მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

აუდიო არქივი [26]
ახალი ამბები [60]
საეკლესიო დღესასწაულები ( церковные праздники) [5]
ისტორიის ანალები (страници истории) [7]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » სტატიები » ისტორიის ანალები (страници истории)

რა განსაცდელი მოელის ქართველ ხალხს? არჩილ ჯორჯაძე
როვნული პრობლემის სიძნელე თეორიული სიძნელე არ არის. თეორიაში ყოველივე მწყობრად წყდება და ლაგდება, სიძნელე იწყება იმ დროიდან როდესაც ეროვნული პრობლემა გინდათ გადაწყვიტოთ კონკრეტული პირობების მიხედვით, როდესაც ანგარიში უნდა გაუწიოთ მრავალ მოვლენას, რომლის არსებობა თეორიას მხედველობაში არ მიიუღია, როცა დიდი ვრცელ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ერთის ღირსების კულტურის წარმომადგენელი ერნი, როდესაც ამ ერთა თვითეულ ცხოვრებაში ორ მკაფიოდ გამოსახულ მოპირდაპირე სოციალურ კლასს ვხედავთ, მაშინ ძნელი არ არის იმის გადაწყვეტა, თუ რა ღირსებისაა დრევანდელი პატრიოტიზმი და მამულიშვილობის გრძნობა, რომელიც ამ შემთხვევაში კლასთა განხეთქილების დასაფარავად ფარ-ხმალად ხდება ხოლმე, მაგრამ როდესაც თქვენ ხედავთ წინათ პოლიტიკურად დამოუკიდებელ რამდენიმე ერს ერთმანეთში ჟამთა ვითარების გამო არეულებს, როდესაც ამ არეულეობის გამო ფერხდება კულტურული განვითარება თვითეულისა, და როდესაც ეს ერნი ამასთან დამონებულიც არიან სხვა ძლიერ ერის მიერ, როდესაც სურს გასთქვიფოს სხვადასხვა ელემენტები, მის მიერ დაწესებულ სასტიკ პოლიტიკურ ფორმებში, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ყველა ამის გამო გამოაშკარავდა, რასიულ, ლინგვისტური, სარწმუნოებრივი და ეკონომიური ქიშპობა და მტრობა არა მარტო ორ კლასს შორის, არა მებეტონე და ყრმათა შორის, არამედ სხვა და სხვა ერთა შორისაც, სხვა და სხვა ერთა დაჩაგრულ კლასთა შორისაც – მაშინ იწყება სიძნელე
ეროვნულ პრობლემის გადაწყვეტისა, მაშინ გრძნობთ რომ გ. ერვეს საზომი უძლური და სუსტი საომია. ჩვენში სწორეთ ამ კონკრეტული პირობების მიხედვით უნდ გადაწყდეს ეროვნული პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უქმ-ადამიანთა უქმ ლაყბობის ელფერი ედება…
ჩვენ არ ვკისრულობთ სავსებით დახასიათებას საქართველოსა და ქართველი ხალხის ახლანდელი მდგომარეობისა, ამ საგნის შესახებ ვრცელი წიგნის დაწერაა საჭირო. ჩვენ გვინდა მივაქციოთ მკითხველის ყურადღება იმგვარ ფაქტებზე, რომელნიც გვეუბნევიან და გვაფრთხილებენ: აი აქ, ამ ნიადაგზე გაიზრდება ერთა შორის შუღლი და აქ ჩატყდება ხიდი, რომელიც გინდათ ააშენოთ სოლიდარობის და ერთონობის განსამტკიცებლადო. მოვექცეთ ყურადღებით ამ გაფრთხილებას და დავაკვირდეთ ჩვენი ცხოვრების ერთ ფრიად სავაგლახო უკუღმართობას.
ახალქალაქის მაზრაში მთავრობამ შექმნა ეკონომიური უთანასწორობა გადმოსახლებულ და ადგილობრივ ქართველ გლეხთა შორის სოფელ ხერთვიში, მაგალითად სადაც ქართველები ცხოვრობენ, თვითოულ კომლს აქვს 2,89 დეს, მიწა: საიჯარო მიწაც რომ მივუმატიოთ, თვითეული კომლის ხელში 3,52 დეს მიწაა, სომხებს 40 ,50. 100 დეს. კომლზე. ზემოხსენებულ მაზრაში ქართველები დაუძლურდნენ და ჩამორჩნენ, ამ პროვინციაში ძველად ჰყვაოდა კულტურა. რომ კითხოთ ძველ მესხეთის დღევანდელ ჩამომავალ ქართველს, ვინ ხარ შენაო, ჩაფიქრდება და გეტყვით ფრანგი ვარო, სარწმუნოებას, პარტიების მეცადინეობით, გაუქარწყლავს ეროვნული გრძნობა. მიწა-წყლის უთანასწოროდ და უმართებულოდ მფლობელობას ბორჩალოს მაზრაშიც აქვს ადგილი: გომარეთის და მოშავერის ქართველები, ამბობს ბ-ნი ერიცოვი, იმ მრავალრიცხოვანი ქართულ კოლონიების ნაშთებს წარმოდგენენ, რომელნიც ძველად აქ ცხოვრობდნენო… ქართველები მეზობელ მაზრებში გადადიან, სადაც მემამულეებთან მოჯამაგირედ დგებიანო და ქართველების და სხვა ტომთა მიწათფლობელობის რაოდენობას რომ მიაქციოთ ყურაღრება ამ რაიონში, იმავ უთასნასწორობის პრინციპებს დაინახავთ. 1885 წ რუსებს ეჭირათ თითო კომლს 6, 251 დეს. სომხებს – 36, 52, 40. 51, ბერძნებს 27-32, 10,33 -04 დ. თათრებს -24, 53- 47 62: ქართველებს კი მარტო 2, 89 დეს. და ამასთან უნდა ავღნიშნოთ რომ ქართველები მიუხედავად ასეთი მიწის სივიწროვისა,ზოგჯერ 8 ჯერ მეტს გადასახადს იხდიან, ვიდრე ახლად გადმოსახლებული ხალხიო”…
მოუსმინეთ ახლა ძველ ერეთიდან მოწერილ ამბავს (ერეთის ნაწილს ახლანდელი საინგილო შეეადგენს) ერთ დროს აქაც ქართველები სახლობდენენ, დღევანდელ გამაჰმადიანებულ ქართველებს ინგილოებს უწოდებენ. კორესპონდენტი იწერება: მთელ საინგილოს მაჯლაჯუნასავით აწევს და მის კეთილდღეობას ძირს უთხრის ერთგავარი გადასახადი, რომელსაც ქეშელს ეძახიან. ამ გადასახადს ანუ ქეშქელს იხდის ინგილი -ქართველი ლეკების სასარგებლოდ. თითო კომლი ინგილო მოვალეა ყოველ წლივ გადაიხადოს ერთი თაღარი, ანუ 33 ფუტი ჭირნახული, ნახევარი პური ან ბრინჯი ნახევარი კიდევ ქერი და ფეტვიო. ძველად, როცა ლეკებს დაუპყრია საინგილო, მას შემდეგ ქართულ სოფლებზედ დაუწესებიათ ეს ქეშელის გადასახადი თავიანთ სასარგებლოდ, მაგრამ ეს არაფერი აქ კიდევ სხვა უფლება არსებობს რომელიც ნამდვილ ბატონ ყმობას წარმოადგენს და რომელსაც ბრიატს ეძახიან. ეს უფლება შენახულია კაკის ნაწილში. აქ არიან მემამულენი სულთანოვები, ძველად ქართველი თავადნი გურამიშვილები, რომელთაც მიუღიათ მუსულმანობა და გვარიც გამოუცვლიათ. ამ მებატონეებს გარდა იმისა რომ ქეშელს ახდევინებდნენ იმისა მიხედვით ვის რამდენი მიწა-წყალი აქვს, ნამდვილ ყმობაში ყავთ გლეხები. გლეხები მოვალენი არიან საზაფხულოთ გადაუზიდოს აგარაკში მთელი ოჯახობა და ავეჯეულობა, მოვალენი არიან ბატონის დაუკითხავად და საცუქრის მიურთმევლად არავის მიათხოვონ ან ითხოვოს ქალი და მრავალი სხვაო..
რა დაემართა ამ ხარეში ქართულ ენასა და ეროვნულ შემეცნებას. ამის შესახებ საყურადრებო ფაქტს ამჟღავნებს კორესპონდენტი: მესამოცე წლებში, დაიწყეს თუ არა ქრიატიანობის აღდგენა საინგილოში, მისწვდნენ და ვინც ქართველი ნახეს – უნდოდათ ყველას ქრისტიანობა მიეღებინათ. ქართველობა ქრისტიანობის სინონიმად აქციეს და ამით ისე დააფრთხეს ხალხი, რომელიც თავს ქართველად სთვლიდნენ, რომ ახლა მუსულმან ინგილოს კითხო ვინა ხარო თამამად გიპასუხებს თათარი ვარო. ეროვნება სარწმუნოებას ანაცვალეს…
დამფრთხალი ინგილო დღეს ყოველ ღონეს ხმარობს, რომ თავისი თავი ქართველად არავის აჩვენოს და სცდილობენ თავიანთ შორის ქართველობის ნასახიც კი ამოაგდონ. ამის გამო გურჯისტანში ზოგირთ სოფელში ამდაგვარი დადგენილებაც კი იყო რომ ქართულად არ ვილაპარაკოდ არამედ მუსულმანურადო. დადგენილების დამღვრვეველისათვის ხარი უნდა დაეკლა.
ამ მოკლე ხანში ასეთივე დადგენილება განმეორდა სოფ. მარსაანში. სოფლის ყრილობამ დაადგინა ქართულად არ ვილაპარაკოთო. ჯერჯერობით ასეთი დადგენილება ნიადაგს არის მოკლებული უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ისეთი მაგალითებიც ვნახეთ. ელაპარაკები კაცს ქართულად და ის კი თათრულად გაძლევთ პასუხს. არ უნდა, აღარ სურს სამშობლო ენაზედ ლაპარაკი. ამის გარდა ინგილოებმა უფრო უკიდერეს საშვალებას მიმართეს. ქალებს თავიანთაში – ინგილოებში კი აღარ თხოულობენ. არამედ ნუხის მაზრიდან მოჰყავთ თათრის ქალები…
თუ ასე გაგრძელდა საქმე, დასძენს კორესპონდენტი ბოლოს, სულ მოისპობა ქართველობა გურჯისტანშიო”….
საინგილოდან შევიაროთ კახეთში. რა ხდება თვალუწვდენელ შირაქის ველზე? შირაქში 167,444 დესეტინა მიწაა. უწყლობის გამო, შირაქში მხოლოდ 400-500 დეს. დასასახლებლად გამოსადეგი და სწორეთ ამ მიწას ეტანება დღეს უმიწაწყალო ქართველობა. მაგრამ ქართველობას აქ დასასახლებლად დიდი დაბრკოლება აღმოუჩინეს და ამის შემდეგ ის ღმოჩნდა, რომ ქართველი ქართველს გადაემტერა და ლამის ერთმანეთს მუსრი გაავლონ მიწების ხელში შერჩენის გამო.
შირაქის შესახებ მოხსენებაში, რომელიც გაზეთებმა გამოაქვეყნეს (ისარი # 220) ვპოვებთ ამგვარ ცნობებს: შირაქში დასახლდნენ სნოელები, ხევიდან წასული მთიულები, სნოში დარჩენა შეუძლებელი იყო უმიწობის გამო. სახნავი და 2,6 დ. სათიბი, ეს მიწა ვერ ასაზრდოვებდათ. დაიძრნენ და შირაქს მოადგნენ, დაბინავდნენ, გაიკეთეს ქოხები, ბოლოს აღმოჩნდა იქ დასახლების უფლება არ ქონიათ. რადგან სნოელები არ არიან შეტანილები იმ პირთა სიაში რომელთაც 1884 წლის კანონით შირაქში საძოვრების სარგებლობის უფლება ჰქონდათ მინიჭებული, სნოელებს (და სხვა მთიულების) შესახებ მთავრობამ ამგვარი მსჯავრი დასდო: გაძევებული იქნენ დუშეთის მაზრის მცხოვრებნი, რომლებიც თავისი ნებით დასახლდნენ შირაქში და არც სხვებს მისცენ იქ დასახლების უფლებაო. 1884 წელს კანონის დარაჯად გამოდიან და ეს კანონი თვითონ დაარღვიეს, რადგან ამ რამოდენომე წლის წინათ გუბერნატორმა სვრჩინმა, ამ ადგილას რუსები დაასახლა და სოფელსაც თავისი სახელი "სცეჩინო” დაარქვა…
მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ მთიულებს თუშებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა. თუშები ამბობდენენ "თიანეთისა და დუშეთის მაზრაში იმოდენა უმიწაწყალო ხალხია, რომ მთელი შირაქი არ ეყოფათო, თუ არ დაუშალეთ, ყველანი დაიძვრებიან და აქ ჩამოვლენო”. გადმოსახლებული მთიულები უპასუხებდნენ "უმიწა – წყლობამ ისე გაგვიჭირა საქმე, რომ მეტი ვეღარ გავძელით, მიჩვეულ ადგილებს თავი დავანებეთ და აქ ჩამოვედითო… რაც გინდათ ის გვიყავით, თუ მთავრობას არა სურს ჩვენი თავი, ნავთი დაგვასხით და აქვე დაგვწითო”. ბოლოს როგორც იქნა საქმე მოაგვარეს, ხოლო კომისია რომელიც არჩევდა ამ საგანს, დაადგინა, ზომები იქნეს მიღებული რომ შირაქში გადასახლება შეწყდეს. კომისიას გაუგია, რომ შემოდგომაზე ბევრი აპირებდნენ შირაქში ჩასვლას, საჭიროა საამისო ბრძანება ახლავე გაიცეს დუშეთის და თიანეთის მაზრებში, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გახლართვა საქმისაო”.
იკითხავთ, მაშ სად უნდა წავიდეს ე ხალხი? ჩრდილოეთისკენ თუ უბრუნებს პირს, როგორც უკვე მლეთელებმა ჰქნეს, თორემ გზა აქეთ მათ შეკრული აქვს. როცა მთის ხალხს დაბრკოლებს არ უწევენ ბარში სახლდებიან, როგორც ქართლში ოსები. და როცა აქეთ არ უშვებენ. მას ორი გზა აქვს: ან შიმშილით გაწყვეტა ან რუსეთისკენ წასვლა. მთიელი რა თქმა უნდა უკანასკნელს მისცემს უპირატესობას და ამ მდგომარეობაში არიან მხოლოდ ქართველნი, რადგან ოსებს წინ არავინ ეღობება.
ქართლში ამ უკანასკნელ ხანებში შესამჩნევლად გაძლიერდა ოსების იმიგრაცია. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ერთი -ორად გადასახლდება ფრონის ხეობაში. აქ გაშენდა სხვა სოფლები. ამ სოფლების გაშენების გამო მოისპო ტყე, ზომით 8.500 დეს. საფალავანდო მამულში სად და ვის მიწებზე სახლდებიან ოსები? დროებით ვალდებულ გლეხებისგან ჩამორთმეულ ჩამონაჭრებზე: თირღვა, თერეგვანი, ახალ-შენი, ხუნდის უბანი, ტყის უბანი, ნაბაკევი, და შინდრა, დროებით ვალდებულ გლეხებს ეჭირათ. თანდათან ამ სოფლებში მკვიდრდებიან ხიზანი ოსები…
წორბისში ცხოვრობდნენ ქართველი გლეხები, გვარად მაისურაძეები, ტაბუკაძეები და კობერიძეები. დღეს კი არც ერთი მათის გვარისა და მოდგმის აღარ სცხოვრობს. იქ მათ ადგილას ხიზნები დამკვიდრდნენ.
იმავე მოვლენას ვხედავთ ცისიაში, სადაც ქართველები სახლობდნენ და სადაც მათი ხსენება აღარ არი. ახალშენში დიდი ხანი არ არის, რაც დროებით ვალდებულ გლეხებს ჩანონაჭრები ჩამოერთვათ და ოსებს გადაეცათ. იგივე მოხდა ავნევში. სოფელ ყორნისში ამ ორმოცდაათი წლის წინათ 7 კომლი ხიზანი იდაგა. დრეს მემამულეთა მეცადინეობით 120 კომლი ხიზანი სცხოვრობს. მაგალითად ხერხეულიძეების მამული მთლად ხიზნების ხელშია, ტატიშვილების მამულშიც იგივე ამბავია. ეს მამული 2000 დესეტინაა. აქ გაშენდა 7 სოფელი ოსებისა. ამ ბოლო დროს ოქონელ გლეხებს წაართვეს 148 დეს. მამული. ცალკე სოფლად გამოჰყვეს და დაარქვეს სოფ. "გიორგი წმინდა”. სოფელ ავლევშიც აქაურმა ხიზნებს მისცეს წვრილმალა ტყე სამუშაოთ. დღეს 14 კომლი ხიზანი სცხოვრობს. კორესპონდენტი რომელიც ამ ცნობებს გვატყობინებს ამბობს: მემამულენი ორიოდე გროშისთვის უამისოდაც ვიწრო ადგილზე ახლებს ასახლებენ, აცეხინებენ ტყეებს და ბუნებით მდიდარ ქვეყანას გავერანებას და გატიალებას უმზადებენო”…

უკეთეს მდგომარეობაში საქმე არც ქიზიყშია. ქიზიყი ხომ ეკონომიურად საქართველოში საუკეთესო ადგილად ითვლებოდა. ქიზიყი ღონიერი იყო პურით, ღვინით და საქონლით. გადაჰხედეთ რა დამართვია დღეს ამ "მარგალიტს”. 1905 წელს იმდენად გამწვავდა მიწების გამო საქმე რამოდესამე საზოგადოების მცხოვრებთა შორის, რომ მათ დასამშვიდებლად ჯარიც კი მიიწვიეს. 1905 წელს ანაგელთ ჩაბარეს 24 დეს. მიწა, რომელსაც მათ ედავებოდნენ ფანიანელები. ამ მიწის ნაჭერის გამო ერთი მოთავეთაგანი მოკლეს, ოთხი დაჭრეს, რამოდენიმე დააპატიმრეს და სამართალში მისცეს, ხოლო ფულად დაიხარჯა 1500 მანეთზე მეტი. ამბობდნენ მიწის საერთო მფლობელობა და გაუმიჯნაობა ამისი მიზეზიო. მაგრამ ამგვარსავე თავპირის მტვრევას ვხედავთ მთელ საქართველოს სივრცეზე, სადაც მიწები გამიჯნულიც არიან და არც საერთო მფლობელობაა. მიწა არ ყოფნის გამრავლებულ ხალხს, თავისუფალ მიწაზე კი მას არ უშვებენ. ეს არის უტყუარი ფაქტი…
ყველა ამას იმერეთ-გურია სამეგრელოსთვის შავი ზღვის პირას ემიგრაციის შეზღუდვის ამბავიც რომ მივუმატოთ, სრული სურათი წარმოგვიდგება ამ იკუღმართი მოვლენისა.
რას გვეუბნევიან ეს ფაქტები? მაგრამ სანამ ამაზე ჩამოვაგდებთ ლაპარაკს, ყურადრება მივაქციოთ ერთ ფრიად დიდიმნიშვნელოვან გარემოებას.
ჩვენში დაარსდა სახელმწიფო საგლეხო ბანკი. პირველის შეხედვით ამ ბანკის დანიშნულება თითქმის იმაშია, რომ მან უნდა გააუადვილოს გლეხებს მიწების შეძენა. ბანკმა ამას წინათ გამოაქვეყნა თავისი მოქმედების ანგარიში, მიუხედავად იმისა რომ ანგარიში სისრულით არა არის შედგენილი, მასში გამოსჭვივის ერთი გარემოება. ბანკი იძენს მამულებს, ხოლო გლეხების ხელში მამულის გადასვლაზე სრულიად არ ზრუნავს. გაზეთ "ისრის” ერთ-ერთ მეთაურში ვკითხულობთ: საგლეხო ბანკის უმთავრესი ყურადღება განვლილ 19 თვის განმავლობაში მემამულებისგან მიწის შეძენაზე ყოფილა მიქცეული. ბანკის საბჭოს საბილოოდ დაუმტკიცებია, შეეიძინოს 55, 557 დესეტინა, თითო დესეტინა 62 მანეთ, 36 კაპიკად. საგლეხო ბანკისთვის მიწების მისყიდვის მსურველი შვიდჯერ მეტი ყოფილა. მემამულეებს შეუძლევიათ 392,556 დესეტინა… უკვე ნასყიდობის ქაღალდი დაწერილია 46. 809 დესეტინა მიწის შესახებ. რამდენი მიწა შეუძენიათ გლეხებს ამ საგლეხო ბანკის ფონდიდან ამის შესახებ ბანკის მოღვაწეობის ანგარიშში არავითარი ცნობები არ არის მოქცეული. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ გლეხებს არც ერთი დესეტინა მიწა არ შეეუძენიათ ამ საადგილ-მამულო ფონდიდან. გაზეთი დასძენს: ის გარემოება რომ ბანკი სყიდვით კი ყიდულობს მემამულეებსგან მიწებს, მაგრამ გაყიდვაზე არაფერი ისმის, თითქმის ამართლებს ყრუ ხმებს (ჩრდილოეთიდან გადმოსახლების შესახებ). თუ მართლა ესაა ნამდვილი დანიშნულება და ფარული პოლიტიკა საგლეხო ბანკისა კავკასიაში, იგი დიდ განსაცდელს უმზადებს კავკასიის მშრომელ გლეხობას და საშინელ ეროვნული შუღლის მთესველობას კისრულობს. გაზეთი არ ინდა სცდებოდეს თავის მოსაზრებაში. საგლეხო ბანკის ამგვარსავე დანისნულებას ასრულებს რუსეთის სხვა განაპირა კუთხეშიც…

გაზეთ "ოკრაინეე როსიი”-აში დაიბეჯდა წერილი რომლის ავტორი ურჩევს მთავრობას რუსების ელემენტის გაძლიერების საჭიროებას ბალტიის ზღვის არეში. გაზეთი "სტალიჩნაია პოჩტა” ამ წერილი გამო გვატყობინებს; ხსენებულ წერილს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია უმაღლეს წრეებში. ამის შედეგად მინისტრთა საბჭოს თავჯდომარემ სტოლიპინმა ცირკულარით მიმართა ყველა მინისტრს რომელშიც სთხოვდა, მიიაქციეთ ყურადღება ბალტიის მხარეში რუსთა ელემენტის გაძლიერებასო. საჭიროაო, ამბობოს ცილკულარი, რამდენადაც ეს შაესაძლებელია, რომ საგლეხო ბანკის ადგილობრივმა განყოფილებამ ხელი შეეუწყოს რუსთა ელემენტის გამრავლებას მხარეშიო.
ეგრეც რომ არ იყოს, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ მთავრობის ხელში სხვა უფრო მარტივი საშვალებაცაა ჩვენი ქვეყნის დენაციონალიზაციის საქმეში. ჩვენ ვგულისხმობთ იძულებით ექსპოპრიაციას. გეცოდინებათ პრუსიის მთავრობა როგორ ებრძოდა პოლონელებს. ამას წინათ ლამტაგმა დაადგინა პოლონელების იძულებით ჩამოერთვას მიწები, ამ მიწებზე გერმანელების დასასახლებადაო. მიწათმოქმედების მინისტრი არმინი ლანტაგის სხდომაზე აღიარებდა – პოლონელები ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მიისწრაფიან და ამ მისწრაფებაზე ხელს არ აიღებენ იმ დრომდე, სანამ ხელიდან არ გამოვაცლით ბატონობის იარაღსაო. ეს ოარაღი რომელიც განსაცდელს უმზადებს პრუსიას, იმაში მდგომარეობს, რომ პოლონელთა სოფლების ელემენტი სწრაფად იზდება. გერმანელებს აძევებენ პოლონელები და ჩვენ ბოლო უნდა მოუღოთ ამ გაძევებას მატი მიწების იძულებით ჩამორთმევითო. ექსპროპრიაციის პოლიტიკა რუსეთისთვის უცხო უარაღი არ არი. კავკასიელ მთიელებთან ბრძოლის გათავების შემდეგ 1864 წელს 90 ათასი ჩაჩანი იძულებით აჰყარეს მთებიდან და ბარში მდინარე ყუბანის და ლაბას ნაპირებზე დაასახლეს. ამ ძალადობას 418 ათასი ჩაჩანი არ დაემორჩილა და ოსმალეთში გადასახლდა. მართალია ეს ყველაფერი ომის შემდეგ მოხდა, მაგრამ პრუსიაში ხომ ომი არ მომხდარა და არანაირი გარანტია არ არის, რომ რუსეთიც ამავე პოლიტიკას არ დაადგეს, მაგრამ ამ გარემოებას დავანებოთ თავი ვილაპარაკოთ რაც უკვე ფაქტია და ყველასათვის აშკარაა.
ზემოთ ჩვენ ავღნიშნეთ ორი უკუღმართი გარემოება. პირველი ის რომ, ბიუროკრატიას ემიგრაცია უმგვარად მოუწყვია კავკასიაში, რომ შედაგად აღმოჩნდა ქართველების დაძაბუნება, დიდი გაჭირვება; აღმოჩნდა უთანასწორო პირობებში ერთის მხრივ ქართველებისა, მეორეს მხრივ კავკასიის დანარჩენი მცხოვრებისა (სამცხეთსა და სომხეთში). აღმოჩნდა, რომ ქართულ ემიგრაციას საქართველოდან და მთელ კავკასიის ფარგლებში გასავალი გზა არ აქვს, მასწინ როდესაც მიწით გაჭირვებულ ქართლს მთიდან ჩამოსული ხალხი ესევა; აღმოჩნდა, რომ ჟამთა მსვლელობაში, საქართველოს საუკეთესო პროვინციებში, სადაც ძველად ქართული კულტურა ჰყვავოდა, დღეს ოდნავღა მოსჩანს ქართველი ეროვნების ნაშთი, რადგან იქ ეროვნული შემეცნებაც მიმქრალა, ენაც ისპობა. ჩვენი ცხოვრების უკუღმართი მხარე თუ გნებავთ სწორედ აქ არი. აქ არი განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქართველ ინტელიგენციის ზოგიერთ წრეებში სასაცილოდაც არ ჰყოფნით ამ საგნის სეშახებ ლაპარაკი, როგორ თქვენ გინდათ შეზღუდოთ სხვა ხალხის ერთმანეთში მისვლა -მოსვლა, გინდათ გარეკოთ არა-ქართველნი საქართველოდან? ეგ ხომ შოვინისტობაა, ეგ ხომ ნაციონალისტობაა და სხვა. საქმე კი უბრალო გაუგებრობაშია.
ჩვენ არც მისვლა-მოსვლის წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ემიგრაცია – იმიგრაციის საკითხი მოწესრიგებული უნდა იქნეს, თანახმად სამართლიანობისა და კავკასიის ყველა ერთა ინტერესებისა.
ჩვენ გვინდა დავუკარგოთ ემიგრაცია-იმიგრაციას სტიქიური ხასიათი და ამასთან გვინდა რომ გაბატონებულ ბიუროკრაატის ხელში პოლიტიკის იარაღად არ იყოს იგი. ემიგრაცია-იმიგრაციის მოუწესრეგლობას იმისთანა სერიოზული სავაგლახო მნიშვნრლობა აქვს, რომ მისი უყურადღებობად დატოვება, ყოვლად შეუწყნარებელი სილაჩრეა. წარსულ ინტერნაციონალურ-სოციალისტურ კონგრესზე ამ საგანს დიდი ყურადრებით მოექცენ და შესაბამი რეზოლუციებიც გამოიტანეს. მართალია კონგრესზე სხვადასხვა აზრი გამოითქვა ამ საგნის შესახებ, სოციალისტები აქ არ შეთანხმებულან, და სწორეთ საყურადღებო და საკამათო ხდება ეს საგანი, განსაკუთრებით ჩვენში, სადაც ამ საგნით დაინტერესება "ბურჟუობად” "ნაციონალისტობად” ინათლება.
შტურდარტის კონგრესზე ემიგრაცია-იმიგრაციის შესახებ სამი აზრი გამოითქვა. ერთნი ამბობდნენ ემიგრაცია-იმიგრაცია სრულიად თავისუფლად უნდა წარმოებდესო. მართალია, მშრომელი ხალხი ამ გზით კონკურენციას უწევს, ხოლო ამასთან შრომას იგი ერთ-გვარ პირობებში აყენებსო. მუშათა შორის უპირატესობის უფლება ისპობა და მეტად მტკიცდება სოლოდარობაო. მეორენი ამბობდნენ, "სოლიდარობის” განმტკიცება კონკურენციის საშვალებით დოქტრინორობაა, ნამდვილად კი იქ, სადაც მუშები ერთმანეთს ექიშპებიან, ერთმანეთს გლეჯენ ლუკმა პურს, სოლიდარობა კი არ მტკიცდება, არამედ მტრობა და ძალთა დაქსაქსულობაო. ამ მიმართულების წარმომადგენლები ითხოვდენენ შეზღუდვას ემიგრაცია-იმიგრააცის უფლებისა. მესამენი მომხრე იყო მოწესრიგრბისა. ჩვენ ვაღიარებთ ამ მოწესიგებას.
ჩვენში მოწესრიგება უნდა ეხებოდეს არა მარტო ქალაქში მომუშავეთ არმედ სოფელშიც. საფრანგეთში შრომის ბირჟებმა იკისრეს ეგ საქმე, მაგრამ იქ საქმე ადვილად მოეწყო, რადგან ეხებოდა ერთ ხალხს და ერთ ერს. ჩვენში საქმე ეხება კავკასიის ყველა ერებს. ხოლო რადგან კავკასიაში პროლეტარიატი უმცირესობას შეადგენს, ამიტომ მისი ორგანიზაციები და ორგანოები ვერ შეძლებენ ამ საქმის მოწყობას, საჭირო სხვა ინტერნაციონალურო ორგანო, რომლის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს ამ საქმის მოწესრიგება. ეს ორგანო უნდა იყოს კავკასიის ერთა ფედერაცია…
როგორც ვსთქვით, ჩვენ სოფელს გასავალი არა აქვს. იგი შეზღუდულია და პროლეტარიზაციის გზაზეა დამდგარი. ბევრია ჩვენში იმისთანა, რომ შეჰხარის ამ გარემოებას. პროლეტარიზაცია! ღმერთო რა ბედნიერებაა! მაგრამ რომ ჩაუფიქრდეთ საქმეს, სასიხარულოს არაფერს ვნახავთ, როდესაც მხარეში იზრდება მრეწველობა ეს მრეწველობა აუცილებლად ხდის ხალხის ერთ ნაწილის პროლეტარიზაციიას. სოფლის მეურნეობა დღეს მძიმე და საზარალო საქმეა. ქარხანა-ფაბრიკა კი ნაღდად იძლევა განსაზღვრულ ქირას. ეს ქირა ხიბლავს გაჭირვებულ, ვალებში ჩავარდნილ მიწის მუშას. იგი სტოვებს მიწას და ქალაქისკენ ექანება. ყოველივე ეს ასეა. ამის წინაღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია და არ არის სასურველი, რადგან ქარხნის ირგვლივ შეგროვილი მუშა ხალხი იწვრთნება, ვითარდება და შეგნებულ პროლეტერიატთა რაზმებად ირაზმება, მაგრამ რას იტყვით მაშინ, როდესაც მხარეში მრეწველობა სუსტად არის განვითარებული და სხვა და სხვა მიზეზის გამო ეს სუსტი მრეწველობაც მოდუნებულ- შეფერხებულია. ხალხში კი პროლეტარიზაციია იზდება? ამ შემთხვევით ეს პროლეტარიზაციია კაპიტალით არ არის გამოწვეული, არამედ სულ სხვა პირობებით -გაბატონებული ბიუროკრატიის პოლიტიკით, სხვა და სხვა ერთა ქიშპობით, ხელში მიწის ჩაგდების სურვილით და სხვა ამდაგვარით. ჩვენში, ბათუმის მრეწველობა ამ რამოდენიმე წლის წინათ ექვს მილიონ ფულამდე ატრიალებდა იმერეთ-გურია სამეგრელოში. ეხლა ნახევარი მილიონი თუ დაატრიალა იქ, ესეც ბევრია. რუსეთის ნავთსადგურებში ქართველ მუშებს არ იღებენ. ვინც იყვნენ ისინიც დაითხოვეს. ბაქოში ამ დიდ სამრეწველო ცენტრში ასეთივე ამბავია. ბაქოს "კასპ”-ში ვკითხულობთ: ამ უკანასკნელ ორ წელიწადს ადგილობრივი ადმინისტრაცია აპატიმრებდა ბევრ ქართველს, რომელიც მისდევდნენ შანტაჟს, ძარცვა გლეჯვას, მკვლელობას და სხვა. ხშირად ისინი თავიანთ საქციელს ვითომდა პოლიტიკური მიზნებით ამართლებდნენ. ამის წყალობით გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ის ქართველი მუშები, რომელთაც არაფერი საერთო არ ქონდათ რა შანტაჟისტებთან. სამრეწველოების და ქარხნების ადმინისტრაციამ ქართველი მუშები დაითხოვა, რადგან აღარ ენდობოდნენ ქართველებს. დღეს თითქმის აღარც ერთი ფირმა აღარ იღებს სამსახურში ქართველ მუშებს. ამრიგად თუ საზოგადოთ უსაქმურად დარჩენილნი დიდი გაჭირვებას განიცდიან ბაქოში, ერთი-ირად მეტ გაჭირვებას განიცდიან ქართველი მუშები, რომელთავ ყველა ეჭვის თვალით უყურებსო”. ჩვენ არ შევდივართ იმის გამოკვლევაში, თუ რამ დაჰბადა ბაქოში, უმუშევრობამ შანტაჟისტობა თუ შანტაჟისტობამ უმუშევრობა, კვერცხიდან გაჩნდა ქათამი, თუ ქათამმა გააჩინა კვერცხი. ჩვენთვის აქ საინტერესოა მხოლოდ ის, რომ არსებული სამრეწველო ცენტრებსიც აღარ იღებენ ქართველობას, სოფელი კი აუარებელ ხალხს ისტუმრებს იქითკენ და თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ კი გამოირკვევა აშკარად ზძელი პრობლემა ვინ ვის აჩენს, ქათამი კვერცს თუ კვერცხი ქათამს, და მაშინ ჩვენი ქვეყანა გახდება მართლაც და მაწანწალა და მშიერ ყაჩაღთა სამშობლოდ!…

http://burusi.wordpress.com/2010/04/10/archil-jorjadze-7/

კატეგორია: ისტორიის ანალები (страници истории) | დაამატა: paterzaqaria (18.04.2010)
ნანახია: 1148 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz