლებული, უმწეო და არ ეყოლება, არც თანამდგომი, არც მეგზური, თუკი სიკვდილის დღემ მოუსწრო მას „იმ დღეს როცა არ ელის და იმ ჟამს, როცა არ არ იცის" (მათე 25-50)

როდესაც ადამიანი უზრუნველადაა, მხიარულობს, გართულია ამაოებით, ტკბება სიმდიდრით, ფუფუნებაშია, მოულოდნელად მოვა ის საათი, და ყველაფერს ბოლო მოეღება; მცირედი ციებ-ცხელება და ყველაფერი ხრწნადი გახდება, ამაო გახდება, რადგან ერთი ტკივილიანი ბნელი ღამე – და ადამიანი წავა საუკუნოდ იქ, სადაც წაიყვანენ.

აუცილებლად დაგჭირდება მაშინ, ადამიანო, მეგზური, თანამდგომი, სულთან განშორების ამ ჟამს მხსნელი ლოცვა დაგჭირდება და დიდი იქნება მაშინ შენი შიში, დიდი იქნება შენი ძრწოლა, რადგან დიდია საიდუმლოება სიკვდილისა და დიდი გადატრიალება ხდება ამა სოფლიდან იმ ქვეყნად სულის გადასვლის ჟამს.

თუ ამ დედამიწაზე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებისას გვესაჭიროება გამცილებელი და ხელმძღვანელი, მით უმეტეს საუკუნო უსასრულობისკენ გადასვლისას, საიდანაც არავინ დაბრუნებულა, დაგვჭირდებიან მეგზურნი! დიდი საიდუმლოება დევს გარდაცვალებაში და არავის ძალუძს ახსნას ეს საშინელი საიდუმლო.


საშინელი სამსჯავრო

რაღაც საშინელს და ამაზრზენს განიცდის იმ წუთას სული, ხოლო უზრუნველად მიწაზე მყოფებმა არავინ არ ვუწყით ამის შესახებ არაფერი. შემჩნეული გაქვთ მომაკვდავ და სიკვდილთან ბრძოლაში მყოფ ადამიანთა მდგომარეობა? – რა საშინელ დღეში არიან ისინი? რა შფოთში? ხედავთ, თუ როგორ ამოიოხრებენ ხოლმე? როგორ ასხამთ ცივი ოფლი, აქეთ-იქით ატრიალებენ თვალებს, ზოგი კბილებს აღჭრიალებს, ბევრი თმებს იგლეჯს თავზე, როგორ წამოხტებიან ხოლმე ლოგინიდან და შეძრწუნებულთ გაქცევა სურთ სიკვდილიდან; როგორ ხედავენ იმას, რაც ადრე არ ენახათ; ესმით ზეციური მეუფეების ხმები, ითმენენ იმას, რასაც აქამდე ვერ ითმენდნენ, ეძებენ მეგზურს, მხსნელს – და არავინ ემგზავრებათ, ეძებენ მანუგეშებელს, და ვერავინ ანუგეშებს მათ, ვერც ვერავინ ბედავს ამას, რადგან ჩვენ თავადაც შეშინებულები უმწეოდ ვეკითხებით მომაკვდავს: „როგორ გრძნობ ახლა თავს? ნუ გეშინია, ღმერთი ყოვლადმოწყალეა!" მაშინ ჩვენც ვტირით და არ გვამოძრავებს მათდამი ფარისევლური სიყვარული, აღარც ამაოებაზე ვფიქრობთ, არამედ იმ წუთას მათით შეძრწუნებულები ჩვენ საკუთარ თავს დავსტირით!

ამა სოფლიდან წამსვლელი ყველას მოგვმართავს და ამბობს:

„მშვიდობით, მშვიდობით – ძმანო! ჩემო კეთილო ძმანო! ახლა ბეჯითად ილოცეთ ჩემზე, ამ ბოლო ჟამს შორ გზაზე მივდივარ, იმ გზაზე, რომლითაც ჯერ არ მივლია, ახალ ქვეყანაში მივდივარ, საიდანაც არავინ დაბრუნებულა, ბნელ მიწაში მივდივარ, სადაც არ ვიცი რა დამხვდება – ღრმა ჯოჯოხეთში, საიდანაც არავინ მობრუნებულა!

მშვიდობით, ჩემო საყვარელო ძმანო, აღარ მყავს არავინ! მშვიდობით, მეგობრებო, აღარა ვარ თქვენი მეგობარი! უცხო ვარ თქვენთვის! მშვიდობით, მშვენიერო მიწიერო ზმანებებო, ჩემთვის უკვე აზრი დაკარგა ყველაფერმა, აღარ არის ჩემთვის უკვე დიდებული ამსოფლიური აღარანაირი სილამაზე, არამედ შიშით ვძრწი და ვტირი!

შემინდეთ, მოყვასნო ჩემნო, ცოტა ხანში თქვენც წახვალთ იქ, სადაც ახლა მე მივდივარ, დააჩქარეთ სინანული… იქ გელით, დააჩქარეთ ჩემთან მოსვლა, და დაგელოდებით, ხოლო ჩვენ უკვე წამსვლელები აღარ დაგიბრუნდებით, ვეღარ გნახავთ!

ამქვეყნად რაც შევისწავლეთ, ის ვიცით მხოლოდ, რასაც ვიქმოდით, იმას მივიღებთ საზღაურად; აგერ, მივდივართ და აღარ დაგიბრუნდებით, თუ რამ შევწირე, იქ დამხვდება და თუ რაიმე დავიტოვე ამ მიწაზე, რა სარგებელი მექნება იმ ქვეყნად? თუ ვინმეს მივუტევე, მეც სიკვდილის ამ ჟამს მომეტევება, და თუ ვინმე დავიცავი, მის გამო ვპოვებ დაცვასაც, და თუ ვინმე ვიხსენი, ეს დამეხმარება! მტანჯველი და მძიმეა ჩემთვის ამ საათს ჩემი სულის გარდასვლა იმ ქვეყანაში, რომელსაც მე არ ვიცნობ!

ყველაზე აუტანელი ეს ბოლო საათია ჩემი ცხოვრების, რამეთუ მოუმზადებელი მივდივარ, უკუნეთია ჩემი ცხოვრების ეს ღამე, რამეთუ მოკვეთილი ვარ უფლისგან, როგორც ხმელი და უნაყოფო ხე. მძიმეა ჩემთვის ეს გზა, რამეთუ არ გამაჩნია კეთილი დამრიგებელი, ხოლო, თქვენ მწარე ცრემლით დამიტირეთ და მომეხმარეთ, ძმანო, უფლისადმი თქვენი ლოცვით მომეხმარეთ…იყავით გულმოწყალენი, ილოცეთ ჩემზე, რამეთუ იქნებ თქვენი ლოცვით ხსნა მოვიპოვო.

რისთვის უნდა დამინთოთ ბევრი სანთელი? არ აღმინთია მე ჩემი სულის ნათება! რად უნდა შემმოსოთ ნათელ სამოსში, არ შემოსილა ჩემი სული არანაირი ღვთიური ნათელით! რისთვის უნდა განმბანოთ წყლით? არ დამიღვრია ჩემი ცოდვებისათვის სინანულის ცრემლები, ვითარცა წყლები! რისთვის უნდა მომათავსოთ წმინდანების მსგავსად სასახლეში? არც ჩემი ცხოვრების წესით და არც ზნეობით, არა ვარ მათ მიმსგავსებული!

ჰოი, როგორ ვატყუებდი საკუთარ თავს! როგორ ვიმშვიდებდი თავს და ვამბობდი: „ჯერ ახალგაზრდა ვარ, ცხოვრებით დავტკბები, ამა სოფლის სიამეებს ვიგემებ, მერე კი მოვინანიებ, ღმერთი კაცთმოყვარეა და უსათუოდ შემინდობს!" ასე ვმსჯელობდი ყოველ დღე და უგვან ცხოვრებას ვეწეოდი!

მასწავლიდნენ სამსჯავროზე და არ ვისმენდი, მმოძღვრავდნენ ჯოჯოხეთზე, და მე კი უზრუნველად ვიცინოდი, ვისმენდი სახარებას, და ღვთისათვის ვერაფერს ვთმობდი, სიცოცხლეს კი ვამთავრებ, ისე, რომ ვითომდაც არაფერი მსმენია ღმერთის სამსჯავროზე!

ყოველდღე ვისმენდი სიკვდილზე, მაგრამ დავცინოდი მის მოშიშთ და ისე ვცხოვრობდი როგორც უკვდავი, ახლა კი მოუმზადებელი მივდივარ ამ ცხოვრებიდან და აღარავინ მყავს დამხმარე! წამასწრეს ანგელოზებმა მოუნანიებელს, უზიარებელს და აღარავინა მყავს მხსნელი! ლოცვას აღვავლენ, მაგრამ აღარავინ ისმენს, მე მსჯიან და არავინ არის გამომხსნელი ამ სასჯელიდან! რამდენჯერ გადავწყვიტე მონანიება და ისევ ვიმეორებდი ცოდვას! რამდენჯერ მივეახლე უფალს და ისევ განვეშორე! რამდენჯერ შემინდო მან გულმოწყალემ და ისევ გავანაწყენე! და, აი, მივდივარ გაჭირვებული, უმწეო, გაშიშვლებული, სიბნელით მოცული…რამდენი მშვენიერი სიკეთე მომცა ღმერთმა და უმადურობით და უზნეობით ვარისხებდი ყოველთა მეუფეს…

ასე გვესაუბრებიან ხშირად მომაკვდავნი და უფალს მწარე გოდებით ევედრებიან, უცბად ენა ებმევათ, ბაგეები უდუმდებათ, ხმა უწყდებათ, რადგან დგება ბოლო წუთი სულისა და ხორცის საშინელი განშორებისა!

რა არის ადამიანი? – არარაობა!
რა არის ადამიანი? – მატლი!
რა არის ადამიანი? – ფერფლი!
რა არის ადამიანი? – აჩრდილი!
რა არის ადამიანი? – ლანდი!

კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 1208 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz