მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

აუდიო არქივი [26]
ახალი ამბები [60]
საეკლესიო დღესასწაულები ( церковные праздники) [5]
ისტორიის ანალები (страници истории) [7]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » სტატიები » ისტორიის ანალები (страници истории)

ეფრემ მცირე


უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების


სულიერსა მამასა ჩუენსა და პატიოსანსა ეკლესიარხსა ჩუენ ქართველთასა, მღდელსა უფლისასა იოანეს კჳრიკესსა ყოვლად მცირე და უღირსი სახისა და სახელისაჲ ეფრემ მონაზონი თაყუანის-ცემით მოგიკითხავ.

ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა სრულ იქმნა გულსმოდგინებაჲ შენი წიგნისა ამისთჳს სადღესასწაულოჲსა, რომელი შენ იწროებასა შინა ჟამთასა უხუჱბით განვრცომითა გონებისაჲთა მოუგე საზოგადოსა მაგას ნიჭსა ნათესავისა ჩუენისასა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისასა, რომელი ვითარცა საწყაული კეთილი და განმყოფელი იფქლისა ცხოვრებისაჲ ჭეშმარიტებით წმიდად მოდად) სახელდებულ არს, ჯერ-იყო ამასცა ზედა ჩემგან სრულ ყოფად ბრძანებაჲ შენი, რაჲთა წერით დაიდვას მას შინა მოსაჴსენებელი ოდეს მოქცევისა ჩუენისაჲ და თუ რომელთა წიგნთა შინა ბერძენთასა ჴსენებულ არს იგი, უჴმდეს თუ ვისმე გამომეძიებელთაგანსა ცნობად.

საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერვე ქადაგებითგან წმიდათა მოციქულთაჲთ, რაჟამს, წინაწარმეტყუელებისაებრ დავითისსა, ,,ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი", ერთად კიდეთა ამათგანად ითქუმის ჩუენთჳსცა მიმოსლვასა შინა წმიდათა მოციქულთასა ანდრია პირველწოდებულისა მიერ ქადაგებაჲ შორის ავაზგიაჲსა, რომელ არს აფხაზეთი და მიერ წარვლაჲ ოსეთად და კუალად ბართლომეს მიერ მიმოვლაჲ ჩრდილოეთისაჲ, რომელ არს ქართლი.

გარნა ამათ წმიდათა სამოციქულონი მოძღურებისა თესლთა ანეულნი მრავალ ჟამ დაიპყრნა ღუარძლმან მეკერპეთამან არა ხოლო ჩუენ შორის, არამედ თჳთ მათ ბერძენთაცა შორის, ვიდრე ჟამთადმდე მეორედ პავლედ ზეცით წოდებულისა დიდისა კოსტანტინესთა. ამის კეთილად მსახურისა მეფისა ჟამთა ღმერთმან, რომელმან დიდთა და მრავალთესლთა ტომთათჳს იზრუნა, არცა ჩუენ მცირენი დაგჳტევნა უღუაწად, არამედ ესრეთ განაგო კუალად აღმოწოდებაჲ ჩუენი, ვითარცა მოიჴსენებს თეოდორიტე საეკლესიოჲსა მოთხრობისა წიგნსა შინა თჳსსა ოცდამეოთხესა თავსა და იტყჳს ესრეთ:

,,ჰინდოთა უკუჱ ფრუმენტიოს მომყვანებელ ექმნა ღმრთის მეცნიერებად, ხოლო ქართველთა მათვე ჟამთა შინა დედაკაცი ვინმე, ტყუჱქმნული ჭეშმარიტებისა მიმართ, წინამძღუარ ექმნა, რომელი-იგი სამარადისოჲსა ლოცვისადა შემშჭუალულ იყო და ლბილ სარეცელ თჳსსა აქუნდა ძაძაჲ დარეცილ იატაკსა ზედა მიწისასა, ხოლო უმეტეს ყოველთა შუჱბათასა შეიტკბობდა მარხვასა, ვინაჲცა ამათ შრომათა მიანიჭეს მას მადლი მოციქულობისაჲ. ხოლო ვინაჲთგან ნათესავნი იგი არა რას მეცნიერ იყვნეს ჴელოვნებასა მკურნალობისასა, ამისთჳს მიმოვიდოდიან ხილვად სნეულთა და თჳსთა მათ უძლურთა ხილვისაგან და სნეულებათა მათთა კურნებისა გამოცდილებით ისწავებდეს სახესა კურნებისასა.

იყო ვინმე დედაკაცი, რომლისა ძე სნეულ იყო და მის ძლით მივიდა იგი დედაკაცსა მას თანა ღირსსა ქებისსა და იკითხვიდა მისგან, თუ რაჲ უღირს ყოფად მისსა. ხოლო ღირსმან მან მიიყვანა ყრმაჲ იგი უძლური და მიაწვინა თჳსსა მას ზედა ცხედარსა მოღუაწებისასა და ევედრებოდა შემოქმედსა ყოველთასა მოხედვად მისსა და ჴსნად უძლურებისაგან. ხოლო უფალმან ვედრებაჲ მისი მიითუალა და მიანიჭა უძლურსა მას სიმრთელე.

ამიერ საკჳრველი იგი დედაკაცი მრავალ განთქუმულ იქმნა, ვიდრეღა არცა თუ მეუღლესა მეფისასა დაეფარა მისთჳს, არამედ მყის მიუწოდა მას, რაჲთა მივიდეს მისსა, რამეთუ იგიცა ბოროტითა ვნებითა შეპყრობილ იყო. ხოლო ღირსმან მან სიმდაბლისა სიბრძნისა ჴუმევითა არა მიითუალა ვედრებაჲ იგი დედოფლისაჲ. გარნა დედოფალმან იძულებულმან საჴმარებითა საქმისაჲთა არა გულად-იღო პატივი დედოფლობისაჲ, არამედ თჳთ მიისწრაფა ტყუჱქმნულისა მის. ხოლო მან კუალად იგიცა თჳსსავე მას მიაწვინა სიმდაბლისა სარეცელსა და წამლად უბრძოლელად ვნებასა მას ზედა მოიპოვა ლოცვაჲ. მაშინ დედოფალმან ინება მინიჭებად მისსა სასყიდელსა კურნებისასა, რაოდენი-რაჲ თჳთ ღირს მოგებისა საგონებელ უჩნდა, ოქროჲ და ვეცხლი, შესამოსლები და სამკაული და ყოველივე რაოდენი-რაჲ არს ნიჭი სამეუფოჲსა პატივის მოყუარებისაჲ.

ხოლო საღმრთომან მან დედაკაცმან ჰრქუა: ამათგანი არაჲ მიჴმს მე, გარნა დიდად სასყიდლად კურნებისა შევჰრაცხ შენსა შემეცნებასა ღმრთის მსახურებისასა და ჰლოცვიდა, რაჲთა საღმრთოჲ ტაძარი აღჰმართოს მაცხოვნებელისა მისისა ქრისტესთჳს. ესე რაჲ ესმა დედოფალსა წარვიდა იგი მეფისა და თავისა მიერ თჳსისა განაკჳრვა მეუღლე თჳსი მეყსა შინა განკურნებითა თჳსითა. ამისსა შემდგომად განუცხადა მას ძლიერებაჲ ღმრთისაჲ რომელი იმსახურებოდა ტყჳსა მისგან და ჰლოცვიდა ქმარსა თჳსსა, რაჲთა იგი მხოლოჲ იცნას ღმრთად და აღუშენოს მას ტაძარი სალოცველი. და ესრეთ ამის კურნებისა მიერ იქმნა შეცვალებაჲ ქართველთა ნათესავისაჲ. ხოლო მეფე მეუღლესა თჳსსა ზედა ქმნილისა მისგან კურნებისა განკჳრვებულ იქმნა, გარნა ეგრეთცა არა ინება აღშენებაჲ ტაძრისა საუფლოჲსაჲ.

ამისსა შემდგომად მცირედნი რაჲ ჟამნი წარჴდეს, განვიდა იგი ნადირობად. ხოლო კაცთმოყუარემან მეუფემან მსგავსად პავლესსა მოინადირა იგი, რამეთუ მეყსა შინა ბნელმან რამან მიმოიცვა იგი და არა უტევებდა მას უშორესად ვინაჲვე წარსლვად. ხოლო თანა-მონადირენი იგი მისნი ჩუჱულებისაებრსა მას ხედვიდეს შარავანდედსა მზისასა და იგი ოდენ მხოლოჲ დაშთომილ იყო შეკრულად საკრველითა ვერმხედველობისაჲთა და ესევითარსა რაჲ უღონოებასა შინა იყო, პოვა ღონე ცხოვრებისაჲ, რამეთუ მყის გულისჴმა-ყო ბრალი ურწმუნოებისა თჳსისაჲ და ტყუჱქმნულისა მის დედაკაცისა ღმერთსა სადა შემწედ და ღირსსა მას საკჳრველებისასა ტყუჱსა მოუჴდა და ჰლოცვიდა მას, რაჲთა უჩუჱნოს მათ სახე აღშენებადისა ტაძრისაჲ. ხოლო რომელმან იგი აღავსო ბესელიელ სიბრძნითა ხუროთ მოძღურებისაჲთა, ესეცა მასვე ღირს ყო მადლსა ვიდრემდის საღმრთოჲ დაუსახა მათ ტაძარი. და იგი დაჰსახვიდა, ხოლო იგინი აღმოჰკუჱოდეს და აშენებდეს.

ვინაჲთგან უკუჱ სრულ იქმნა აღშენებაჲ და სართული განემართა და მხოლოდ მღდელიღა საძიებელ იყო, პოვა ამისცა ღონე საკჳრველმან მან დედაკაცმან და აზრახა მთავარსა ნათესავთასა, რაჲთა მიუვლინოს მოციქული მეფესა ბერძენთასა და ითხოოს მისგან მივლინებად მოძღუარი ღმრთის მსახურებაჲ. და მან მიიღო რაჲ მცნებაჲ ესე მისგან, მოციქული წარავლინა, ხოლო მეფემან ისწავა რაჲ მიზეზი სათხოველისაჲ (რამეთუ კოსტანტინე იყო მჴურვალედ ტრფიალი ღმრთის მსახურებისაჲ) რომელმან-იგი ფრიადსა პატივსა ღირს ყვნა მივლინებულნი იგი მისსა და კაცი ვინმე სარწმუნოებითა და ცხოვრებითა და გულისჴმის-ყოფითა შემკობილი, ღირს ქმნული მღდელთ მთავრობისაჲ ქადაგად მოუვლინა ნათესავთა მათ უფროჲსღა ფრიად მრავლითა ნიჭითა."

ამას უკუჱ თეოდორიტე ესოდენ მოიჴსენებს, ხოლო სხუათა წერილთა შინა სახელდებით პოვნილ არს სახელი ტყჳსაი მის ჩუენ ტყუჱთა მჴსნელისაჲ, რამეთუ ბერძულად ნონნა უწოდენ წმიდასა ამას, რომელსა ჩუენ მცირედ შეცვალებით-რე ნინოდ სახელ ვსდებთ.

ეგრეთვე სახელიცა მივლინებულისა მის ეპისკოპოსისაჲ ესრეთ პოვნილ არს, ვითარმედ თჳთ ევსტათი იყო ანტიოქელ პატრიაქი, რომელმან დაამყარა ეკლესიაჲ იგი მირიანის მიერ მცხეთას აღშენებული და უკურთხა მათ კათოლიკოსი მთავარეპისკოპოსი. ხოლო მეფემან ქართველთამან და ყოველთა მთავართა მისთა დაუწესეს პატრიაქსა ანტიოქიისასა მოსასყიდელად ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა აგარაკები ათასი კუამლი ქუეყანისაგან ქართველთაჲსა, რაჲთა საფასოჲ შემოსავალთა მათთაჲ იყოს ფას ნივთთა მიჰრონისათა, რამეთუ მათ ჟამთა არასადა სხუაგან წმიდა იქმნებოდა მიჰრონი თჳნიერ ანტიოქიას და მიერ განეყოფვოდა ყოველთა.

ამიერ იცნობების ჟამი მოქცევისაჲ და ვითარმედ ანტიოქიისა საყდრისა მომდგომ იყვნეს და მიერ ჴელთ-დასხმულ იქმნებოდეს ქართლისა კათალიკოზნი, ხოლო თუ ოდეს იწყეს თჳთ ჴელთ-დასხმად და ვითარმედ არა თჳნიერ წესისა და ბრძანებისა, ესე ვიპოეთ ხრონოღრაფსა შინა ანტიოქიას აღწერილსა, რომელი იტყჳს ესრეთ:

დღეთა კოსტანტინე სკორის მოსახელისათა, ანტიოქიას პატრიაქობასა ნეტარისა თეოფილაქტესსა, მოვიდეს ქართლით მოციქულად მონაზონნი ორნი და მოუთხრეს ნეტარსა თეოფჳლაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა შინა არიან ქრისტეანენი მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი, რამეთუ დღითგან ნეტარისა ანასტასი მღდელ მოწამისა ანტიოქელ პატრიაქისა არა კურთხეულ არს მათდა კათოლიკოსი მთავარეპისკოპოსი სიძნელისათჳს გზისა, რამეთუ აგარიანთაგან ვერვინ იკადრებს სლვად. ხოლო მან ბჭობითა კრებისაჲთა მთავარეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა თჳსთა თანა მისცა ქართველთა პროტრეპტიკონი, რომელ არს განჴსნითი, რაჲთა თჳთ მათისა საზღვრისა ეპისკოპოსთაგან ჴელნი დაესხმოდინ ჟამად-ჟამადსა კათოლიკოსსა ქართლის[ა]სა, რაჲცა საღმრთომან მადლმან უჩუჱნოს მათ და რომელი გამოირჩიონ მოყუასთა მის ეკლესიისათა თანადგომითა და წამებითა ეპისკოპოსთაჲთა წესთაებრ საეკლესიოთა. და შეუქმნა მათ აღწერით მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისათჳს, და ჴელთ-დასხმულ ყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი სახელით იოანე მის ჟამისა კათალიკოსად მათდა.

და ზემო ჴსენებულისა მის წილ ათასისა კუამლისა დაუწესა მათ რაჲთა წლითიწლად მოსცემდენ ჟამად-ჟამადთა პატრიაქთა ანტიოქიისათა ათასსა დრაჰკანსა, რომელი-იგი მოეცემოდა ვიდრე დღეთამდე იოანე წმიდისა პატრიაქისათა. რამეთუ მან ანიჭა იგი ორესტის წმიდასა პატრიაქსა იჱრუსალიმისასა, რომელი მივიდოდა მოციქულად ბასილის თანა მეფისა ბერძენთაჲსა, რაჲთა მისსა საყდარსა მიეცემოდის ქართველთა მიერ. და მიერ დღითგან დაეწესა, რაჲთა მოჴსენებაჲ ოდენ სახელისაჲ აქუნდეს ქართველთა შორის ანტიოქელსა პატრიაქსა. და უკეთუ ოდესმე გამოჩნდეს წვალებაჲ, მაშინღა მიავლინებდეს მუნ ექსარხოსსა განხილვად და განმართვად წვალებათა და ცთომათა სულიერთა, ვითარ-იგი ნეტარისა თევდორე პატრიაქისა დღეთა წარივლინა ბასილი ღრამატიკოსი წვალებისათჳს აკაკთაჲსა.

აქა დაგჳშთა საძიებელი მრავალთაჲ, თუ ოდეს მიიღეს ქართველთა კურთხევაჲ მიჰრონისაჲ და ამისდა ცნობად მრავალ ჟამ ვდროებდ აღწერად ბრძანებულსა ჩემდა შენ მიერ მოსაჴსენებელსა ამას. და ესოდენ ვპოე საზოგადოდ ყოველთათჳს, ვითარმედ ქალკიდონისა კრებასა ესმა, რომელ სიძჳრისათჳს ფასით ჰყიდდეს მიჰრონსა, ამისთჳს ბრძანეს წმიდათა მამათა, რაჲთა არა ხოლო ანტიოქიას, არამედ სხუათაცა ეკლესიათა შინა წმიდა იქმნებოდეს მიჰრონი. ხოლო თჳსაგან ქართველთაჲ საგონებელ არს, ვითარმედ სიშორისათჳს გზისა და რომელ ფრიად საშიშ არს უცხო თესლთა შორის ჴმელით ანტიოქიით ქართლს წარღებაჲ წმიდისა მიჰრონისაჲ, ამისჳს თჳთ ადგილსა დაწესებულ არს მათდა კურთხევაჲ მიჰრონისაჲ.

ხოლო აფხაზთათჳს ევაგრე ეპიფანესი საეკლესიოსა მოთხრობასა შინა თჳსსა აღსწერს ოცდამეორესა თავსა შინა და იტყჳს ესრეთ:

,,მათვე ჟამთა შინა ისტჳნიანეს მეფობისათა აფხაზნიცა შეიცვალნეს უმჯობესად და ქრისტეანობისაჲ შეიწყნარეს ქადაგებაჲ, რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინმე საჭურისი, აფხაზი ნათესავით და ევფრატა სახელის დებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ ქადაგებად მათდა და აღთქუმად, ვითარმედ ამიერითგან არცა ერთიღა ვინ ნათესავისა მათისაგანი, განჴუჱულ იქმნეს მამაკაცობისაგან რკინისა მიერ იძულებითა ბუნებისაჲთა. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი მსახურ სამეუფოჲსა საწოლისა, რომელთაჲ საჭურის იცის წოდებაჲ ჩუჱულებამან. ვინაჲცა იუსტინიანე ტაძარ წმიდისა ღმრთის მშობლისაჲ აღაშენა აფხაზეთს შინა და მღდელნი დაადგინნა მას შინა, რაჲთა უგანცხადებულესად ასწავებდენ შჯულსა ქრისტეანობისასა”.

ესე მცირედნი სიტყუანი, ვითარცა თესლის მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან, ერთად შემოვკრიბენ, ჯერჩინებითა შენითა, კაცო ღმრთისაო, რომელმან-ეგე უწყი, ვითარ მრავალნი მრავალგზის ამათ პირთათჳს გუკითხვიდეს და დაჰბრკოლდებოდეს ჩუენთჳს უმეცრებით, ვითარცა თჳთ განდგომილთა საყდრისაგან დიდისა პეტრე მოციქულთა თავისა, რომელნი კუალად გულსავსე ყვნა და აღაშენნა ესევითართა თხრობათა პოვნითა ზოგად-საფარველმან და თავ-საკიდურმან ყოველთა აღშენებისა და დაშენებისამან ქრისტემან,რომლისა მიერ არსმცა და ჰგიეს მარადის საფარველსა ზედა მართლმადიდებლობისა მისისასა, ვიდრე მოაქამდე უცვალებელად დაცვული ნათესავი ჩუენი, რომელთა წილ კეთილ ხუდეს რჩეულთა შორის საწამებელად მართლმადიდებლობასა შინა განთქმულებისა წმიდანი ტაძარნი წმიდათა შინა ადგილთა, ადგილი თხემისაჲ და ქუაბი ბეთლემისაი, ქუაბითურთ საბა წმიდისაჲთ და თორნით სჳმონ წმიდისაჲთ. იყვნედ ესენი მათდა კიბე და წინდ საუკუნოჲსა ზეცისა სავანეთა მკჳდრობისა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობლისათა და ლოცვითა და ვედრებითა უცხოთ შემწყნარებელისა მაგის და მსგავსად ღმრთისა უძლურებათა ჩუენთა მტჳრთველისა წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისა და ღირსისა დედისა მისისა მართაჲსითა, რომელთა ოხაჲ დაფარვაჲ შენდა ყოველთა, რომელნი ჰმსახურებენ და უმსახურებია წმიდისა მაგის ეკლესიისადა და სიტყჳთ, გინა საქმით მოღუაწე იქმნნეს მოგებასა ამის წმიდისა გიორგისსა. ხოლო მე ლოცვითა თქუენითა მოღუაწებაჲ და ჴხსნაჲ პატიჟისაგან ურიცხუთა ბრალთა ჩემთაჲსა.

დიდებაჲ და პატივი, თაყუანის-ცემაჲ და მადლი, დასაბამსა და სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.


დაბრუნება ისტორიის განყოფილებაში
კატეგორია: ისტორიის ანალები (страници истории) | დაამატა: paterzaqaria (07.04.2010)
ნანახია: 682 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz