მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 5 » მსოფლიო პატრიარქი ბართლომე იწვევს სვინაქსისს
21:33
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე იწვევს სვინაქსისს
როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ა.წ. 1-2 სექტემბერს კონსტანტინოპოლში იწვევს სინაქსისს (კრებას), რომელზეც მიიწვია ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქები, ასევე კვიპროსის მთავარეპისკოპოსი. კრების მიზანია

მკვდარი წერტილიდან დაძრას იმ კომისიის მუშაობა, რომელიც VIII მსოფლიო კრების მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. ეკლესიის სწავლებით (წინასწარმეტყველებით)VIII მსოფლიო კრება ავაზაკთა კრება იქნება, რომელიც შემოიტანს ანტიმართლმადიდებლურ სიახლეებს ეკლესიაში და გამოიწვევს შფოთს, დაპარისპირებებსა და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, განხეთქილებებს ეკლესიაში http://www.peace.ge/pdf/Papisa_da_BarTlomes_antimarTlmadidebluri_qmedebani.pdf.

ბართლომეს ტაქტიკა შემდეგია: მას სურს რომ კრების მოწვევამდე ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან განიხილოს პრობლემატური საკითხები და შესთავაზოს მათთვის მისაღები ვარიანტი, ანდა შეძლებისდაგვარად გამოძებნოს კომპრომისული ვარიანტი. მაგალითად საქართველოს ადგილობრივ ეკლესიასთან ბართლომეს სავაჭროდ აქვს დიპტიხის საკითხი.

დიპტიხში მაღალ ადგილზე პრეტენზიას კვიპროსის ეკლესიაც აცხადებს. არ არის გამორიცხული, კვისპროსის მთავარეპისკოპოსის მიწვევა კონსტანტინოპოლის კრებაზე სწორედ დიპტიხის თემას უკავშირდებოდეს.

ჩვენ ვწერდით საქართველოში გრკვეული ეპისკოპოსებისა და მათი ფრთის ქვეშ მყოფი ზოგიერთი მღვდლის მიერ თავიანთ ეპარქიება და სამწყსოებში დიდ და მიძინების მარხვაში თევზით გახსნილების კურთხევების გაცემის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ეკლესიის ტიპიკონს და ამის უფლება, არამც თუ ეპისკოპოსს, პატრიარქსაც არა აქვს. ჩვენ ვთვლით ეს ქმედებები სწორედ VIII მსოფლიო კრების წინმსწრები ღონისძიებებია და ასეთმა თვითნებურმა განმაახლებლურმა ქმედებებმა ხელი უნდა შეუწყოს ავაზაკთა კრების მომზადებასა და ჩატარებას. ჩვენ იმასაც ვწერდით, რომ საქართველოში ამის მოქმედი ეპისკოპოსები ის ეპისკოპოსებია, რომლებიც, როგორცა ჩანს და რაზეც მათი კონსტანტინოპოლში არაოფიციალური ვიზიტიც მიგვანიშნებს, ბართლომეს კალთის ქვეშ ცდილობენ დავანებას. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მათი ანტიეკლესიური კურთხევები მარხვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით სწორედ ბართლომეს ინსტრუქციებით ხდებოდეს. რამდენიმე წლის წინ ბართლომე ხომ დაემუქრა ჩვენს პატრიარქს, რომელიც ვერ დაიყოლია ეკუმენისტურ ქმედებებზე და ხელი ვერ მოაწერინა დოკუმენტებზე, რომელთა მიზანიც იყო საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში დაბრუნება (თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით), რომ პრობლემებს შეუქმნიდა მას. როგორც ჩანს ბართლომე „სიტყვის კაცია" და იმ მუქარის შემდეგ მალევე შეექმნა ჩვენს პატრიარქს პრობლემები. ასეთი იყო, მაგალითად, 2004 წ. პატრიარქის ეკლესიის მართვიდან ჩამოცილების მცდელობა (ე.წ. სამთა სინოდი), რომელსაც იმ ჯგუფის ეპისკოპოსები ახორციელებდნენ, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. ეს ინფორმაციები უკვე ინტერნეთშიც გავრცელდა, რომლებშიც დოკუმენტურადაა აღწერილი ეპისკოპოსთა გარკვეული წრის ქმედებათა შესახებ.

(http://www.facebook.com/profile.php?id=100002634024263 ).

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი
ნანახია: 701 | დაამატა: paterzaqaria | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz