გაგრძელება ესეთი გახლდათ საქართველოს მდგომარეობა მე-X-XII საუკუნეებში. შემდეგ კი ულმობელმა ისტორიულმა გარემოებამ შეასუსტა ქართველი ერი. ეს შესუსტება დაიწყო მსოფლიო ღელვათა შემდეგ, მე-XIII საუკუნის ნახევრიდამ, როდესაც მონგოლთა უთვალავი მხედრობა, სამად გაყოფილი და ქვეყნის სამის მხრისკენ გალაშქრებული, რისხვითა და წარღვნით ერთსა და იმავე დროს ზარს სცემდა ჩრდილოეთს, დასავლეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთი ხომ წინათვე ჰქონდა შელახული. დასავლეთისკენ მიმართულ მოზღვავებულ ლაშქრის სიმწარე-რისხვა პირველად გამოსცადეს ქართველებმა, თუმცა რიცხვით მცირემ, მაგრამ ომ-ბრძოლაში ,,ვითა ლომმა”. დამარცხებულს ქართველებს გამარჯვებულმა მტერმა დიდი ფასი დასდო მამულისათვის ვაჟკაცურად თავდადებისა და უშიშარ მეომრობისათვის. ამიტომაც ქართველს მხედრობასა და მეფეებს უმეტესი და უაღრესი პატივი ჰქონდათ მონგოლთა ხაყანების წინაშე, ვიდრე სხვა ერის მეფეებს
ჩვენ არ ვკისრულობთ სავსებით დახასიათებას საქართველოსა და ქართველი ხალხის ახლანდელი მდგომარეობისა, ამ საგნის შესახებ ვრცელი წიგნის დაწერაა საჭირო. ჩვენ გვინდა მივაქციოთ მკითხველის ყურადღება იმგვარ ფაქტებზე, რომელნიც გვეუბნევიან და გვაფრთხილებენ: აი აქ, ამ ნიადაგზე გაიზრდება ერთა შორის შუღლი და აქ ჩატყდება ხიდი, რომელიც გინდათ ააშენოთ სოლიდარობის და ერთონობის განსამტკიცებლადო. მოვექცეთ ყურადღებით ამ გაფრთხილებას და დავაკვირდეთ ჩვენი ცხოვრების ერთ ფრიად სავაგლახო უკუღმართობას.
ქართლის კათალიკოს პატრიარქი 1724-1738. საეკლესიო მოღვაწე, მწერალი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, გარეჯის იაონე ნათლისმცემლის მონასტრის ბერი, შემდგომ ქართლის კათალიკოს-პატრიარქი, ეკუთვნოდა ორბელიშვილ-ბარათაშვილთა გავლენიან და კულტურული ტრადიციების მქონე დიდებულ საგვარეულოს. მისი დაბადების თარიღი უცნობია. არაფერი ვიცით მისი მშობლების შესახებ, გარდა იმისა, რომ მათ რქმევიათ მარიამი და ბეჟანი. როგორც ჩანს, მშობლებს მისთვის კარგი განათლება მიუციათ. განსაკუთრებით გაწაფული ყოფილა ბესარიონი საღვთისმეტყველო ფილოსოფიასა და დოგმატიკურ მწერლობაში. XVIII საუკუნის ქართული სასულიერო მწერალობის აღორძინება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ბესარიონ ორბელიშვილის სახელს.
«მომისმინეთ, ჩემი სამეფოს ყოველნო კათალიკოსნო, ეპისკოპოსნო და წარჩინებულნო! როცა მამაჩემი გარდაიცვალა, დავრჩი მცირეწლოვანი ყრმა თათართა მძლავრებაში. მაგრამ ყოვლის მპყრობელმა ღმერთმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ყოვლად წმიდა ღვთისმშობელმა, რომლის ნაწილიც ვართ, და პატიოსანმა ჯვარმა, რომელიც მოგვენიჭა ჩვენ, მეფეებს, დამიცვა და მიმაწევია სრულწლოვანებამდე. მომმადლა მეფობა, მეფობის სკიპტრა და პორფირი. თქვენი თანადგომით წარვმართე მეფობა და აქამდე მშვიდობით ჰგიეს ჩემი სამეფო. ახლა განრისხებული არის ყაენი. მისი ყოველი მთავარი ამოუწყვეტია და მეც მომიწოდებს, მივიდე მასთან. თუ წავალ მთიულეთს, სიმაგრეებში და დავიცავ თავს, მთელი ჩემი სამეფო მის წინაშე დევს და ნახავთ, რამდენი სული ქრისტიანი მოკვდება, ტყვე შეიქმნება, ეკლესიები შეირყვნება, აოხრდება, ხატები და ჯვრები შეიმუსრება.
უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების
სულიერსა მამასა ჩუენსა და პატიოსანსა ეკლესიარხსა ჩუენ ქართველთასა, მღდელსა უფლისასა იოანეს კჳრიკესსა ყოვლად მცირე და უღირსი სახისა და სახელისაჲ ეფრემ მონაზონი თაყუანის-ცემით მოგიკითხავ.
ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა სრულ იქმნა გულსმოდგინებაჲ შენი წიგნისა ამისთჳს სადღესასწაულოჲსა, რომელი შენ იწროებასა შინა ჟამთასა უხუჱბით განვრცომითა გონებისაჲთა მოუგე საზოგადოსა მაგას ნიჭსა ნათესავისა ჩუენისასა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისასა, რომელი ვითარცა საწყაული კეთილი და განმყოფელი იფქლისა ცხოვრებისაჲ ჭეშმარიტებით წმიდად მოდად) სახელდებულ არს, ჯერ-იყო ამასცა ზედა ჩემგან სრულ ყოფად ბრძანებაჲ შენი, რაჲთა წერით დაიდვას მას შინა მოსაჴსენებელი ოდეს მოქცევისა ჩუენისაჲ და თუ რომელთა წიგნთა შინა ბერძენთასა ჴსენებულ არს იგი, უჴმდეს თუ ვისმე გამომეძიებელთაგანსა ცნობად.საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერვე ქადაგებითგან წმიდათა მოციქულთაჲთ, რაჟამს, წინაწარმეტყუელებისაებრ დავითისსა, ,,ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი", ერთად კიდეთა ამათგანად ითქუმის ჩუენთჳსცა მიმოსლვასა შინა წმიდათა მოციქულთასა ანდრია პირველწოდებულისა მიერ ქადაგებაჲ შორის ავაზგიაჲსა, რომელ არს აფხაზეთი და მიერ წარვლაჲ ოსეთად და კუალად ბართლომეს მიერ მიმოვლაჲ ჩრდილოეთისაჲ, რომელ არს ქართლი.
გაბრიელ ეპისკოპოსი რომ გარდაიცვალა (1896 წ.), ქუთაისის ინტელიგენციამ ერთობ დააყოვნა მისი დამარხვა, რათა საუკეთესოდ მოემზადებინა ქართველი ხალხი მიცვალებულის პატივსაცემად: სასტიკი, გაჭიანურებული ზამთარი იდგა და უგზოობის გამო ხალხი ვერ ჩადიოდა. დამარხვა იმა წლის მაისში მოხდა მხოლოდ, გელათის მონასტერში. ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, დანიშნეს დაკრძალვის დღე, თბილისის ყველა დაწესებულებიდან წავედით დეპუტატები და ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ილიაც. მას გამზადებებული ჰქონდა სიტყვა, რომელიც საფლავზე უნდა ეთქვა, მიცვალებულის ცხედარი ძვალ-ტყავად ჩანდა, არც შექანებულიყო, ისე, ცივად იყო შენახული. მართალია, მღვდელმთავარს არ შეშვენოდა ასეთი გაუთავებელი გლოვა, მაგრამ ქართველების – მეტადრე დასავლელების – ამბავი ხომ მოგეხსენებათ ამ საკითხში, ამხანაგად?!