მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი
06.05.2010, 18:02
                                          ნაწილი პირველი                                                                                                                    ძმებო! სახარების შუქზე დავაკვირდეთ უფალ იესო ქრისტეს ხასიათს: დავინახავთ, რომ მისთვის მოყვასის ცოდვები, თუნ- დაც ძალიან მძიმე, არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი; ასევე მთელ სახარებაში ვერსად შევხვდებით მოციქულთა დაბრკოლების მაგალითს. პირიქით, ფარისევლებისთვის ყველაფერი დამაბრკოლებელია, დამაბრკოლებელია თვით ყველაზე სრულყოფილი, განკაცებული ღმერთი; იმდენად დამაბრკოლებელია, რომ მსჯავრს დებენ მას, როგორც დამ- ნაშავეს, სამარცხვინო სიკვდილით კლავენ ჴ მაცხოვარს ორ ავაზაკს შორის კიდებენ ჯვარზე! აქედან თავისთავად გამო- დის დასკვნა, რომ დაბრკოლებისაკენ მიდრეკილება არის სუ- ლის მძიმე სნეულება, ფარისევლობის ნიშანი. ყურადღებით ვადევნოთ თვალი საკუთარ გულს და სულიერი განსჯის შემ- წეობით ჩავკლათ მასში მოყვასის საქციელით დაბრკოლების გრძნობა. სახარება წმინდა, ყოვლად წმინდა წიგნია! როგორც ანკარა წყალში აღიბეჭდება მზე, ისე აისახება ქრისტე სახარებაში. ვისაც  სურს, იხილოს ქრისტე, მან გული და გონება სინანუ- ლით უნდა განიწმინდოს! მაშინ იხილავს სახარებაში ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს, დაცემული კაცობრიობის მაცხოვარს, სახარებაში დაინახავს, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქრისტეს მოწაფეს, რომელიც მოწოდებულია თვით უფლისაგან ისწავ- ლოს სიმდაბლე და სიმშვიდე. ამ ღმრთის მობაძავ სათნოებებში ჰპოვებს იგი ნეტარ მშვიდობას საკუთარი სულისათვის. 394     ნაწილი პირველი ნაწილი პირველი ერთხელ უფალი მეზვერე მათეს სახლში შევიდა ჴ ეს მაშინ იყო, როდესაც მეზვერე მოციქულად უნდა მოექცია. განხორ- ციელებული ღმერთი ცოდვილთა შორის მიუჯდა ტრაპეზს. ფარისევლები დაბრკოლდნენ მის დანახვაზე და უფლის მოწა- ფეებს ეუბნებოდნენ: "რაჲსათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი?" (მათ. 9,11). თქვით, ფარისეველნო, რატომ უწოდებთ ამ ადამიანებს ცოდვილებს? განა უფრო სწორი არ იქნებოდა, მათთვის ნე- ტარები და ბედნიერები, ანგელოზები და ქერუბინები გეწო- დებინათ, რადგან მათ შორის ღმერთმა ინება დაჯდომა? განა არ გიჯობთ თქვათ: "ჩვენც ცოდვილები ვართ! ჩვენც მიგვიღე, მოწყალეო უფალო, შენს ფეხთა ქვეშ. როგორც ჩანს, ეგ ცოდ- ვილები შენ, გულთამხილავმა და ჭეშმარიტმა მსაჯულმა, ჩვენზე უკეთესებად მიიჩნიე, ამიტომაც გვერდი აგვიარე და მათთან დაჯექი. ეტყობა, ჩვენი ცოდვები შენს წინაშე აღე- მატება მათ ცოდვებს. შენ მათთან ერთად ზიხარ: ჩვენ კი ნება მოგვეცი შენს ფეხებს მაინც ვემთხვიოთ". მაგრამ არ ასდით სიმდაბლის წმინდა სურნელი ბნელ მარ- თლებს, დაცემული კაცის ბუნების სიმართლით, ყალბი სიმარ- თლით, დემონური სიმართლით მდიდრებს. ისინი კადნიერად განიკითხავენ უფალს, განიკითხავენ ცოდვილებს, რომლებიც უფალმა მიიღო და რომლებიც ამგვარად ჭეშმარიტი მართალ- ნი გახდნენ; ისინი უარყოფენ უფალს და ამბობენ, თქვენი მოძ- ღვარიო, _ ამით მიანიშნებენ, რომ არ აღიარებენ მას თავიანთ მოძღვრად. უფლის პასუხი ჴ ეს არის პასუხი ფარისეველთა დაფარუ- ლი ნაკლის ყველა მიზეზზე, მათი სულის ყველა მდგომარეო- ბაზე. ეს პასუხი შეიცავს ადამიანის ყალბი სიმართლის საში- ნელ განსჯასა და უარყოფას უფლისაგან, იმ სიმართლისა, მოყვასის განკითხვასთან არის რომ არის შეერთებული. "არა 395უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათ. 9, 12-13). ერთხელ, შაბათ დღეს, უფალმა თავის წმ. მოწაფეებთან ერ- თად პურის ყანებს შორის გაიარა. მოწაფეებს მოშივდათ, რამ- დენიმე თავთავი მოწყვიტეს და გასუფთავება დაუწყეს, რათა შეეჭამათ. ფარისევლებმა უთხრეს უფალს: "აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ არს შაბათსა შინა საქმედ" (მათ. 12, 2). უფალმა შეახსენა მათ დავითი და მღვდლები, რომელთაგან პირველმა დაარღვია საწესჩვეულებო კანონი, მეორენი კი სჯულის თანახმად არღვევენ სჯულს და კვლავ მრისხანედ შეაგონებს ფარისევლებს: "უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, არამცა დაჰ- საჯენით უბრალონი" (იქვე, 7). დაბრკოლების გრძნობა ჴ როგორი დაჟინება, როგორი გაბოროტება სჩვევია მას! თავი ისე მოაქვს, თითქოს წვრილ- მანი სიზუსტით იცავს კანონის ფორმებს, ამსობაში კი სრუ- ლიად თრგუნავს კანონის არსს. პირქუშო და დაბრმავებულო ფარისეველო! გაიგე, რას გეუბნება უფალი: "წყალობა მნე- ბავს"! მოყვასის ნაკლოვანებას რომ დაინახავ, მოწყალე იყავი მის მიმართ: ეს შენი ვალია! დახმარება, რომელსაც შენ დღეს მას გაუწევ, ხვალ შეიძლება შენ დაგხვდეს წინ. შენ მხოლოდ იმიტომ ბრკოლდები, რომ ბრმა და ამპარტავანი ხარ! კან- ონის ზოგიერთ გარეგნულ მოთხოვნას ასრულებ და ამით თავი მოგწონს, მაგრამ გძულს და განიკითხავ მოყვასს, რომელსაც რაღაც წვრილმან ნაკლს ამჩნევ, მაგრამ ვერ ხედავ მასში დიდ, ფარულ სიკეთეებს, რომლებიც სათნოა ღმრთის წინაშე, ხოლო შენი ქედმაღალი, სასტიკი გულისათვის _ დამალული. შენ საკმარისად არ ჩაგიხედავს საკუთარ სულში, საკმარისად არ დაგინახავს საკუთარი თავი, მხოლოდ ამიტომ არ მიგაჩნია თავი ცოდვილად. ამიტომაც არ არის შენი გული შემუსრვილი, არ არის სავსე სინანულით და სიმდაბლით; ამიტომაც არ გეს- 396მის, რომ ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, უფლის მოწყალება, ცხონება გჭირდება. საშინელებაა, როცა კაცი საკუთარ თავს ცოდვილად არ აღიარებს! ასეთებს უარყოფს უფალი: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათ. 9,13), ამბობს იგი. რა ნეტარებაა საკუთარ ცოდვათა ხე- დვა! რა ნეტარებაა საკუთარ გულში ჩახედვა! ვინც დიდხანს აკვირდება თავის გულს, იმას ავიწყდება, რომ ამქვეყნად მის გარდა კიდევ არიან ცოდვილნი. თუ ხანდახან მაინც შეხედავს მოყვასს, ყველა ანგელოზივით უბიწო და მშვენიერი ეჩვენება. თავისი ცოდვების, საკუთარი თავის შემხედვარე, იგი რწ- მუნდება, რომ სულის ცხონებისათვის ერთადერთი საშუალე- ბა დარჩენია ჴ ღმრთის მოწყალება. იგი ხედავს, რომ უხმარი მონაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცავს მცნებებს, არამედ იმიტომაც, რომ არასაკმარისად ასრულებს მათ ჴ ასეთი შეს- რულება უფრო დამახინჯებას წააგავს, ვიდრე შესრულებას. ხედავს რა, რომ თვითონ სჭირდება წყალობა, იგი უხვად უნ- აწილებს მას მოყვასს, მხოლოდ წყალობა ემეტება მისთვის: "უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხ- ვერპლი, არამცა დაჰსაჯენით უბრალონი... არა მოვედ წო- დებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე, 12, 7). მოწყალე უფალი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც არ უარყოფს შენანებულ მეზვერეებსა და მეძავებს, არც ფარისევ- ლებს უგულებელყოფდა: იგი მოვიდა, რათა განეკურნა კაცი ყველა სნეულების, მათ შორის ფარისევლობისგანაც; ეს სენი განსაკუთრებით ძნელად მოსარჩენია მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს სრულიად ჯანმრთელად მიიჩნევს და უარყოფს მკურნალსაც და მკურნალობასაც, პირიქით, თვითონ სურს სხვების კურნება და ნაზი თვალიდან ძლივსშესამჩნევი მტვრ- ის ნაწილაკების ამოსაღებად უმძიმეს ძელებს იყენებს. ერთ-ერთმა ფარისეველმა მიიწვია უფალი თავისთან ტრა- პეზზე. უფალი "შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯ- და" (ლუკ. 7, 36). როგორც ჩანს, ფარისეველს ჰქონდა რაღაც 397რწმენა უფლისა, მაგრამ მისი მიღებისას ისიც იანგარიშა, თუ რა პატივი სცა სტუმარს ამ მიწვევით. რომ არა ეს ანგარიში, რომელიც მის ღირსებებსა და სიმართლეს ეფუძნებოდა, მა- შინ რა შეუშლიდა ხელს, ღმრთაებრივ სტუმარს მიგებებოდა, მის წმინდა ფეხებთან განრთხმულიყო და მის წინაშე გადაე- შალა თავისი გული და გონება? მაგრამ მას ეს არ გაუკეთე- ბია. ფარისეველმა ხელიდან გაუშვა შემთხვევა, პატივი მიეგო მაცხოვრისათვის, როგორც მაცხოვრისათვის. ფარისევლის მიერ დაკარგულ შესაძლებლობას კარგად იყენებს ამ ქალაქ- ის მცხოვრები ერთი მეძავი. ძვირფასი მირონით სავსე ჭურ- ჭლით ხელში მიიჩქარის იგი იმ სახლისაკენ, სადაც ტრაპეზია გაშლილი, ცრემლით ალტობს მაცხოვრის ფეხებს და საკუ- თარი თმით აშრობს მათ, ეამბორება და მირონს სცხებს. ვერ ხედავს ბრმა ფარისეველი მის თვალწინ მომხდარ სიკ- ეთეს ჴ ეს სიკეთე ხომ მისი ცივი, მკვდარი გულის მხილები- სთვისაც მოხდა. განკითხვა და დაბრკოლება აღიძრა მის სულში და იფიქრა: "ესე უკეთუმცა იყო წინაჲსწარმეტყველი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამე- თუ ცოდვილ არს" (ლუკ. 7, 39). რატომ ამცირებ ღმერთს, უწოდებ რა მას მხოლოდ წინასწარმეტყველს? რატომ უწო- დებ ცოდვილს მას, ვინც შენზე უკეთ სცემს პატივს ღმერთს? შეშინდი, დადუმდი! აქ შემოქმედი მყოფობს! მას ეკუთვნის თავისი ქმნილებები; მას ძალუძს ერთნაირად მიუტევოს ადა- მიანს ხუთასი და ორმოცდაათი დინარი ვალი: იგი ყოვლად ძლიერია და უსასრულოდ მდიდარი. ფარისეველს, როგორც წესი, ეს მხედველობიდან რჩება! როდესაც ხედავს, რომ მის მოყვასს ხუთასი დინარი აქვს ვალი, აღარაფრად აგდებს სა- კუთარ ორმოცდაათ დინარს, არც კი მიაჩნია იგი ვალად, ამ დროს კი ღმრთის სამსჯავრო ღაღადებს, რომ ვერც ერთი ვერ გადაიხდის ვალს, ორივეს ერთნაირად სჭირდება მიტევება: "და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა" (ლუკ. 7,42). სიმდაბლის ნაკლებობა, რომლისგანაც ფარისევლის სნეულება წარმოსდგება, უკიდურესად უშლის ხელს სულიერ 398წარმატებას. მაშინ, როდესაც მძიმე ცოდვით დაცემულნი მო- შურნე გულით და შემუსრვილი სულით ინანიებენ, ავიწყდებათ მთელი ქვეყანა, მუდამ საკუთარი ცოდვა უდგათ თვალწინ და მას გლოვობენ ღმრთის წინაშე, ფარისევლის მზერა გაორე- ბულია. საკუთარი ცოდვა, რომელიც უმნიშვნელოდ ეჩვენება, მთელ მის ყურადღებას არ იპყრობს. მან იცის, ახსოვს ზო- გიერთი თავისი კეთილი საქმე და მათზე ამყარებს სასოებას. ამავე დროს ხედავს მოყვასთა ნაკლოვანებებს, ადარებს მათ თავისას და იმ დასკვნამდე მიდის, რომ მისი ნაკლოვანებები მსუბუქია და იოლად მისატევებელი. რაც უფრო იზრდება მის თვალში საკუთარი სიმართლე, მით უფრო კლებულობს მადლისმიერი განმართლება, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა მონანულთ. ამისგან სუსტდება, ქრება სინანულის გრძნობა. სინანულის გრძნობის მოკლებასთან ერთად ძნელდება სული- ერი წარმატების გზაზე სვლა, ხოლო სინანულის გრძნობის გაქრობასთან ერთად ადამიანი სულის ცხონების გზიდან სა- კუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისა და ხიბლის გზას ადგება. მისთვის უცხო ხდება წმინდა სიყვარული ღმერთისა და მოყვა- სის მიმართ. "მიეტევნეს მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედ მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს" (ლუკ. 7, 47), თქვა უფალმა ნეტარი ცოდვილი დედაკაცის შესახებ. ფარისევლობის სენით შეპყრობილი კარგავს სულიერ წარმატებას. მყარია მისი გულის ნიადაგი, არ მოაქვს მო- სავალი. სულიერი ნაყოფიერებისათვის კი აუცილებელია სინ- ანულით დამუშავებული გული: დარბილებული, ლმობიერე- ბითა და ცრემლებით მორწყული. წარმატების დაკარგვა უკვე არსებითი დანაკარგია! მაგრამ ფარისევლობისგან შობილი ზიანი სულის უნაყოფობით როდი მთავრდება: მომაკვდინე- ბელ სნეულებას ხშირად დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ფარისევლობა არა მარტო უნაყოფოდ ხდის ადამიანის კეთილ საქმეებს, არამედ ბოროტებად აქცევს მათ სულისთვის და ხდება ღმრთის წინაშე მისი განსჯის მიზეზი. 399უფალმა ეს აღწერა იგავში მეზვერისა და ფარისევლის შეს- ახებ, რომლე- ბიც ერთად ლოცულობდნენ ტაძარში (ლუკ. 18). ფარისეველი თავის თავში ვერ ხედავდა სინანულის, გულის შემუსრვილების მიზეზს, პირიქით, ფიქრობდა, რომ შეეძლო თავიც მოეწონებინა და კმაყოფილიც ყოფილიყო. მან იცოდა, რომ მარხვას ინახავდა, მოწყალებას გასცემდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა იმ ნაკლოვანებებს, რომლებსაც სხვებში ხედავდა (ანდა ეგონა, რომ ხედავდა) და რომლებიც აბრკოლებდა. ვამ- ბობ, ეგონა, რომ ხედავდა-მეთქი, რადგან დაბრკოლებას დიდი თვალები აქვს: იგი იმ ცოდვებსაც ხედავს მოყვასში, რომლე- ბიც მას საერთოდ არ გააჩნია და რომლებიც ფარისევლის მზაკვრულმა წარმოსახვამ შექმნა. ფარისეველი, იტყუებს რა თავს, მადლობას სწირავს ღმერთს თავისი სულიერი მდგო- მარეობისათვის. თავის ამპარტავნებას იგი ფარავს (და ისიც ემალება მას) ღმრთისადმი მადლიერების ნიღაბქვეშ. იმის გამო, რომ ზერელე წარმოდგენა აქვს სჯულზე, ფარისეველს ეჩვენება, რომ იგი სჯულის აღმასრულებელია და სათნოა ღმრთისათვის. მას ავიწყდება, რომ უფლის მცნება, მეფსალ- მუნის თქმით, "ფართო არს ფრიად" და "ცაჲ არაწმიდა არს მის წინაშე" (იობ. 15, 15), რომ ღმერთისთვის არ არის სათნო მსხვერპლი, თვით განსაკუთრებული მსხვერპლიც კი, თუ მას თან არ ახლავს და არ შეეწევა გული დამდაბლებული; რომ საღმრთო სჯული გულში უნდა ჩაინერგო, თუ გსურს, რომ ჭეშმარიტი, ნეტარი, სულიერი სიმართლე მოიპოვო. ამ სი- მართლის განცდა კაცის გულში სულის სიგლახაკის განცდით იწყება. თავმომწონე ფარისეველი ფიქრობს, რომ ღმერთს მადლობს და ადიდებს, როდესაც მიმართავს: "ღმერთო, გმად- ლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე" (ლუკ. 18, 11). ფარისეველი ჩამოთვლის აშკარა ვნებებს, რომლებიც ყველასათვის თვალსაჩინო შეი- ძლება იყოს, მაგრამ სულიერ ვნებებზე: ამპარტავნებაზე, მზა- კვრობაზე, სიძულვილზე, შურზე, პირმოთნეობაზე სიტყვასაც არ ამბობს. არადა, სწორედ მათგან შედგება ფარისეველი! მათ 400მოაქვთ სულისთვის სიბნელე და სიკვდილი, ისინი ართმევენ მას სინანულის უნარს! ისინი შრეტენ მოყვასისადმი სიყვარ- ულს და შობენ დაბრკოლების განცდას ჴ გულგრილობით, ამპარტავნებითა და სიძულვილით აღსავსეს! ამაო დიდებით შეპყრობილ ფარისეველს ჰგონია, რომ მადლობას სწირავს ღმერთს თავისი კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ღმერთი პირს იბრუნებს მისგან და საშინელი მსჯავრი გამოაქვს: "რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს" (ლუკ. 18, 14). როდესაც ფარისევლობა გაძლიერდება და განმტკიცდება, მთლიანად მოიცავს სულს, მაშინ კი საშინელ ნაყოფს ისხამს. არ არსებობს უსჯულოება, რომლის წინაშეც ის უკან დაიხევს. ფარისევლებმა გაბედეს სული წმიდის გმობა, ფარისევლებ- მა გაბედეს ეშმაკეული ეწოდებინათ იესო ქრისტესთვის; ფარისევლებმა მისცეს თავს იმის მტკიცების უფლება, რომ სოფლად მოსული მაცხოვარი საშიშია იუდეველთა საზოგა- დოებრივი კეთილდღეობისა და სამოქალაქო ყოფისათვის. და რისთვის დასჭირდათ მთელი ეს ჩახლართული გამონაგონები? იმისთვის, რომ გარეგნული სამართლიანობის, კანონების, რე- ლიგიის, საზოგადოების დაცვის ნიღაბქვეშ სისხლით დაერწ- ყულებინათ თავიანთი უძღები გაბოროტება, სისხლი მიეტანათ შურისა და ცუდმედიდობის საკურთხეველზე, რათა ღმერთის მკვლელობა აღესრულებინათ. ფარისევლობა საზარელი სუ- ლიერი შხამია, საშინელი სულიერი სნეულებაა. ვცადოთ ფარისევლის კონტურების მოხაზვა სახარების მიხედვით, რათა ყოველმა, ვინც ამ საშინელ, საზარელ გამო- სახულებას დაინახავს, გულმოდგინედ დაიცვას თავი უფლის ბრძანებისამებრ: "ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲ- სა" (მათ. 16, 6), ანუ მათი აზროვნების წესისასგან, კანონები- საგან, მთელი ფარისევლური განწყობისაგან. ფარისეველი, კმაყოფილდება რა რელიგიის გარეგნული წეს-ჩვეულებების შესრულებით და ზოგიერთი ხილული კეთი- ლი საქმით, რომლებიც არც წარმართთათვის არის უცხო, მონურად ემსახურება ვნებებს, ოღონდ მუდმივად ცდილობს 401მათ დამალვას, უმეტესწილად თვითონაც ვერ ხედავს მათ სა- კუთარ თავში, და ეს ვნებები იწვევენ მასში სრულ სიბრმავეს ღმერთისა და მთელი საღმრთო სწავლების მიმართ. საკუთარ თავში სულიერი ვნებების მოქმედების შეცნობას ანუ ხედვას სინანული იძლევა, მაგრამ ფარისეველი მიუწვდომელია სინ- ანულის გრძნობისათვის. როგორ უნდა შეიმუსროს, როგორ უნდა განიმსჭვალოს ლმობიერებით, როგორ უნდა დამდაბლ- დეს გული, რომელიც კმაყოფილია საკუთარი თავით? და რა- კიღა სინანული არ ძალუძს, მას არც ღმრთის მცნებათა ნათ- ლის ხედვა შეუძლია, რადგან სწორედ ისინი განანათლებენ გონების თვალს. ფარისეველი თუმცა კი კითხულობს წმ. წერ- ილს, თუმცა კი ხედავს მასში ამ მცნებებს, მაგრამ იმდენად არის დაბრმავებული, რომ ვერც კი ამჩნევს მათ: ისინი ვერ ხვდებიან მისი თვალთახედვის არეში, და ფარისეველი მათ თა- ვისი უაზრო, მახინჯი ნააზრევით ცვლის. რა შეიძლება იყოს უფრო უცნაური და შეუსაბამო, ვიდრე ფარისევლის ეს მსჯ- ელობა, სახარებაში მოყვანილი? "რომელმან ფუცოს ტაძარ- სა ამას, არარაჲ არს, ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს" (მათ. 23, 16). ფარისეველი არაფრად აგდებს ღმრთის მცნებებს, საღმრთო სჯულის არსს, და ცდი- ლობს გარეგნული წვრილმანების დახვეწილ შესრულებას, თუნდაც ეს მცნებების აშკარა დარღვევა იყოს. უფლის წმინდა მცნებებს, რომლებშიც საუკუნო ცხოვრება მდგომარეობს, ფარისეველი სრულიად უყურადღებოდ ტოვებს, საერთოდ ივიწყებს! "ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსა- სა და ძირაკისასა და და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისაჲ ჴსამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ... წინამძღვარ- ნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ!" (მათ. 23, 23-24). ყველაზე დაფარული სულიერ ვნებებს შორის ცუდმედიდო- ბაა. ეს ვნება ყველა სხვაზე მეტად ინიღბება ადამიანის გულის წინაშე, ისეთ სიამოვნებას გვრის მას, რომ კაცს ხშირად სინ- დისის სიმშვიდედ, საღმრთო ნუგეშინისცემად წარმოუდგება. 402სწორედ ცუდმედიდობის ცომით არის მოზელილი ფარისევე- ლი. იგი ყველაფერს აკეთებს კაცთაგან დიდების მისაღებად. მას უყვარს, როდესაც მისი მოწყალებაც, მარხვაც, ლოცვაც მოწმეთა წინაშე ხდება, არ ძალუძს იყოს ქრისტეს მოწაფე, რომელიც თავის მიმდევრებს უბრძანებს, არად ჩააგდონ კაცთაგან მიღებული დიდება და შეურაცხყოფის,  ნაკლუ- ლევანების, განსაცდელების გზით იარონ. ჯვარი ქრისტესი ფარისევლისათვის დაბრკოლებაა. მას სჭირდება ალექსან- დრე მაკედონელის ან ნაპოლეონის მსგავსი მესია, დიდებით გარემოსილი, ნადავლით სავსე დამპყრობელი! აზრი ზეციურ, სულიერ, ღმრთაებრივ დიდებაზე, თვით საუკუნო ცხოვრე- ბაზე მიუწვდომელია მისი სულისთვის, რომელიც მიწას არის მიჯაჭვული, მიწიერ ფერფლსა და ხრწნილებაში ჩაფლული. ფარისეველი ვერცხლისმოყვარეა. მისი გული იქ არის, სა- დაც მისი საუნჯეა. იქ არის მისი სარწმუნოება, სასოება, სი- ყვარული! ბაგით იგი აღიარებს ღმერთს, გულით კი უარყოფს მას. ფარისეველს არ გააჩნია ღმერთის არსებობის განცდა, ვერც ღმრთის განგებას ჭვრეტს, გამოცდილებით არ იცის, რა არის შიში ღმრთისა. მისთვის არც ღმერთი არსებობს, არც მოყვასი; იგი მთლიანად მიწიერი, მთლიანად ხორციელია, მთლიანად სულიერი ვნებების ძალაუფლების ქვეშაა, მათ მიერ არის მართული. ფარისეველი ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად; მის გულში აღმართულია კერპი, რომელსაც "მე" ეწოდება; ამ კერპს განუწყვეტლივ უკმევენ საკმეველს, განუწყვეტლივ სწირავენ მსხვერპლს. განა შესაძლებელია, რომ აქ ყოვლად წმინდა ღმერთის მსახურება საძაგელი მსხვერპლის მსახ- ურებას შეუერთდეს? ასეთი სული საშინელ სიმარტოვეშია, საშინელ სიბნელეში, მასში სიკვდილი სუფევს. ესაა ბნელი გამოქვაბული, სადაც მხოლოდ მძვინვარე მხეცები ცხოვრობენ კიდევ უფრო მძვინვარე ავაზაკებთან ერთად. ესაა კუბო, რო- მელიც გარედან შემკულია კაცთა თვალისათვის, ასე ადვილად რომ ტყუვდება, შიგნით კი ცარიელი ძვლებით, სიმყრალით, 403მატლებით, ღმრთის წინაშე საძაგელი ათასი უწმინდურებით არის სავსე. ფარისეველს, რომლისთვისაც უცხოა ღმერთი, აუცილე- ბლად სჭირდება კაცთა წინაშე ღმრთისმსახურად გამოჩნდეს: იგი ყოველგვარი უსჯულოებით სავსეა, თავი კი ქველმოქმე- დად მოაქვს, საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად ცდი- ლობს თავის საქციელს სიკეთის სახე მისცეს. ფარისევლისათ- ვის აუცილებელია ნიღაბი. მას სრულიადაც არ სურს, იყოს ჭეშმარიტად ქველმოქმედი და ღმრთისმსახური, მხოლოდ ის უნდა, რომ ადამიანები ხედავდნენ ასეთად. ამიტომ ფარისევე- ლი თვალთმაქცობას მიმართავს. მასში ყველაფერი გამოგო- ნილია, ყველაფერი შეთხზული! საქმე, სიტყვა, მთელი მისი ცხოვრება უსასრულო ტყუილია. მისი გული, ბნელი ჯოჯოხ- ეთის მსგავსად, ათასი ვნებით და ცოდვით, განუწყვეტელი ტანჯვით არის სავსე, და ეს ჯოჯოხეთური გული მოყვასის მიმართ განკითხვისა და დაბრკოლების არაადამიანური, მო- მაკვდინებელი განცდით არის განმსჭვალული. ფარისეველი, რომელიც ცდილობს მართალი ჩანდეს კაცთა წინაშე, მაგრამ სინამდვილეში სატანის ნაშობია, საღმრთო სჯულიდან იღებს ზოგიერთ დეტალს, თავს იმკობს ამ გარეგნული დეტალე- ბით, რათა გამოუცდელმა თვალმა ვერ იცნოს მასში ღმერთის მტერი, მიენდოს მას, როგორც მეგობარს, და მისი მსხვერპლი გახდეს. ფარისეველი მოყვასში ბოროტებას, ნაკლს, სჯულის გარდასვლას როდი განიკითხავს. არა! როგორ შეუძლია მას, ბოროტების ძმას და მეგობარს, მისი განკითხვა? ფარისევლის ისრები სათნოებისაკენ არის მიმართული. მაგრამ იმისათვის, რომ ეს დარტყმები მიზანს მოხვდეს, იგი ცილს სწამებს სიკ- ეთეს, ბოროტებას მიაწერს მას, ბრკოლდება ამ "ბოროტე- ბით" და თითქოს მას ებრძვის, სინამდვილეში კი მისთვის საძულველ ქრისტეს მონას კლავს. ფარისეველო! შენ სჯი ადამიანს, რომელსაც არ ჩაუდენია ის დანაშაული, შენ თვი- თონ რაც მიაწერე? მაშ, იგივე  სასჯელი გეკუთვნის, ისევე, როგორც შენს მიერ გამოგონილი დანაშაული. ნუთუ ის გახ- 404არებს, რომ ქრისტეს მოწაფე, ბაძავს რა თავის მოძღვარს, უს- იტყვოდ სვამს სასმისს, რომელიც შენ განუმზადე? უბადრუკო! გეშინოდეს თვით ამ სულგრძელი და საიდუმლო დუმილისა! როგორც ახლა დუმს ქრისტეს მოწაფე ქრისტეს გულისთვის, ისევე დაიქუხებს უფლის სიტყვა საშინელ სამსჯავროზე მის ნაცვლად, ამხილებს უსჯულოს, რომელიც ვერ იცნეს ადამიან- ებმა, და საუკუნო სატანჯველში გაუშვებს მას. ფარისევლებმა თვით ღმერთკაცს შეუთხზეს დანაშაული, თვით იგი დასაჯეს, იყიდეს მისი სისხლი, თავი კი ისე დაიჭირეს, თითქოს ვერ იც- ნეს. დედამიწაზე უდიდესი უსჯულოება ფარისევლებმა აღას- რულეს. ისინი ყოველთვის ერთგულნი იყვნენ და დღემდე ერთ- გულნი რჩებიან თავიანთი ჯოჯოხეთური არსისა. ფარისევლები მთავარი მტრები არიან ჭეშმარიტი ქრისტიანული სათნოე- ბებისა და ღმრთისმოშიშებისა, უკან არ იხევენ არავითარი დანაშაულის, არავითარი ხერხის წინაშე. მათ წინააღმდეგ ღაღადებს უფლის განჩინება: "გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო! ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? ამისთვის აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყველნი, ბრ- ძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს- აცუნეთ და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენ- თა და სდევნეთ ქალაქითი ქალაქად; რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარი- აჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალით შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა" (მათ. 23, 35-36). აღსრულდა და კვლავაც სრულდება ქრისტეს სიტყვები: ფარისეველთა ცომით დასნებოვნებულნი დღემდე შეურიგებელი მტრები არიან ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეებისა, სდევნიან მათ ხან აშკარად, ხანაც ცილისწამებით შენიღბულნი; ხარბად, დაუ- ღალავად ეძიებენ მათ სისხლს. უფალო იესო ქრისტე! შეეწიე შენს მონებს, მიჰმადლე მათ შენი ცნობა და იმის უნარი, რომ 405შენ შემოგიდგნენ, შენ, რომელიც "ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და ვითარცა კრავი წინაშე მრისველისა თვი- სისა უხმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა" (ეს. 53, 7). მიეც მათ ძალა, გონების წმინდა თვალით გხედავდნენ შენ და ტანჯვა ნეტარი მდუმარებით დაითმინონ, თითქოს ყველაფერი შენს თვალწინ ხდებოდეს, გამდიდრდნენ მადლისმიერი ნიჭე- ბით, იგრძნონ საკუთარ თავში მშვიდობისმყოფელი სუნთქვა სული წმიდისა, რომელიც ამცნობს შენს მონას: შეუძლებელია შენთან მოსვლა სხვა გზით, გარდა მწუხარებათა სასმისთან ზიარებისა, შენ რომ გამოირჩიე ამ სოფელში შენთვის და შენს ერთგულთათვის.
კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 1706 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz