მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

აუდიო არქივი [26]
ახალი ამბები [60]
საეკლესიო დღესასწაულები ( церковные праздники) [5]
ისტორიის ანალები (страници истории) [7]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » სტატიები » ისტორიის ანალები (страници истории)

ოსე ჯანაშვილი ჟამი ძიებისა და განსჯისა
ესეთი გახლდათ საქართველოს მდგომარეობა მე-X-XII საუკუნეებში. შემდეგ კი
ულმობელმა ისტორიულმა გარემოებამ შეასუსტა ქართველი ერი. ეს შესუსტება
დაიწყო მსოფლიო ღელვათა შემდეგ, მე-XIII საუკუნის ნახევრიდამ, როდესაც
მონგოლთა უთვალავი მხედრობა, სამად გაყოფილი და ქვეყნის სამის მხრისკენ
გალაშქრებული, რისხვითა და წარღვნით ერთსა და იმავე დროს ზარს სცემდა
ჩრდილოეთს, დასავლეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთი ხომ წინათვე ჰქონდა
შელახული. დასავლეთისკენ მიმართულ მოზღვავებულ ლაშქრის სიმწარე-რისხვა
პირველად გამოსცადეს ქართველებმა, თუმცა რიცხვით მცირემ, მაგრამ ომ-ბრძოლაში
,,ვითა ლომმა”. დამარცხებულს ქართველებს გამარჯვებულმა მტერმა დიდი ფასი
დასდო მამულისათვის ვაჟკაცურად თავდადებისა და უშიშარ მეომრობისათვის.
ამიტომაც ქართველს მხედრობასა და მეფეებს უმეტესი და უაღრესი პატივი ჰქონდათ
მონგოლთა ხაყანების წინაშე, ვიდრე სხვა ერის მეფეებს. მონგოლების შემდეგაც
ქართველობა იყო განუწყვეტელს ბრძოლაში ერთის მხრით სპარსთა და მეორეს
მხრით ოსმალთა წინააღმდეგ. საქართველო უმეტესად შესუსტდა მაშინ, როდესაც
სპარს-ოსმალთ შორის ატყდა მუდმივი ბრძოლა და ცილობა დასაკუთრებისათვის
ჩვენის ქვეყნისა. მტერნი ებრძოდნენ ერთმანეთს შიგ საქართველოშივე, ხშირად ქარ-
თველთაც იშველიებდნენ მტრის დასამარცხებლად და შემდეგ გამარჯვებისა,
თავისუფლების მინიჭების მაგიერ, ომს აუტეხდნენ თითონ ქართველსავე და
სცდილობდნენ აღმოეფხვრათ თესლი ქართველთა, იმათი ენა და სარწმუნოება. ამ
საქმეში მტრებს ხელს უწყობდნენ დანარჩენი კავკასიელნიც, რომელთაც ქართველნი
ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან უძლიერეს მტერთან ომების გამო ამათთვის
ვეღარ იცლიდნენ. ამასობაში კავკასიელნი ნელ-ნელა გაძლიერდნენ, შეიგნეს
სიტკბოება თავისუფლებისა, შეჯგუფდნენ, შემოიფარგლნენ და სპარს-ოსმალთ
წაქეზებით დაუწყეს ბრძოლა ქართველთა, ამ ერთადერთს აზიის საქრისტიანო
სახელმწიფოს. ქართველმა იხმარა ყოველი თავისი ნიჭი, ყოველი თვისი ძალ-ღონე,
რათა გაეძლო და გადარჩენილიყო განსაცდელისაგან. შველას აღარსაიდან მოელოდა.
სომხეთი განადგურებული იყო. მცირე აზიის სახელმწიფოები უკვე მიწასთან გაესწო-
რებინათ, რომის სიძლიერე შეელახნათ ჩრდილოეთის ველურებს და ბიზანტია
დაემხოთ ოსმალთ. ამ მდგომარეობაში იყო მაშინდელი საქრისტიანო სახელმწიფოები
და ქვეყნები. მაგიერად ჩვენს გარშემო გაძლიერდა მაჰმადიანობა. იგი, გამოდევნილი
ევროპიიდგან, თითქო ჯავრს ჰყრილობდა აზიის ქრისტიანებსა და უმეტესად კი
ქართველებზე. სამაჰმადიანო დროშა, აღმართული ბიზანტიის იმპერიისა, მცირე და
დიდს აზიასა, სომხეთსა, პონტ-ანაგორიასა (ყირიმის კუნძული, საცა დაწესდა
სულთნობა) და კავკასიის მთიულებში, გამწარებულად ებრძოდა ერთ მუჭა
ქართველს ერს და ყოველ დღე შიშ ქვეშა ჰყვანდა. საშინელი ყოფაა ეს ყოფა. შეიძლება
გვიკიჟინონ, რომ, ვსთქვათ, მაშინდელმა დრომ ჩვენში დაბადა არა ერთნი და ორნი
გმირნიო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვიტყვით, რომ თავის დადება
მამულისთვის, ბრძოლა მტრებთან არ შეწყვეტილა მე-XIII-XVIII საუკუნის
დასასრულამდე. აქ ვხედავთ იმის მაგალითებსაც, თუ როგორ ჩვენი დედანიც
სწირავდნენ თავს ქვეყნისათვის, თუ როგორ იბრძოდნენ ქმარ-შვილთან ერთად მტრის წინააღმდეგ. 3/4-დი ქართველ მოწამეთა რჯულისა და სამშობლოსი ეკუთვნის
არა წარსულს ათს საუკუნეს (IV-XIII), არამედ მის მომდევნო ხუთს საუკუნეს (XIV-
XVIII).
ამ საშინელს ყოფას გაუძლო ქართველობამ და მოაღწია მე-XIX საუკუნის
დასაწყისამდე. ამ მოვლენის მიზეზი იყო შინაური კულტურული ძალა, შინაური
განწყობილება. და შინაური მიმართულობა და განწყობილება ხომ აშკარა ნიშანია
ერის კულტურისა. ამ კულტურულ ნიშნების შესახებ მოვიყვანთ ქვემოთ.
ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენს ვაჭრობასა და აღებმიცემობას.
საზოგადოდ ვაჭრობა, აღებმიცემობა არსებობს ძველადგანვე, იმ ხნიდგან, რა
ხანსაც აღმოაშუქა ცივილიზაციის პირველმა ცისკარმა. პირველნი ვაჭარნი იყვნენ
ფინიკიელნი. მათ სამი სავაჭრო გზა ჰქონდათ:კავკასიისკენ, ეგვიპტისკენ და
ხმელთაშუა ზღვით ევროპიისკენ. ამ გზებზე მოუდიოდათ აუარებელი საქონელი,
რომლის გადმოსაზიდავად გამართული ჰქონდათ ძლიერი ნაოსნობა. თვის ვაჭრობის
გასაძლიერებლად დამართული ჰქონდათ ახალშენები:კიპრს-კრიტსა, კავკასიაში და
სხ. საბერძნეთის ვაჭრობა მთლად ფინიკიელების ხელში იყო. ბერძენნი მაშინ ფრიად
სუსტნი იყვნენ და საკუთარი წარმოება არ ჰქონდათ (ლენორმანი). ფინიკიელთ
მოიგონეს მინა, საღებავი წამლები, დაიწყეს ჭედვა ბრინჯაოსი, რკინისა, შემუშავება
ოქრო-ვერცხლისა და სხ. ყოველივე ეს შეჰქონდათ უცხო ქვეყნებში და სცვლიდნენ
ადგილობრივს ნაწარმოებზე. სხვათა შორის საქართველოდგან მათ მე-XVII-XIV
საუკუნოებში ქრ. წ. გაჰქონდათ:ოქრო, რომელსაც ამუშავებდნენ კოლხიდელნი, კალა
(ბრინჯაოს გასაკეთებლად), რომელიც გამოჰქონდათ ივერთა და ალბანელთ თავიანთ
მთებიდამ, ტყვია-ვერცხლი, რომელიც იმავე ქვეყანაში მოიპოვებოდა, და ბოლოს
შემუშავებული რკინეულობა და მეტალები, რომელსაც ქალიბნი (ხალიბები)
ჰპოებდნენ მთებში და რომელთა სახელი მას შემდეგ განითქვა. ეს მეტალები
იყო:ბრინჯაო უაღრესის ღირსებისა, რკინა ზოდებად და ნაჭრებად დაჭედილი და
მეტადრე-კი ფოლადი, რომლის შემუშავება მაშინ არც ერთ სხვა ხალხმა არ იცოდა და
აქ-კი, საცა მეტალურგია რკინისა პირველად მოიგონეს, აქ-კი, ვამბობთ, ფოლადის
შემუშავება იცოდნენ უხსოვარ დროიდგანვე (ისტორია ფინიკიისა, გვ. 467,
ლენორმანისა).
ბერძენ-რომაელთა მწერლების თქმით, ჩვენი ქვეყანა ძველადგანვე განთქმული
ყოფილა თავის სიმდიდრით. აქაური ერი მიწის მუშაკი იყო. აქაურ ნიადაგის
სიმდიდრეს აღტაცებაში მოჰყავს იგივე მწერლები. აქ უთესნიათ პური, ბრინჯი.
ღვინო საუკეთესო სცოდნიათ. თაფლი კამბიზენისა (ქიზიყი) მშვენიერი აო, ხოლო
კოლხიდისა მწარე. ამას გარდა უთესნიათ სელი, ლერწამი, კანაფი და უკეთებიათ
ტილოები. ჰყოლიათ ცხვარი, ცხენი, ძროხა, სცოდნიათ მატყლის შემუშავება.
კაპადოკიის ცხენები ფრიად განთქმულნი იყვნენო. 6000 მხედარი აქედგან სპარსეთის
ჯარში იყო ქსენოფონტის დროსაო (იხ. Истор. Одежды, вооруж., постр. И утвари
народ. Древ. Мира, გერმ. ვეისისა). თუ დაეჯერება ჰეროდოტს, კავკასიის ერთ
სცოდნიათ თვით ნაწარმოებთა და ნაქსოვთა შეღებვა. საღებავ წამალს აკეთებდნენ
ერთნაირ მცენარისაგან და ამ საღებავებით შეღებილი ნაქსოვი არასდროს არ
ხუნდებოდაო. მიწის შემუშავება სცოდნიათ გუთნითა და სახნისით. სტრაბონი
ამბობს, რომ ალბანელთ მიწა ისეთი ნაყოფიერი იყო, რომ ხის სახნისით მოხნული
მიწაც მრავლად ასაჩუქრებდა ხალხსაო. აპ. როდოსელმა (250-200 წელ. ქრ. წ.) აღწერა
რა ძველი კოლხიდა, ამბობს, აიეტს ჰყვანდა ხელოვანი კაცი გეფესტი, რომელმაც
მეფეს გაუკეთა ხარები სპილენძის ფეხებიანი და რქიანი და გუთანი ფოლადის
მთლიან ნაჭრისაგანაო. თვით ბერძენთ ლეგენდა ოქროს მატყლოსან ვერძის შესახებ იმას გვიჩვენებსო, ამბობს სტრაბონი, რომ ამ ქვეყანაში ოქრო მოიპოვებოდაო. ამბო-
ბენო, განაგრძობს პლინიუსი, რომ კოლხთა მეფე სავთაკმა სვანთა ქვეყანაში ბევრი
ოქრო ვერცხლი ჰპოვაო. სვანთა ხელობა არის ოქროს მადნების შემუშავებაო.
ქართველებს საწამლავებისა, სურნელოვანებათა, საცმელებისა და იარაღების
კერვა-კეთებაც სცოდნიათ.
მოსხთა აცვიათ:ზუჩ-ჩაფხუტი, ჩაჩქანი, აქვთ ფარი და მოკლე ტარიანი, მაგრამ
გრძელ რკინიანი ლახვრები (ჰეროდოტი).
კოლხელთ:იგივ ჩაფხუტი, ჩაჩქანი, ხარის ტყავის ფარები, მოკლე ლახვრები და
საომრო დანები; ისპირელთ ისევ ისა, რაც კოლხელთ.
კაპადოკიელთ ამას გარდა კაბა, შარვალი მატყლეულისა, ჩაჩანაკი და წაღები (იხ.
Истор. Одежды, вооруж., постр. И утвари народ. Древ. Мира, გერმ. ვეისისა).
ქალიბთ:სელის ჯავშან-ჯუბანი, ქამარზედ ხმალი, ლახვრები ბერძნულის 15
ალაბის სიგრძისა (ქსენოფონტი).
კოლხთა მეფე აიეტმა მკერდზე გაიკეთა მაგარი ჯავშანი, თავზედ ოქროს
ჩაფხუტი დაიხურა, აიღო ფარი მრავალკეც ტყავთაგან შეკრული და მერე საშინელი
ლახვარი, რომელსაც ვერც ერთი გმირი მოერეოდა, გარდა ჰერკულესისა. შემდეგ მო-
ართვეს ეტლი ძრიელ ცხენებით შებმული, რომელსაც აქეთ-იქით ფარნები ჰქონდა
გაკეთებული (აპ.როდოსელი და სხ.).
ივერ-ალბანელთ:ჯავშან-ჯუბანი, ლახვრები, ისრები, ფარები, ჩაფხუტი (სტრაბონი
და სხ.), კასპელთ ეცვათ:მოკლე ჯუბანი, მათებურად ,,სისინი” (ჰეროდოტი).
ზოგიერთგან გრძელს საცმელებს იცვამდნენო, უფრო წითლებს. აქ აღვწერ ქალის
შემოსვა-მორთვასაც. რაწამს ცისკარმა ამოაშუქა, მედეამ შეიკრა თავისი აშლილი
თმები და დაიბანა თვისი ხმელ-ხმელი ლოყები, მერე კოხტა ტანისამოსით მოირთო
და შეიკრა ხელოვნურად გაკეთებული დუგმებით. გასურნელოვანებულ თავ-პირზედ
კი რიდე დაიხურა (აპ.როდოსელი).
საზოგადოდ ქართველთ სცოდნიათ თავის ნაწარმოების გატანა. ნაოსნობა უცხო
საქმე არა ყოფილა მათთვის. შავ ზღვაზედ მრავალი ნავი ჰქონიათ. დემოსთენი (450-
413) ამბობს, რომ აქამდე ყველა ნავთსაყუდელთა შორის უმეტესი ხორბალი ჩვენთვის
მოდის პონტის ნავთსაყუდლიდამაო. ამიტომაო, რომ ადგილობრივ მეფეს ბაჟისაგან
გაუნთავისუფლებია ყველანი, რომელნიც კი ათინისთვის ვაჭრობენო. პირველად
ათინაში მომავალი გემები იტვირთება ხორბლითა და შემდეგ სხვანიო.
გამოჩენილს რიტტერს (Ист. Землевед) ქართველთ წარმოებაზედ მოჰყავს შემდეგი
ფრიად საყურადღებო ცნობანი:პომპეიმ რომ დაამარცხა მითრიდატ დიდი, ჰპოვა აქ
დიდძალი მარგალიტი, ძვირფასნი თვალნი, ალმასი და სხ. ეს თვალნი მანამდე
რომაელებს გაცნობილი არა ჰქონდათ. პომპეიმ რომში მოიტანა 33 გვირგვინი,
მოჭედილი ძვირფასის ქვებით. მანამდე რომაელებს არა ჰქონდათ გაცნობილი
აბრეშუმეული და ესეც რომში შემოვიდა რიონ-მტკვრის სავაჭრო გზით ცეზარის
დროსაო. ამ დროდგან რომში შემოვიდა მდიდრულის ცხოვრების მიდრეკილება და
მარტო ამ ძვირფას ნივთებისათვის აღმოსავლეთისაკენ ყოველ წლივ იგზავნებოდა
ხუთი მილიონიო... მხოლოდ შორაპანში, პლინის თქმით, სავაჭრო საქონლის
სასყიდლად რომის ხაზინიდამ ყოველ წლივ იგზავნებოდა 100000 სესტერცი.
თუ რა ნივთიერი ძალა ჰქონდა ქართველებს წინად, გვიჩვენებს ის გარემოებაც,
რომ როდესაც დაედოთ უღელი სპარსთა მონებისა, დარიოსის დროს ყოველწლივ
იხდიდნენ 500 ტალანტს (ჰეროდოტი). მეფის შეძლებასაც გვიხატავს ის შემთხვევა,
რომ პომპეუსის მოსაშორებლად ივერთა მეფემ საჩუქრად ამ მხედარს გაუგზავნა წმინდა ოქროსაგან გაკეთებული ლოგინი (ტახტი), გვირგვინი და ტაბლა
(პლუტარხი).
სავაჭრო გზები:ევმელ ერასთოსთენი (276 წ.) იხსენიებს სავაჭრო გზას ფაზ-
მტკვრის ხეობაზე მიმავალს კასპიის ზღვამდე და იქიდგან ინდუსტანამდე.
ჰეროდოტის თქმით, უწინდელის დროითგანვე შავსა და კასპიის ზღვაზედ
არსებობდა ნაოსნობა სავაჭროდ. სტრაბონი ამბობს:7-8 ვერსის მანძილზე ფაზის
შესართავითგან სავაჭრო ნავები თავისუფლად დადიოდენ, შემდეგ (მეტადრე
შორაპნიდამ) საქონელი ხმელეთით გადაჰქონდათ სურამდე (სურამი) და იქიდგან
მტკვრით კასპიის ზღვამდე. ამ მდინარეების გაყოლება მრავალი ქალაქებია და
სადგურები, აგრეთვე 120 ხიდი (სხვების თქმით კი 100). სადგურებზედ გაკეთებულია
ხის დაფები ზედწარწერით გზის მიმართულების საჩვენებლად.
ამ გზის გარდა საქართველოში იყო კიდევ შემდეგი გზები:არაგვის ხეობაზედ
დარიალის ხეობიდგან ჩრდილოეთის ველურებისკენ. ეს კარი დახშული იყოვო.
ალბანიის გზა მიდიოდა ალაზანზე. სამხრეთიდგან გზა მოდიოდა მტკვრის ხეობაზე.
ამ გზებზე მანძილით მანძილ დამართული იყო მაგარი ციხე-ქალაქები. კასპიის
ნაპირზე სხვა გზა მიიმართებოდა ჩრდილოეთისკენ. იგი დახშული იყო რკინის
ჯავშნიან ძელებით (პლინიუსი და სხვ.). აღებ-მიცემა ვაჭრობისათვის საჭიროა
ქალაქები. იგივე ბერძენ-რომაელთ მწერლები ასახელებენ მრავალ ქალაქს, რომელთა
ადგილმდებარეობის სიგრძე-სიგანესაც კი უჩვენებს კლავდი პტოლემეოსი. ყველა
ქალაქს ჩვენ არ დავასახელებთ, მხოლოდ მოვიხსენიებთ ორიოდს. კოლხიდის
დედაქალაქად წოდებულია აია, შემდეგ ქუთაისი (როდოსელი). იქვეა დიოსკურია,
მაციუმი, სიგნი, ბათა ანუ ბათო და სხ. ივერიაში:დედაქალაქი არმაზიკა, ამის
პირდაპირ სევსამორა (წიწამური), სურამი, თილბის, თიანა (თიანეთი და სხ.
ალბანიაში:დედაქალაქი ხაბალა, თელაიბა (თელავი?), მოსეგა, სამუნის, მამეხია და
სხ.
ამ მწერლების გადმონაცემი შესახებ ჩვენის წარსულის კულტურისა ეთანხმება და
რაოდენათმე შუქსა ჰფენს საფლავებში აღმოჩენილი ნაშთები. ამ ბოლო დროს,
როგორც ვიცით, ამოთხარეს ძველნი საფლავნი მცხეთას, იმერეთის შუაგულში,
გურიაში, სამურზაყანოს, ყაზბეგს, თრიალეთზე და მრ. სხვაგან. მათში ჰპოვეს ქვის
იარაღები, ბრინჯაოსი, მინისა, ობსიდიანისა და სხ. მაგალითად, ცულები, რკინის
სამფეხა საჭრაქე, ბრინჯაოს მაყაშები, სადგისები, ზარები, ჟღარუნები, ნემსები,
ქინძისთავები, საყურეები, სალტეები, ისრები, საცრემლოები, ლიტრები თიხისა და
სხ. ზოგიერთ ამ ნივთებზე ფიგურებიც არის. თვით საფლავები აშენებულია ქვის
ფიცრებისაგან, ზოგი აგურისაგან. ეს ნივთები გვიხატავენ მაშინდელს კულტურას და
ხალხის წარმატებასაო, ამბობს გრ.უვაროვი და სხვ.
ამგვარად ჩვენ ვხედავთ, რომ ძველს დროს საქართველოში საკმაოდ
გაძლიერებული ყოფილა წარმოება და აღებ-მიცემა. რამ მოუღო ბოლო? სხვათა
შორის იმ გარემოებამ, ჩვენის აზრით, რომ ალექსანდრე მაკედონელისაგან
აღმოჩენილმა გზამ, უფრო მოკლემ და მოხერხებულმა, სავაჭრო გზა რიონ-
მტკვრიდან ინდოეთისკენ მოსპო და ამიტომაც სააღებმიცემო ცენტრი საქარ-
თველოდგან ნელ-ნელა გადავიდა ალექსანდრიას.
ვინ არ იცის, რომ ვაჭრობისა და აღებ-მიცემისათვის საჭიროა დამშვიდებული
ყოფა-ცხოვრება ვაჭართა და მწარმოებელთა; მაშინ, როდესაც ამ დამშვიდებულ ყოფა-
მდგომარეობას ბოლო მოეღო, ვაჭრობაც შესუსტდა და დაეცა.
აბა სადღა ეცლებოდა საქართველოს ვაჭრობისა და მრეწველობისათვის, როდესაც
გაძლიერდნენ არაბნი, ოსმალნი, მოესივნენ მონგოლნი და სხ. უძლიერესნი მტერნი ქრისტიანობისა და ყოველდღე ჩვენ წინაპართ ემუქრებოდნენ წალეკვას, წარტყვევნას
და შთანთქმას. საქართველოში წინად, როდესაც ხეთქება-შეჯახება ხალხთა იშვიათი
იყო, მაშინ ვაჭრობაც, როგორც დავინახეთ, გაძლიერებული იყო. ამ ვაჭრობას ხელს
უწყობდა როგორც მოხერხებული ადგილმდებარეობა და სიმდიდრე ქვეყნისა, ისე
სააღებმიცემო ნიჭი ქართველთა. სადღა იყო მოცალეობა, ვიმეორებთ, რომ ვაჭრობა
ეწარმოებინათ ქართველებს, როდესაც დროების მიხედვით ქართველის ცხოვრებაში
ანად და ჰოედ შეიქმნა ბრძოლა თვითარსებობისათვის, ენისა და სჯულის
დაცვისათვის.
აქ ჩვენ, რასაკვირველია, იმას არ ვამბობთ, რომ ქართველებს მე-XIII საუკუნიდგან
სრულიად მიეტოვებინოთ ყოველგვარი წარმოება, ჭკვისა და ზნის გამაფაქიზებელი
სწავლა-ხელოვნება და მარტო საომარ საქმეს შესდგომოდნენ. არა, მას ვერ ვიტყვით.
თავითფეხამდე შეიარაღებული ქართველი კიდევ იმდენ დროს ჰპოებდა, რომ
მეურნეობა გაეწია თავის შინაურ ცხოვრებისათვისაც, რომ გუთანსა და სახნისს და სხ,
ზედ დასდგომოდა, წიგნი თან ლაშქრიანობაში ეტარებინა. სხვა ყოველივე რომ იქით
იყოს, მეომრისათვის საჭიროა უკლებად ჰქონდეს საჭმელი, საცმელი, იარაღი, ციხე-
სიმაგრენი და სხ. და რომ ყოველივე ამას ქართველნი აკეთებდნენ, ჰშოობდნენ
ადგილობრივვე, ცილობა არ ესაჭიროება. რუსთაველის დროს, როგორც სჩანს მისივე
წიგნიდამ, ხმარებაში იყო იარაღები: მშვილდი, ისარი, ხმალი, კაპარჭი, დანა,
მახვილი, ბარბითი, შუბი, ძელი, კეტი, ფილაკავანი, ნავი, ჯავშანი, ხომალდი,
კატარღა; საცმელი:ჯუბა, მუზარადი, სამკლავე, საბარკულე, ქუდი, პერანგი,
ჩაბალახი, ღილებიანი კაბა, რიდე, ნაბადი, ძოწეული, ყარყუმი; სცოდნია ხალხს
ქსოვა-ბეჭვა ქსელისა, თესვა სელისა, რკინისა და ოქრო-ვერცხლის მჭედლობა,
ვაჭრობა და სხ. ამას ჰმოწმობენ საცმელნი ხატებისა და სურათების ეკლესია
მონასტრების, რომელთა კედლებზე დაშთენილა სახენი მათ მაშენებელთა, მაგ.
სურათნი ჯვრის მონასტრისა (მე-VII საუკ. (ატენისა (მე-IX სააუკ.), გელათისა (X-XI
საუკ.) და სხ. მეფეთა სახელების ნიმუშები მოიპოვება თვით სამკელებზე ძველი
დროიდგანვე:ჯუბანი, ფარ-ჩაჩქანი, შუბ-ისარი ხომ დღესაც ხმარებაშია ფშავ-
ხევსურეთ-თუშეთსა და სვანეთ-რაჭაში. ყველა ამ საცმელებსა და იარაღებს თვით
ხალხი აკეთებს ადგილობრივად. საქართველოს სხვადასხვა ადგილას ძალიან
გავრცელებულია სანავო მრეწველობა. ხვნა-თესვა რომ გაძლიერებულიყო, სჩანს
იქიდგან, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა გადაქსელილი იყო არხების ფსკერითა და ნავა-
ლებით, ზოგი ახლა დახშულია, დაბრმავებული, მაგ. შირაქისაკენ მიმავალი არხი,
ჭოპორტიდგან საგურამოსა და ტფილისისკენ გამოყვანილი და სხ..
განვიხილოთ ახლა ჩვენი სარწმუნოება, წარმართული და ქრისტიანობრივი.
დაშთენილა ჩვენში ძველი სახელები დღეებისა, რომელთაგან ზოგიერთნი
იხმარებიან თვით ძველ წიგნებშიაც. აი ეს სახელები:ორშაბათი - მთოვარისა,
სამშაბათი - არეასი, ოთხშაბათი - ერმისა, ხუთშაბათი - აფროდიტისა, პარასკევი -
დიოასი, შაბათი - კრონოსი, კვირა - მზისა და საუფლო (ლექს. საბა ორბელიანისა და
ჩუბინაშვილისა). როგორც ვხედავთ, ეს სახელები კერპების სახელებია, წარმართების
ღმერთებისა2*

2 * დრეპერი ამბობს, რომ ესეთი სახელები კვირის დღეებისა, მომასწავებელნი კერპების სახელებია,
დაშთენილა ზოგიერთ ძველ ხალხებშიაც. ამიტომ ტყუილია ის აზრი, რომ ვითომ კვირის დაყოფა
შვიდ დღედ გავრცელებული იყოს საღმთო წერილიდან. პირიქით, ძველად გავრცელებულ იყო აზრი,
რომ ციურ პლანეტებს დიდი გავლენა აქვსთ ქვეყნის ცხოვრებაზედ. მაშინ ცნობილი იყო შვიდი
პლანეტი:მზე, მთვარე, მარსი, მერკური, იუპიტერი, ვენერა, სატურნი და ამდენივე ლითონი. ოქრო
ითვლებოდა საღმთოდ მზისა, ვერცხლი მთვარისა და სხ. ამგვარადვე განაწილებული იყო დრო, მაგ., ბერძენ-რომაელთა მწერალნი ჩვენს კულტსაც შეეხებიან. იგინი დაწვრილებით
აღწერენ როგორც ზემორე დასახელებულ ღმერთებს, ისე სხვებსაც.
ფაზს რომ გაჰყვე, ამბობს აპოლონ როდოსელი, მიხვალ ქუთაისს მეფის ციხესთან
და დაინახავ ღმერთის არეას ტაძარს წალაკითურთ. ამავე ტაძარს აღწერენ თითქმის
ყველა ბერძენთა მწერალნი, რომელნიც მოგვითხრობენ არგონავტელების მოგზაურო-
ბას. მათი თქმით, არეა იყო ქვისაგან ნაშენი, გარს ევლო გალავანი, მცველებად
ჰყვანდა გველები და დარაჯები. არეას საყვარელი საქმეა ომი.
დიას ტაძარი (ცისკრისა) იყო დიოსკურია, აფხაზეთში. აფროდიტის ტაძარი ააშენა
მეფე რევმა, არა სჩანს-კი სად.
ღმერთი ,,დაირა” ,,ამარანთის” მთებში იყო დადგმული. ვინც ტაძრის დაირას
გულს მოიგებს, მას ვერც მტრის ხმალი ავნებს, ვერც მტერი მოერევაო.
ჰეკატეს ტაძარს იცავდა გველი. მის არემარეს ლამპრები ანათებდნენ.
ზევსის ტაძარი იყო გენეთეს (ქსენოფონტი).
ალბანელთა ღმერთი იყო მზე, ზევსი და მთვარე, უფრო კი მთვარე, რომლის
ტაძარი მდებარეობდა ივერიის მომიჯნავედ.
ახლად ნაპოვნ მეცხრე საუკუნის ,,ქართლის ცხოვრებაში” მოხსენებულია კიდევ
სხვა ღმერთებიც:გაც, გაიმ, აინინა, დაინინა, ზადენი, ითრუშან, ზად, ფსარ და
არმაზი.
ივერიაში მოგვობა, სტრაბობის თქმით, იყო მეორე წოდება, მათ ხელში იყო
სამართალი.
ალბანიაში, იმისისავე თქმით, შემდეგ მეფისა პირველ კაცად ითვლებოდა
ქურუმი. მას ექვემდებარებოდა მთელი წმინდა ქვეყანა, რომელიც მჭიდროდ არის
დასახლებული.
კერპებს ქართველები საღმთოებს სწირავდნენ. სხვათა შორის ადამიანსაც.
საღმთოს შეწირვა და ლოცვა დღისითაც იცოდნენ და ღამეც, ღამის თევით. ვინც
ღამის თევით მოიგებს ღმერთ-დედოფლის დაირას გულსა, იმას ვერაფერი ვერ
ავნებსო.
კოლხიდაში მკვდრის დამარხვა არ სცოდნიათ. აპ. როდოსელი არგონავტელების
ისტორიაში სწერს:კოლხიდაში ბევრი ვაზი და ტირიფებია. ჩვენ რომ მივედით, იმ
ტირიფებზედ ჯაჭვებით მკვდართა გვამები იყო ჩამოკიდებული. კოლხთ ეხლაც დიდ
ცოდვად მიაჩნიათ კაცის დაწვა ან დამარხვაო. მათ შეახვევენ ხარის ტყავებში და
ქალაქის მოშორებით ხეებზედ დაჰკიდებენ ხოლმეო. დედაკაცებს კი ჰმარხავენო. ეს
წესი ზენდავესტაშია განმარტებული. არიელები იმიტომ არ სწვავდნენ და არ
ჰმარხავდნენ მკვდრებსაო, რომ მიწა და ცეცხლი არ წაეპილწათო. წესად იყო
მკვდართა ყორუღებში გადაყრა ფრინველთა და ნადირთა საწიწკნელად (ისტ.
აღმოსავლ., ტ. II, გვ. 162, ლენორმანისა).
ესეთი იყო ძველი სჯული ქართველთა. წინანდელ კერპების ნაშთად დღეს
მხოლოდ დაგვშთენია ზოგიერთი სიტყვები, ვითარცა: არე (მხარე ქვეყნისა, ოთხი
დრო), ქურა (ქურუმი) და ზოგიერთი ჩვეულებანი, მაგ., ჭალაკთა და ნიშთა
თაყვანისცემა, ცეცხლის (კერის) უსამღვთოესობა, კუდიანების ღამე ვნების
ოთხშაბათს, იანვრის პირველს ცეცხლის განუქრობელობა და სხ.

შვიდი დღე კვირისა განაწილებული იყო შვიდის პლანეტის მიხედვით. წოდებანი დღეთა და მათი
რიგი განისაზღვრებოდა ამ პლანეტათა გამოჩენის ხნის მიხედვით. პლანეტთა გამოჩენის რიგი უკვე
ცნობაში მოყვანილი იყო. რომელი პლანეტიც გამოჩნდებაო დღის პირველ საათს, იმ დღეს იმავე
პლანეტი სახელი ეწოდებოდა (История умств. развит. Европы, გვ. 333, ტ. II, დრეპერისა). მეოთხე საუკუნის დასაწყისს, ხუთი წლის თავზე ბერძენთ გაქრისტიანებისა,
ჩვენშიაც შემოვიდა ქრისტიანობა. კერპობა დაიმხო. წინანდელი ტაძარნი
ქრისტიანებრივ ტაძრებად გადაიქცნენ. ქართველთ გაქრისტიანებას აღწერენ,
როგორც ჩვენი მატიანენი, ისე ბერძენთა და რომაელთ ნინოს თანამედროვე მწერალ-
ნი, მაგ., რუფინი, მოსე ქორენელი და სხ.
ქრისტიანობა ითვლება ყველაზე უპირველეს საწმუნოებად სხვა სარწმუნოებათა
შორის. იგი ყველა სარწმუნოებაზედ ჰუმანურია, უპირატესია თვისის
მაღალმნიშვნელოვან მოძღვრებითა. იგი ჰმოძღვრებს კაცთმოყვარეობასა, სიყვარულს
და სხ. საქართველოს ქრიტიანობის მიღებისთანავე კიდით კიდე მოეფინა ნათელი
ქრისტიანობისა, ყველა კუთხეში ჩვენის ქვეყნისა აშენდა დიდებულნი ტაძარნი და
მონასტერნი. უკვე გამოკვლეულია, რომ ჩვენში არსებობენ ყველა საუკუნის
საქრისტიანო ნაშთნი; მაგალითად, ბოდბისა, ნაქალაქევისა და ნეკრესისა (IV საუკ.);
ბოლნისის სიონი, ჭერემისა, ჟალეთისა, მეტეხისა, ნიქოზისა და სხ. (V საუკ.); დავით-
გარეჯისა, ზედაზნისა, იყალთოსი, ხირსისა, ულუმბოსი და სხ. (VI საუკ.);
ანჩისხატისა, აწყურისა და სხ. (VII საუკ.); არტანუჯისა (VIII საუკ.); ალავერდისა,
ხახულისა (IX საუკ.); ბედია, ქუმურდისა, მარტვილისა, მოქვისა (X საუკ.); ალევისა,
გელათისა, ზარზმისა, კუხისა, ლომისისა, მამებისა, მანგლისისა, მთაწმინდისა,
სამთავისისა და მრ. სხ. (XI საუკ.); ახტალისა, ბეთანიისა, ვარძიისა, იკორთისა,
კაბენისა და სხ. (XII საუკ.); არკაზანისა, გუდარეხისა (XIII საუკ.); ჭელენჯიხისა,
მოწამეთისა, ფიტარეთისა, სამშვილდისა, საფარისა (XIV საუკ.); მცხეთისა, რუისისა,
სამთავროსა (XV საუკ.); ლურჯ-მონასტერი, შემოქმედისა, შუამთისა, ლიხაურისა
(XVI საუკ.); მჭადის ჯვარი და სხ. (XVII საუკ.); ანანურისა, ქაშოეთისა, უდაბნო
გურიაში (XVIII საუკ).
გარდა ამისა დღეს აგრეთვე აღიარებულია და საბუთებით დამტკიცებული, რომ
ქართველთ როლი ამ მხრივ მარტო საქართველოში არ დასრულებულა. ეს
კაცთმოყვარე სჯული ქართველთ მოუფენიათ კავკასიის ყველა მთიელებში, ლეკებსა,
აფხაზებსა, ოსებსა და ჩერქეზ ღლიღვებში. თითქმის ყველგან აქ დასახელებულ
ტომთა ქვეყნებში დაშთენილა კვალი ქართველთ მოღვაწეობისა. ესეთნი ნაშთნი
არიან ნიშნი, ეკლესიანი ქართულის ზედწარწერით, ქართული სახარებანი და
საღმთო წიგნები.
და არათუ მარტო მეზობელ ტომთა შორის ჩვენ წინაპართ უვრცელებიათ
ქრისტიანობა, არამედ მათს მფარველობის ქვეშ ყოფილა ქრისტიანობა პალესტინისა
და საზოგადოდ წმიდა ქვეყნებისაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში. ამას
ჰმოწმობენ, როგორც თვით იერუსალიმის პატრიარქნი და აგრეთვე ქართველ
მოღვაწეთა ნამოქმედარი ხსენებულ ქვეყნებში. ქრისტიანეთა სახსნელად ქართველთ
მეფენი არ იშურებენ მამულებს, ფულსა და სხ. მაგალითად თამარ დედოფალი
სწირავს 200000 დრაჰკანს, რომ ბარბაროსთა ქრისტიანებს დაუბრუნონ წართმეული
მიწები და სხ. ქართველები აშენებენ მრავალს ეკლესია-მონასტრებს წმინდა
ქვეყნებში:პალესტინას, სინას, ათონს, ანტიოქიას. ამას ჰმოწმობენ ზედწარწერანი
ტაძრებისა და უცხოელთ მწერალნიც. სხვათა შორის ამ საგანზე იხილე ძეგლად
მისაჩნევი თხზულება პროფეს. ცაგარლისა ,,Памятники Грузинской старины в св. зем-
ле и на Синае”, აგრეთვე იმისივე ,,Сведении о памятниках грузинской письменности”,
წიგნაკი ,,Афонский иверский монастырь”.
აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის გარემოება, რომ საკმაო არ არის ხალხისათვის მარტო
ქრისტიანობის მიღება. საჭიროა აგრეთვე ქრისტიანობის დაცვა და წესიერად
წარმართვა. ამ მხრივ მგონი მარტო უმეცრებას შეუძლიან დააყვედროს რამ ქართველებს. ბატონი მარკოვი ამბობს:,,მართლმადიდებელი ჯვარი შეიქმნა მამულად
ქართველისა, სიმბოლოდ მისი ეროვნობისა, ქრისტიანობის მფარველობა - დასაბამად
მთელის მისის ისტორიისა. ქართველი ხალხი ნამდვილი ჯვაროსანი ხალხია
ვითარცა რაინდი ჯვაროსანი, ამ ხალხის ცხოვრება იყო ლოცვა და თან სისხლის
მჩქეფი ბრძოლა ისლამის შესამუსვრელად. ათას წელიწადზე მეტია, იგი მახვილს არა
სტოვებს ხელიდგან და თუ საქრისტიანო ჯვარი არ იყო ჩაქსოვილი მის ქლამინდზე,
მაგიერად აღბეჭდილ-გამოქანდაკებული იყო ამ ხალხის გულზედ”.
თვალსაჩინოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში ქრისტიანობა არსებობს აგერ 15
საუკუნეა და ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ეკლესიამ არ იცის არც ერთი
მწვალებლობაც კი. მართალია, ცრუ მობიდანი მიეკედლა ნესტორის მწვალებლობას
და ანტონ კათალიკოსი ფრანგობას, მაგრამ ფხიზელი სამღვდელოება დროიანად წინ
აღუდგა მათ და დასაწყისშივე მოსპო განხეთქილება წმიდა ეკლესიაში. საქართველოს
ეკლესიას გარშემო ერტყა ურწმუნოება, უსჯულოება, სომხეთის სამღვდელოება მე-5-
6 საუკ. ებრძოდა საქართველოს მართლმადიდებლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა
ქართველთა წინდახედულობამ ყოველსავე მედგრად გაუძლო... ქრისტიანობისთვის
მოწამებრივი გვირგვინი დაიდგეს ნაზბუნებოვან ქალთაც, მეფე-დიდებულ-
გლეხთაც, მაგრამ ქრისტიანობას კი არ უღალატეს და არათუ არ უღალატეს, არამედ,
შეძლებისამებრ, დაიცვეს იგი ჩვენშიაც და უცხოეთშიაც ურჯულოთა წაწყმედისაგან.
იერუსალიმის პატრიარქთა ისტორიაში” მოყვანილია მრავალი საბუთები ჩვენის
აზრის დასამტკიცებლად. სხვათა შორის პატრიარქთა ეპისტოლეებში ქართველთა
მიმართ ნათქვამია, რომ ,,შთამომავლობა ბაგრატიონთა და მათ მიერ წარმოშობილნი
მეფენი (ეს სიტყვა ხმარებულია თვით ტექსტი), ე.ი. უკეთილმსახურესნი მეფენი
ივერთანი, ადრიდგანვე შეიქმნენ მფარველნი და კტიტორონი წმიდისა და ცხოველთ-
მყოფელისა საფლავისა უფლისა და სხვათა წმიდათა სათაყვანებელთაო... ეს
მტკიცდება, სხვათა შორის, ერთის ქართულის, ვახტანგ გორგასალის მიერ შედგენილ
წერილით და დღესაც დაცულია წმ. გოლგოთაზე. იერუსალიმში იწყევება (ანათემა)
ყოველი, ვინც - კი ივერიელს გაარჩევს ბერძენისაგან...
ეს მართალიც არის. ქართველთ ქრისტიანენი ფრიად ცნობიერად, მხნედ
მოეკიდნენ საქრისტიანო საქმეს. როგორც ვსთქვით, ადრევე შეისწავლეს სხვადასხვა
ენები, შეჰქმნეს საკუთარი სასულიერო ლიტერატურა. მრავალგან დააარსეს დიდნი
მონასტერნი, განსაკუთრებით იმ ადგილებზედ, საცა წინად საწარმართო ღმერთნი,
ოქრო-ვერცხლით და თვალმარგალიტით შემკულნი, მრისხანებით დასცქეროდნენ
გარემო სოფლებს. შემდეგ ხანგრძლივის ბრძოლისა ანტიოქიის საპატრიარქოსთან
სრულიად გაანთავისუფლეს სამშობლო ეკლესია გარე გავლენისაგან და დადგინეს
საკუთარი იერარქი კათოლიკოსის მოთავეობით. მაგრამ ამ განთავისულების შემდეგ
ჩინურ კედლით არ შემოიზღუდეს თავი. პირიქით, ამის შემდეგაც ქართველები
მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო საქრისტიანო საქმეებში. იგინი
ესწრობოდნენ მსოფლიო კრებებს და თავისს ეკლესიას ჰმართავდნენ თანახმად ამ
კრებათა გარდაწყვეტილებისა. იგინი, როგორც მოგვითხრობს იერუსალიმის პატრი-
არქი, ჰშველოდნენ ყველა ქრისტიანეთ, განურჩევლად მათის გვარტომობისა, იგინი
გულისტკივილით შეჰყურებდნენ ქრისტიანობის დამცირებასა და სიხარულით მის
წარმატებას და, როგორც ვსთქვით, ქრისტიანობის დასაცავად შინ თუ გარეთ არ
იშურებდნენ არც თავის ძალ-ღონეს, არც შეძლებასა და ქონებას. მოიგონეთ, მაგ.,
ქართველთ მონაწილეობა ჯვაროსანთა ომში, ქართველთ მხედრობისაგან ხსნა
კონსტანტინეპოლისა სკლიაროსისაგან, დავით მეფისა და სხვათაგან დაცვა და
მფარველობა პალესტინისა, სომხეთისა და სხვათა. მ
კატეგორია: ისტორიის ანალები (страници истории) | დაამატა: paterzaqaria (18.04.2010)
ნანახია: 1387 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz